Friday, July 19, 2019

ევროპა თუ კავკასია?


გუშინ წითელ ფონზე დავწერე: ევროპამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბებერი მეძავია. 
ჰოდა, შემდეგ, ყველა მისი ღალატი გამახსენდა...
ზვიად გამსახურდიას კავკასიური სახლის აშენება სურდა, ზუსტად იცოდა, რომ ეს კავკასიის ყველა ქვეყნის მშვიდობისა განვითარების გარანტი იქნებოდა, და კიდეც შეძლებდა ჯოხართან  ერთად, რომ  არა ამდენი მოღალატე...
ჰოდა, დაუპირისპირდა მათ მსოფლიო...
მერე იყო შევარდნაძის ორმაგი თამაშები და სიბნელე...
შემდეგ -- მიშა თავისი გუნდით და დასავლური ორიენტაციით. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ, როგორც იქნა, წუმპეს დააღწია თავი და მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა,  მოსახლეობის უმეტესი ნაწილი  უმადური აღმოჩნდა და ამის გამო ადვილად მოექცა რუსეთის მიერ გაბმულ მახეში.
რომელიღაც პოლიტიკოსო ამბობდა ეთერში, როგორ შეიძლება იმის თქმა. რომ 2012 წლის არჩევნები რუსეთის სპეცოპერაცია იყო, ხალხს ეწყინებაო. წყენა კი არა, სინანულს უნდა გრძნობდეს ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციის შემსრულებელი აღმოჩნდა ნებსით, თუ უნებლიეთ.
უმადურობამ, სიხარბემ , შურმა და ღალატმა კომუნისტურ ეპოქაში დაგვაბრუნა და ხელახლა გახდა საჭირო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა...
ჰოდა, ახლა ისევ კავკასიური სახლის იდეა მხიბლავს.
დაე, ამოიძირკვოს რუსეთის ხსენება კავკასიიდან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




Monday, July 1, 2019

თემირლან



მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს გავლენის სფეროსგან გავთავისუფლდი, ისე მოხდა, რომ ფსალმუნებს მხოლოდ მაშინ ვკითხულობ, როცა არ შემიძლია რომ არ წავიკითხო.
ჰოდა, ახლა ასეთი პერიოდი მაქვს. თემირლანისთვის ვკითხულობ ფსალმუნებს და ღმერთს შევთხოვ, რომ მოახდინოს სასწაული და გადარჩეს ეს ახალგაზრდა...
ასჯერ მაინც მაქვს წაკითხული ეს ფსალმუნი, მაგრამ დღეს რომ  ვკითხულობდი, თითქოს პირველად აღვიქვი შინაარსი:
„ნუ  გეშინინ, რაჟამს გამდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდება მისი მისთანა“(48, 17-18) . თითქოს დღევანდელი ბიუჯეტის წურბელებზე და მათ ბატონზე დაუწერიათო...
სიმდიდრეს და ძალაუფლებას ბევრისთვის აურევია გონება და მათი ბოლო ყოველთვის ერთია -- მწარე დამარცხება.
შენ კი, თემირლან, საქართველოს ისტორიაში მუდამ დარჩები,  როგორც უმანკოდ დაღვრილი სისხლის მაგალითი.

11.01,19
12:26