Friday, March 8, 2024

სილვას მეთოდი

რობერტ სტოუნის ეს წიგნი დედაჩემმა თარგმნა რუსულიდან, ასე, ათი-თხუთმეტი წლის წინ. ერთგვარად, თავისუფალი თარგმანია.

გადავწყვიტე, თანდათან განვათავსო ჩემს ბლოგზე და პარალელურად,  დავდებ მის ფბ-გვერდზე.

დიდი მადლობა ქ-ნ თამარ ჩლაიძეს. მან დაიწყო ტექსტის აკრეფა. დანარჩენს, ავკრეფ, როგორც შევძლებ, და რედაქტირების შემდეგ, გამოვაქვეყნებ.

 

რობერტ სტოუნი(ხოზე სილვა)

დახმარების მიღება სულიერი სამყაროდან

სილვას მეთოდი

 

ნაწილი   I

კონტაქტის განვითარება

 

თავი 1

რა არის სულიერი სამყარო

– შემიძლია მივიღო დახმარება სულიერი სამყაროდან?

– რასაკვირველია.

– ღმერთისგან?

– დიახ, მაგრამ, ვიდრე გააკეთებდეთ რაიმე დასკვნს, უმჯობესია წაიკითხოთ რამდენიმე თავი.

– ნებისმიერს შეუძლია?

– ნებისმიერს.

– ახლავე?

– დიახ.

ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით სულიერ სამყაროზე.  ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი არსებობს. თქვენ და მე ვარსებობთ, ჩვენ ვართ რაღაც მიზეზის შედეგი. ეს მიზეზი არის, სწორედ, სულიერი სამყარო.

ერთხელ, ვკითხე ერთ სკეპტიკოსს:

  ვინ გეცოდებათ უფრო მეტად: ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ხილული დამხმარე, თუ ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს უხილავი დამხმარე?

ხილული დამხმარეს გარეშე მყოფი – იყო პასუხი.

თქვენც შეგეძლოთ ასე გეპასუხათ. მაგრამ, როდესაც გაივლით ამ წიგნით მოწოდებულ  სასწავლო კურსს, მიხვდებით, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს უხილავი დახმარება. თქვენ შეიგრძნობთ უხილავი სამყაროს ძლიერებას.

დიდი ხნის წინ, ერთმა ადამიანმა, ლელანი მელვილ ჯონსმა, გადაწყვიტა დაეწერა წიგნი ცისარტყელას შვილები, რომელიც შეეხებოდა ჰავაის მკურნალებს – კაუნას – იმაზე, თუ როგორ მართავენ ისინი ბუნებას. როდესაც ხელნაწერი მზად იყო, ძაღლმა დაფლითა ნაწერი, და ჯონსს მოუხდა წიგნის ხელახლა დაწერა. როგორც კი დაამთავრა წიგნზე მუშაობა მეორედ, მის სახლში გასკდა წყალსადენი მილი და ხელნაწერი კვლავ დაიღუპა. მესამედ, წერის დროს, ჯონსი მძიმედ ავად გახდა და მოუხდა მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, ვიდრე წიგნს გამოსცემდა. წიგნში ცისარტყელას შვილებიჯონსი მოუთხრობდა მკითხველს კაუნას საიდუმლოებებზე, და მათი ნაადრევი გამჟღავნება, შესაძლოა, საშიში ყოფილიყო. ამიტომ, ავტორის მცდელობა ხვდებოდა წინააღმდეგობას, უხილავი სამყაროდან, და წიგნი ვერ გამოქვეყნდა მანამდე, სანამ არ მოვიდა დრო.

ამ წიგნში მე არავითარ საიდუმლოს არ ვააშკარავებ, მხოლოდ ვამბობ შემოქმედებით ჭეშმარიტებათა შესახებ, რომლიც, ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. უხილავ მხარეს სურს, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ამ ჭეშმარიტებებს. ისინი არი უძველეს ჩინურ ფილოსოფიაში (აო), არის ინდურ უპანიშადებში, იუდაურ კაბალში, მუსლმანების ყურანში, ქრისტეს სახარების სიტყვებში. მხოლოდ, ეს ჭეშმარიტებანი არ ესმოდათ და ვერ ხვდებოდნენ. ჭეშმარიტებანი ახლაც არსებობს მათთვის, ვინც მზად არის მათ გასაგებად, ვინც ეძებს დახმარებას უხილავი სამყაროდან.

 

მოდის ახალი საუკუნე

 

ჩვენ შევდივართ ახალ საუკუნეში. ერთნი განსაზღვრავენ მას, როგორც დროს, როცა ჩვენ ვიქნებით უფრო შემოქმედნი. სხვები ამბობენ, რომ ეს იქნება გამოფხიზლების პერიოდი, ცნობიერების გაფართოების, რომელიც ხელს შეუწყობს ხილულ და უხილავ სამყაროთა დაახლოებას. დამიჯერეთ, ისინი ხლაც იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ შეგვიძლია შევეხოთ იმ მხარეს.

ჩემი კვლევ დასაწყისში,  თემაზე, როგორ გავააქტიუროთ დიდი გონების ნაწილი, ხალხი მთვლიდა გიჟად. ეს იყო 1944 წელს. იმხანად შეუძლებელი იყო ლაპარაკიც კი, გონების ძალაზე. მაშინაც კი, როცა სილვას მეთოდი უკვე დახვეწილი იყო და 1966 წელს მიეწოდა ფართო პუბლიკას, დადიოდა ხმები, რომ ეს ბოროტებაა.

დღეს, სილვას მეთოდმა მიაღწია მოწიფულობას. ის შედის ახალ საუკუნეში. სილვას მეთოდი გამდიდრებულია ფიზიკოსების აღმოჩენებით, რომლებიც აღწერენ სივრცეს, როგორც ინტელექტის ველს.

უკუბიოკავშირის აპარატურის მეშვეობით ჩატარებული გამოკვლევებით შესაძლებელი ხდება ტვინის აქტივობის გაზომვა და იმ ცვლილების დანახვა, რომლიც ხდება რელაქსაციის დროს – ეს კიდევ ერთი მეცნიერული ფაქტია, და ის ეთანხმება სილვას მიდგომას.

თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს როლის ახლებურად გაგების მეშვეობით სილვას მეთოდი აღიარებულია მსოფლიოს, თითქმის, ყველა ქვეყანაში, და მილიონობით ადამიანი წარმატებით იყენებს ამ მეთოდს.

გვეხმარება თუ არა სილვას მეთოდი უხილავ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში? არა, იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც ვართ მასთან კონტაქტში. გვაძლევს ის, რაიმე პრივილეგიას უხილავ სამყაროსთან ურთიერთობაში? არა, უხილავსამყაროს თვალში არავის აქვს პრივილეგიები. მაშ, რას აკეთებს სილვას მეთოდი?

უბრალორომ ვთქვათ, ის გვეხმარება ეფექტურად გამოვიყენოთ ბუნებრივი კონტაქტი უხილავ სამყაროსთან, იმისთვის, რომ ხილული მსოფლიო გავხადოთ უკეთესი.

უხილავი სამყაროს მიზანია შემოქმედება. შემოქმედი აგრძელებს ქმნას, და არა მხოლოდ გარე კოსმოსში, არამედ აქ, პლანეტა დედამიწაზე. ჩვენს პლანეტაზე არის კიდევ ბევრი პროცესი, რომლიც ფორმირების სტადიაში. დედამიწის მასები ნელ-ნელა გადაადგილდება; ვულკანებიდან ამოფრქვევ ლავა, რითაც ზრდება ხმელეთ; მიწისძვრებისგან ცვლება ხმელეთის ფორმა; ეროზია წარმოშობს საცხოვრებლად შესაფერის ვაკეს; ოკეანეებში ჩნდება ახალი კუნძულები.

მაგრამ ღმერთი შემოქმედებით პროცესში საჭიროებს ადამიანის დახმარებას, რომელსაც შეუძლია გემების, ავიალაინერების, ლოკომოტივების აგება; ტანსაცმელის, ავეჯის, სახლის მოდელირება. ადამიანი უნდა იყოს თანაავტორი კომპიუტერების, ენერგეტიკული წყაროების, მრეწველობის განვითარებაში.

შესაძლებელი, რომ „იქითა მხარეჩვენგან, ადამიანებისაგან ელოდება უფრო მეტ დახმარებას ახალ საუკუნეში. და ახალი საუკუნის ნაწილად გვევლინება სილვას მეთოდი.

 

თვალის გადავლება კულისებს მიღმა

 

ელენს თავს აბეზრებდა ზარებით ერთი უარყოფილი მოარშიყე. მას არაფრით შეეძლო ელენის პასუხის: არა-ს მიღება. ელენმა იყიდა ახალი ტელეფონი, გამომრთველით, რომ თაყვანისმცემელს ღამით არ შეეწუხებინა, მაგრამ, ის ურეკავდა სამუშაოზე, დასვენების დღეებში. ელენს არ მოსწონდა ყველაფერი ეს; ის უგზავნიდა ანონიმურ წერილებსაც.

ელენმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდება დახმარება, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა. ერთხელ, საღამოს, სამზარეულოს ალაგების შემდეგ, მან გაიფიქრა, რომ შეუძლია მიიღოს დახმარება იქითა მხრიდან. ის დაჯდა დივანზე, დახუჭა თვალები და  რამდენჯერმე ღრმა ჩასუნთქა. ერთი წუთის შემდეგ, ელენმა გაახილა თვალები, ის თავს გრძნობდა  მშვენივრად და იცოდა, რომ პრობლემა მოგვარებულია. ასე იყო – იმ მამაკაცს, ამის შემდეგ, აღარ შეუწუხება.

რა გააკეთა ელენმა ერთ წუთში? იგივე, რაც გააკეთა არტურმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ მისთვის აუცილებელია დახმარება იქითა მხრიდან ბინის მოძებნაში. მისი ხელშეკრულება,  დაქირავების შესახებ, იწურებოდა, თვის ბოლოს და მას განახლება არ შეეძლო, რადგან მეპატრონე აპირებდა ბინის გაყიდვას. არტური დაჯდა მოხერხებულ სკამზე, დახუჭა თვალები,  რამდენჯერმე ღრმა ჩასუნთქა. ერთი წუთის შემდეგ გაახილა თვალები და იგრძნო, მ ის ფლობს სიტუაციას, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც საჭიროა. ასეც მოხდა. მალე ამის შემდეგ მას დაურეკა  ახალმა მფლობელმა: მოხდა გაუთვალისწინებელი დაყოვნება,  და ამის გამო, ბინაში, მხოლოდ, ერთი წლის შემდეგ შეუძლია შესვლა. ხომ არ ისურვებდა არტური, რომ კიდევ ეცხოვრა ამ ბინაში?

რას აკეთებდნენ ელენი და არტური, მჯდომარენი, დახუჭული თვალებით? ლოცულობდნენ? არა, ყოველ შემთხვევაში, არა, ზოგადად მიღებული აზრით. მაგრამ ისინი დაუკავშირდნენ უხილავ სამყაროს  (იქითა მხარეს). შევიდნენ მასთან კონტაქტში, ტვინის ტალღების სიხშირის შემცირებით, რომ გაეაქტიურებინათ მარჯვენა ნახევარსფერო. სწორედ ის ემსახურება ჩვენს გასვლას შემოქმედებით სამეფოში და მ მეშვეობით ვიხსნებით მეორე მხარისათვის.

მაგრამ როგორ შეანელეს თავისი ტვინის ტაღები და გაააქტიურეს მარჯვენა ნახევარსფერო? როგორ გამოიყენეს ის, რომ მიეღოთ დაუყოვნებელი დახმარება უხილავი მხრიდან?

სილვას ოცდათორმეტსაათიანი სასწავლო კურსი უპასუხებს ამ კითხვებს. თქვენც, აგრეთვე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე და გაეცნოთ მეთოდს, რომელიც ელენისთვის  და არტურისთვის ასეთი სასარგებლო აღმოჩნდა. გჭირდებათ ეს? პასუხი მარტივია: რას ნიშნავს თქვენთვის დახმარების უხილავი საშუალებები? მეორე მხარე  გვევლინება, სწორედ, ასე დამხმარედ, და როცა ის თქვენთან არის, თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

 

 

რატომ გვჭირდება დახმარება მეორე მხრიდან

 

კაცობრიობამ, თავისი განვითარების გზაზე, სადღაც გადაუხვია, სხვა მხარეს. გზა დაგვებნა და ჩამოვშორდით ჩვენს სათავე. ჩვენ დაგვაგიპნოზა ფიზიკურმა სამყარომ. ჩვენი გრძნობები დომინირებენ ჩვენს ცხოვრებაზე. უმრავლესობისთვის არაფერი არსებობს ფიზიკური სამყაროს გარდა. ეს არის სამყარო სხეულებრივი ტკივილების, სხეულებრივი კმაყოფილების, სხეულის კომფორტის. ეს არის სამყარო ფიზიკური უნარის, ფიზიკური მხდველობის, სმენის, შეგრძნების, ყნოსვის.

ფიზიკურ სამყაროში ჩაძირვამ მიგვიყვანა მატერიალურად ორიენტირებულ ჩამოყალიბებამდე. ყოველი თაობა სულ უფრო მეტად ეკუთვნის ამ, ფიზიკურ, სამყაროს – და სულ უფრო ნაკლები პატივისცემითაა იმის მიმართ, რაც მხოლოდ ინტუიციით, წარმოსახვით, ან ვიზუალიზაციით შეიძლება დავინახოთ.

ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო გვევლინება ჩვენს გამოცილებად ფიზიკურის გარეთ მყოფ სამყაროში. ეს არის ჩვენი კავშირი მეორე მხარესთან, შემოქმედებით სამეფოსთან, სადაც ჩვენ განვიცდიდით ფორმირებას. რაც უფრო მეტად ვეფლობით ფიზიკურ სამყაროში, მით უფრო მეტა გადადის უკანა პლანზე მარჯვენა ნახევარსფეროს როლი, და  ჩვენ, აზროვნებისას, ვფიქრობთ მხოლოდ ლოგიკური, მარცხენა ნახევარსფეროთი.

ამჟამად, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, ჩვენთვის, არის  რუდიმენტული(ფუნქციადაკარგული) ორგანო. ეს ორგანო რ გვჭირდება ფიზიკურ სამყაროში საარსებოდ, ჩვენ წინ მივიწევთ მარცხენა ნახევარსფეროთი, ვართ რა ლოგიკურები და საქმიანი ადამიანები. მაგრამ, შემდეგ, ვიღაც გადაგვირბენს გზაზე, ჩვენი პოზიციები იწყებ რყევას და ვრჩებით უმუშევარი. გადაუხდელი ანგარიშები იზრდება. ვართ უფსკრულის პირას. ვლოცულობთ. არაფერი ხდება, და ვმკითხაობთ – რატომ? ჩვენ გვესაჭიროება დახმარება იქითა მხრიდან, მაგრამ, როცა ვითხოვთ, ჩვენი ყვირილი, თითქოს, არ ისმის, თითქოს, გადაჭრილია ტელეფონის სადენები.

კავშირი, მეორე მხარესთან“, არ არის გადაჭრილი, მაგრამ, ისეა, თითქოს, არ არის. მატერიალურ სამყაროზე კონცენტრირებით,  გამორთული გვყავს ჩვენ თავ მეორე მხრისგან. ჩვენი მარჯვენა ნახევარსფეროს კონტაქტი,  შემოქმედებით სამეფოსთან, შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ ეს კავშირი. ამ, ლოგიკურ, სამყაროში ჩვენ არასოდეს – ჩვრებიდან საფლავამდე –  გვასწავლიდნენ იმ მხარესთან კონტაქტისთვის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებას. მაგრამ, ყველაფერი იცვლება. იხსნება ახალი ჰორიზონტები, და სილვას მეთოდი შეძლებს აღმოჩნდეს თქვენი შანსი, მიიღოთ დახმარება, რომელიც გჭირდებათ.

 

როგორ მივიღოთ დახმარება მეორე მხრიდან

პატარა ნავს დაემუქრა უბედურება, ჰონოლულუს აღმოსავლეთის წყლებში. ის მიდიოდა კალიფორნიაში, როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ ნავში წყალი შედის. ეკიპაჟმა რადიოთი სთხოვა დახმარება სანაპირო დაცვას. საღამოს, ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ სანაპირო დაცვამ ვერ შეძლო დაბნელებამდე მიეღწია ნავამდე, ასე, რომ მაშველი სამუშაოები გადადებულია დილამდე.

ერთი ქალი, რომელიც უსმენდა რადიოს, მიხვდა, რომ ეს საზარელი ამბავი შეემთხვა ნავს, რომლითაც, იმ დილით, წავიდნენ მისი ვაჟიშვილები. მან, სასწრაფოდ, დაურეკა სილვას მეთოდის ადგილობრივ მასწავლებელს.

მან ჰკითხა:

– დღეს საღამოს შედგება კურსდამთავრებულთა ყოველთვიური შეკრება?

– დიახ, იგივე დროს, იმავე ადგილას – იყო პასუხი.

ის მოუყვა მასწავლებელს თავისი პრობლემის შესახებ.

– იქნებ კურსდამთავრებულები დამეხმარონ?

– აუცილებლად.

საღამოს შეხვედრას ესწრებოდა 30-მდე კაცი, მათ დახუჭეს თვალები და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეს. ერთი-ორი წუთის შემდეგ გაახილეს თვალები.

დილით, სანაპირო დაცვამ გამოაცხადა, რომ ნავი ვერ აღმოაჩინეს და შიშობენ, რომ მოხდა ყველაზე ცუდი რამ. დედამ იცოდა“, რომ ასე არ იყო. გადიოდა დღეები, არაფერი ისმოდა. მერვე დღეს მისმა შვილებმა დარეკეს კალიფორნიიდან. როგორაც უცნაურად, ნავში წყლის შესვლა თავისით შეწყდა, პირველივე საღამოს. ისე, რომ მოგზაურობამ ჩაიარა განსაკუთრებული თავგადასავლების გარეშე, თუ არ ჩავთვლით რადიოგადამცემის დაზიანებას.

შეადარეთ ეს ამბავი სხვა შემთხვევას, რომელიც გადახდა იმ ხალხს, რომლებიც სწავლობდნენ სილვას მეთოდს ჰავაიზე. რამდენიმე დღით ადრე, მათ ყოველთვიურ შეხვედრამდე, გაზეთებში დაიბეჭდა შავი შაშვების შემოსევის შესახებ, მერილენდის ერთ-ერთ საგრაფოში. რინველებმა გაანადგურეს ადგილობრივ ფერმებში ყოველგვარი სიმწვანე. იმისთვის, რომ ისინი დაეფრთხოთ, მცხოვრები ისროდნენ ჰაერში, ანთებდნენ კოცონებს, ღებულობდნენ სხვადასხვა ზომებს. არაფერი შველოდა.

– დავეხმაროთ მერილენდის საწყალ ფერმერებს შაშვებისგან განთავისუფლებაში – წამოაყენა წინადადება ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა.

– კარგი იდეა – ერთხმად დაეთანხმა ყველა.

დახუჭული თვალები, ღრმა ჩასუნთქვები.

მეორე დილი 6 სთ-ზე, ადგილობრივი დროით, ფრინველები გაფრინდნენ. ჰავაიზე, ამ დროს, იყო შუაღამე; გავიდა მხოლოდ ორი საათი, ს შემდ, რაც კურსდამთავრებულებმა იმუშავეს მოცემულ პრობლემაზე.

ნუთუ, არ გავს ერთმანეთს ეს ორი ამბავი? სიტუაციის წარმატებით გადაწყვეტის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს უბრალო დამთხვევა.

მეორე მხარის დახმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხშირად არ ემორჩილება ამ მხარის ლოგიკურ ახსნას. ამიტომ, ჩნდება სიტყვა დამთხვევა.

ნავი, რომელიც უცბად გარემონტდა, იმყოფებოდა მრავალი მილის მაძილზე, სილვას მეთოდის შემსწავლელ  კურსდამთავრებულთაგან. შავი შაშვები, მერილენდში, აგრეთვე, იმყოფებოდნენ ათასობით მილის მანძილზე, ჰავაელებისგან. არც პირველად და არც მეორე მანძილი არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი. მეორე მხარის დახმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ხშირად, არ ემორჩილება დროსა და სივრცეს. ოდესღაც, მეცნიერები თავს არიდებდენ მსგავს ამბებს. ახლა ეს შეუძლებელია! დღეს, ისინი, თვითონ აკვირდებიან, თუ ქვეყნის ერთ ნაწილში ატომის ნაწილაკებში მომხდარი ცვლილებები, როგორ იწვევ ცვლილებებს დედამიწის სფეროს მეორე მხარე ატომურ ნაწილაკებში.

 

რა არის სილვას მეთოდი

 

სილვას მეთოდ სხეულის და გონების მოდუნების საშუალებაა, რის შემდეგაც, ება ტვინის ტალღების სიხშირის შემცირება, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურება და პოზიტიურ რეზულტატამდე მისვლა.

მ მეთოდის გასაღებ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენება. მარჯვენა ნახევარსფერო მსოფლიო ინტელექტთან (შემოქმედებით წყაროსთან) შეხებისას, იწყებს თვითონ შემოქმედებას.

სადაც არსებობს პრობლემა, ის ქმნის გადაწყვეტას.

სადაც არსებობს ანომალია, ის ქმნის ნორმალიზაციას.

სადაც არსებობ კონფლიქტები, ის ქმნის ჰარმონიას.

ის არ არის ტრადიციული მედიტაცია. ის აქტიურია, დინამიურია. ის, რაც ხდება სამი ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ, არ არის აზრების გარეშე მდგომარეობა, რომელიც, ჩვეულებრივად, ასოცირდება ტრადიციულ მედიტაციასთან. ეს, უფრო მეტად, ღრმა აზროვნების მდგომარეობაა. სილვას მეთოდის გამოყენებისას, ყოველი ადამიანი აკონტროებს თავის გონებას, აიძულებს ჩაერთოს თავისი უმაღლესი მე-ს შემოქმედებითი ენერგია.

სილვას მეთოდი უნდა გავარჩიოთ ტრადიციული, პასიური მედიტაციისაგან, რომელსაც იყენებდნენ აღმოსავლეთის იოგები და გურუები. ობერტ ლეიხტმანი და კარლ ჯეიპიკსი აღწრენ მედიტაციის ალტერნატიულ სტილს თავის წიგნში აქტიური მედიტაცია: დასავლური ტრადიციები. აქტიური მედიტაცია, სილვას მეთოდისთვის, კარგი სახელწოდებაა. უკეთესი იქნებოდა დინამიური მედიტაცია. სიტყვა დინამიური ფლობს უფრო მეტ ენერგის. ის უფრო შემოქმედებითად ჟღერს. ამგვარად, სილვას მეთოდი დინამიური მედიტაციის ფორმაა. მაგრამ მედიტაცია ფართო, მეტად საერთო ტერმინია, რომელიც არ იძლევა მეთოდოლოგიის კონკრეტულ მიმართულებას. ამას გარდა, საზოგადოებაში დამკვიდრებულმა წარმოდგენამ მედიტაციაზე, როგორც პასიურ მენტალურ მდგომარეობაზე, ამ ტერმინის გამოყენებამ, თუნდაც,  დინამიური-ს დამატებით, შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა.

თქვენ დარწმუნდებით, რომ სილვას მეთოდი აზროვნების არარსებობა კი არა, სრული აზროვნებაა. სახელწოდება, გონების მართვა  ძალიან კარგად აღწერს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

სილვას მეთოდით გონების მართვა აღემატება სტანდარტულ მედიტაცია. ის  შემოწმებულ ხერხია გონების გამოყენებისას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა ნერვული უჯრედებისა, ან სხვა სიტყვებით, ინტელექტისა, ჩაერთოს მუშაობაში.

 

 

მეორე მხარე აღმოჩენილია

 

მე პრეტენზია არა მაქვს იმის ცოდნაზე, როგორ გამოიყურება, ან მუშაობს  მეორე მხარე (უხილავი სამყარო). რომ ვიცოდე კიდეც, არ მეყოფოდა სიტყვები მასზე სასაუბროდ; ჩვენი სიტყვები ხომ ფიზიკური სამყაროს აღწერისთვისაა და არა – ინტელექტისა და ენერგიისა.

თუმცა, მეცნიერები თავიანთი აღმოჩენების და მიღწევების აღწერისას, ცდილობენ გამოიყენონ ძველი ფიზიკის ჩარჩოები. ისინი ასკვნიან, რომ სივრცე არის არაფერი, ეს არაფერიკონტინუუმია(უწყვეტია), თავისი თვისებებით და მახასიათებლებით. ერთ-ერთ ისი თვისებათაგანია  ინტელექტი. ინტელექტი ავსებს ყოველგვარ სივრცეს, რომელიც შეიძლება იყოს მთელი სურათის მხოლოდ პატარა ნაწილი.

ამგვარად, ჩვენ – თქვენ და მე – ვართ ინტელექტით გარემოცულ სივრცეში. იქნებ, ჩვენი კანი და თავის ქალა გვაცალკევებენ ამ ინტელექტისგან და არ გვაძლევენ საშუალებას  ვისარგებლოთ, გამოვიყენოთ ის ?

პასუხი – არა.

როგორც უკვე ვთქვი, ადრე, ჩვენ ყველას შეგვიძლია მივწვდეთ ინტელექტს, მეორე მხარეს“. სწორედ, ამას ეძღვნება ამ წიგნის მომდევნო გვერდები. ეს ინტელექტი ვრცელდება ჩვენში და ჩენ ვწვდებით მას. ასე, რომ ის არის ჩვენში და –  ჩვენს გარეთ.

თუ ასეა, მაშ, სადღაა “მეორე მხარე”? ის არის ორი  მილის მანძილზე, აი, იმ გზაზე, წითელი ფარდულის იქით, ასევე, ორი მილის მანძილზე, საწინააღმდეგო მხარეს. ის არის იქ, და იქ და იქ, თუ მაპატიებთ, რომ გიჩვენებთ თითით. და კიდევ, იქ, ზევით და იქ, ქვევით.

ფაქტია, რომ ე.წ. მეორე მხარე არის ამ მხარეს, ყველგან, საიაც გაიხედავთ, მაგრამ, ის არის, აგრეთვე, იქ, სადაც თქვენ შეხედვა არ შეგიძლიათ. მეორე მხარე ის უსივრცო ადგილზე – ადგილზე, რომელსაც არ უკავია სივრცე და  დრო. არის ადგილი, სადაც შეიქმნა დრო  და სივრცე. ის არის შემოქმედებითი სამეფო. ის არის ფიზიკური სამყაროს იქითა მხარეს, იქ ვერც თვითმფრინავით  მიაღწევთ, ვერც კოსმოსური აპარატით. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას, თუ შესაფერისად გამოიყენებთ თქვენი ტვინის ორივე ნახევარს.

 

როგორ მივაღწიოთ ბალანსს ტვინის ნახევრსფეროებს შორის

 

დასავლეთ ვირჯინიის ერთ პატარა ქალაქში, სამეურნეო მაღაზიის პატრონს დომინირებული ჰქონდა ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. მან ინტუიციით იცოდა“, რას მოსთხოვდა მყიდველი. როცა მანქანას ამუხრუჭებდნენ მისი მაღაზიის წინ,  მყიდველი შედიოდა მაღაზიაში და მიდიოდა დახლთა, საღებავი, ლურსმნები და სალესავი უკვე უცდიდნენ მას.

– კიდევ გინდათ რამე? – ეკითხებოდა მფლობელი.

ნდაც, კიდევ რაღაც ყოფილიყო საჭირო, მყიდველი  იმდენად გაოგნებული იყო, რომ ვეღარც იხსენებდა. შედეგი: მაღაზიის მეპატრონემ ნახა ზარალი, რადგან მყდველების უმრავლესობას ერჩივნა გაევლო ათი მილით მეტი, სადაც საყიდლები არ იქნებოდა ასე გამაოგნებლად ნაწინასწარმეტველევი.

ამ ისტორიი მორალი ისაა, რომ ჩვენ შეიძლება შეგვექმნას პრობლემები, თუ მხოლოდ  ტვინის ერთ ნახევარსფეროს დავეყრდნობით, თუნდაც, შემოქმედებით მარჯვენა ნახევარსფეროს. როდესაც ჩვენთვის მუშაობს ორივე ნახევარსფერო, შეგვიძლია მივიღოთ დახმარება მეორე მხრიდან, რომელსაც მისაღები სახით გამოვიყენებთ ფიზიკურ სამყაროში. ბალანსის მიღწევისას, ჩვენ ვღებულობთ კარგ შედეგებს.

როდესაც  დაიწყებთ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებას, ინტრუქციის მიხედვით, რომელიც მოცემულია ამ წიგნში,  გახდებით წარმატებული, შეხვდებით თქვენთვის საჭირო ადამიანს, დაძლევთ პრობლემას, რომელიც დაუძლეველად გამოიყურება, გაგიელვებთ გენიალური მიხვედრილობები. მაგრამ, შეთვისებულმა უნარებმა შეიძლება ადვილად გადაგახვევინონ სწორი გზიდან, თუ არ იდგებით ფხებზე მყარად. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო იქნება თქვენთვის ღუზა.

სილვას მეთოდი გასწავლით, რომ მთავარია, ორივე სამყაროდან აიღოთ ყველაფერი საუკეთესო.

 

დახმარება მეორე მხრიდან შემოქმედებითი უნარების ასამაღლებლად

 

როდესაც  დაიწყებთ მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურებას, როგორც ეს აღწერილია მომდევნო თავში, როცა საჭირო იქნება, თქვენ შეიცნობ საგნებს, რომლს შეცნობას, თითქოს, ვერასდროს შეძლებდით.  ეს, შეიძლება მოგვეჩვენოს მიხვედრილობად, მაგრამ აღმოჩნდება საოცრად ზუსტი.

 როცა იყენებთ სილვას მეთოდს, თანდათან უფრო ითვისებთ მას. დროთა განმავლობაში,  აღარც დაგჭირდებათ სილვას მეთოდის სპეციფიკური ნაბიჯები, იმისათვის, რომ მიიღოთ აუცილებელი ინფორმაცია. ბუნებრივი გზით გახდებით დიდი შემოქმედი.

მაღაზიის პატრონი, რომელიც კითხულობს ამ წიგნს, ან ესწრება  სილვას მეთოდის სასწავლო მეცადინეობებს, გახდება გამომგონებელი, ასორტიმენტის განახლებაში, ზონიდან სეზონამდე. მას ეცოდინება, ზუსტად, რა საქონელი, და რა რაოდენობით, იქნება საჭირო, რომ მოიმარაგოს. ეს ცოდნა ხელს შეუწყობს საქონელბრუნვის ამაღლებას და მოგების გაზრდას, ის აგრეთვე, მოუტნს კმაყოფილებას მყიდველებსაც, რომელთათვისაც მაღაზიაში იქნება ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. მაღაზიის მფლობელი, არა მხოლოდ, გამოიმუშავბს მეტ ფულს, არამედ დაეხმარება სამყაროს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გაუმჯბესებაში.

ექიმი, ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა მუშაკი, შეძლებს დიაგნოზი დასვას უფრო ზუსტად, ვიდრე ნებისმიერმა ლაბორატორიულმა მოწყობილობამ. უფრო მეტიც, გაზრდილი სულიერება მიიყვანს სწრაფვის დაქვეითებამდე, რაც შეიძლება ჩქარა გამდიდრდეს“, და გაუზრდის სურვილს, კეთილად მოემსახუროს პაციენტს.

საუკეთესო შედეგი ექნება მეწარმეს, ოფიცერს, სახელმწიფოს მეთაურს.    

ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავით. გავააქტიუროთ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც გვაკავშირებს მეორე მხარესთან“.

ეს კავშირი, როდესაც მუშაობს თქვენთვის, მოგიტანთ უპირატესობებს, რომლებსაც თქვენ ვერ მიაღწევთ ახლანდელ მდგომარეობაში. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დაისახავთ. მანამდე, ჩვენ, ერთად, აუცილებლად, უნდა შევასრულოთ წინასწარი სამუშაოები. მე უნდა დავარწმუნო თქვენი მარცხენა  ნახევარსფერო იმაში, როგორი სასწაულებრივი შეძლია იყოს თქვენ მარჯვენა ნახევარსფერო. სხვაგვარად, ის გადაგეღობებათ გზაზე. მე ვაკეთებ ამას, ახლავე, ლოგიკური ფაქტების მოშველიებით, რომლებსაც მოითხოვს თქვენი მარცხენა ნახევარსფერო. წითელი შუქი თითქმის მზადაა შეიცვალოს მწვანით. როდესაც ეს მოხდება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ახალ, უფრო შემოქმედებით ცხოვრებაში.

 

ვარჯიშები  სილვას მეთოდით

 

წარმატებული რომ იყოთ, სილვას მეთოდის შესწავლაში, არ არის აუცილებელი ფლობდეთ მათემატიკურ ანალიზს.  შესაძლოა, არ იცოდეთ არითმეტიკაც კი. რაც აუცილებელია, ეს არის იცოდეთ თვლა. შეიძლება არ იყოთ ლიტერატურის მცოდნე, ან პოეზიის მოყვარული, თქვენ გჭირდებათ იცოდეთ ყურადღებით კითხვა. ფორმალური განათლება არ წარმოადგენს წინაპირობას სილვას მეთოდის დაუფლებისთვის. ერთადერთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც აუცილებელია, ნებისმიერ მეცადინეობაზე, არის წარმოსახვის უნარი. წარმოსახვა ყველას შეგვიძლია. ვარჯიშები, რომლებიც გელი თქვენ,  არის მოდუნების ხერხი და ეფექტური წარმოსახვის გამოყენება.

დასაწყისში, ეს ვარჯიშები სრულდება დახუჭული თვალებით, მოგვიანებით თქვენ მიაღწევთ, მეორე მხრიდან დახმარების მიღებას, ღია თვალებითაც. თვალდახუჭული მოდუნებით, რელაქსაციის სტანდარტული ხერხების გამოყენებით და დაუმატებთ ტექნიკას, რაც, მხოლოდ, სილვას მეთოდს ახასიათებს. როდესაც  მოდუნებით, წინადადებას მოგცემენ მისცეთ თქვენს თავს ვერბალური ბრძანებები, ან აზრით წარმოიდგინოთ რაღაც. ვარჯიშს დაამთავრებთ წაღმა დათვლით, პოზიციური ინსტრუქციებით და გაახელთ თვალებს.

სილვას მეთოდი შეიძლება მოგეჩენოთ მარტივად, მაგრამ, კულისებს იქით მუშაობს ძლიერი ტექნიკა; მარტივმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შედეგი.

ახლა, მოკლედ გეტყვით, რა  გაკავშირებ  მეორე მხარესთან, სრულ ახსნას კი, იხილავთ  შემდეგ თავებში. სხეულის მოდუნებით გეძლევა შესაძლებლობა მოადუნოთ გონება და შეანელოთ ტვინის ტალღების სიხშირე. ტვინის ტალღების სიხშირის  შენელებით განახევრებამდე, ვიდრე სიფხიზლის დროს, ნორმალურ დონეზე გვაქვს, თქვენ ამაღლებთ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტიურობის დონეს, რომელიც უტოლდება მარცხენა ნახევარსფეროს აქტივობას. როდესაც ორივე ნახევარსფერო აქტიურია, შესაძლებელია გონების გადაპროგრამირება შეგნებულად და მიზანდასახულად, ისე, როგორც კომპიუტერისა. თქვენი კომპიუტერის პროგრამირებისთვის და გონების მართვისთვის, იყენებთ  აზრობრივ სახეებს. აზრობრივი სახეების შექმნა, წარმოსახვით და ვიზუალიზაციით, მარჯვენა ნახევარსფეროს საქმეა: ის უკავშირდებაიქითა მხარეს. შემდეგ, თქვენი მენტალური კომპიუტერი შედის კონტაქტში ე.წ. დიდ კომპიუტერთან, და თქვენი საჭიროება შესმენილია“, მიღებულია უმაღლესი მე-ს მიერ, და თვენი მოთხოვნა კმაყოფილდება.

აი, ასე მუშაობს ეს. ასე მუშაობდა, მას შემდეგ, რაც ადამიანი მოვიდა დედამიწაზე, მაგრამ, სადღაც გზაზე, განვითარებისა, დავკარგეთ ეს მარტივი ფორმულა, ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ დავამყაროთ კონტაქტი. სილვას მეთოდით ვარჯიშები გვაძლევ ხელში ამ ფორმულას.

ამ წიგნის უბრალოდ წაკითხვა საკმარისი არ არის. თქვენ უნდა შეისწავლოთ სილვას მეთოდი, გახადოთ თქვენი ცხოვრების ნაწილად. გზის შემოკლება არ შეიძლება. თქვენ უნდა შეგნებულად შეისწავლოთ და დაამუშაოთ ეს ვარჯიშები. ყოველი მათგანი, შემდეგ ვარჯიშთან მისასვლელი ხიდია. ეს ნაბიჯ- ნაბიჯ გასავლელი პროცესია.

მეორე მხარესთან კონტაქტი მთების იქით არ არის – რამდენიმე მენტალური ნაბიჯი, და თქვენ უკვე იქ ხართ. სიკეთეები დაიწყება, თითქმის, დაუყოვნებლივ. რაც  უფრო ხშირად გამოიყენებთ კონტაქტს, მით მეტ სარგებლობას მოგიტანთ ის.

მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც თავის ცხოვრებას მიიჩნევდნენ ჯოჯოხეთად და, ისეთი საოცარი ცვლილებები განიცადეს, რომ ახლა ცხოვრობენ წყნარად და ბედნიერად. ისეთებიც შემხვედრია, რომლებსაც იქითა მხარის ხსენბისას ხელი ჩაუქნევიათ და წასულა. როდესაც ამ წიგნს ვწერდი, უკვე რვა მილიონმა ადამიანმა დაამყარა კავშირი იმ მხარესთან სილვას მეთოდით. მე გთავაზობთ, თქვენც შეუერთდეთ მათ, გაიხსნათ თქვენი უმღლესი მე-ს წინაშე და მისცეთ მეორე მხარეს საშუალება ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში.

 

თავი 2

 

მეორე მხრიდან როგორი დახმარებაა თქვენთვის მნიშვნელოვანი

 

დედამიწის სრულყოფა წააწყდა წინააღმდეგობას. ჰაერი ჭუჭყიანდება, წყალი იწამლება, ნიადაგი იჟღინთება შხამიანი ქიმიკატებით. შედეგად, ფლორსა და ფაუნის ბევრი სახეობა განადგურდა ან გაქრობის საშიშროებაშია. წინააღმდეგობად გადაიქცა თვითონ კაცობრიობა, რომელიც მოწოდებული ყო, რომ ეხელმძღვანელა შემოქმედებითი პროცესისთვის, ჩვენს პლანეტაზე. ჩვენ დესტრუქციულ ზემოქმედებას ვახდენთ, არა მარტო პლანეტაზე, არამედ, ჩვენს თავზეც.  ვაჭუჭყიანებთ  ჩვენს აზროვნებას, დანულების, ძალადობის და მკვლელობის სურათებით.

როდის დაიწყო ეს?  როგორ შევაჩეროთ? მსგავსი შეკითხვები, თითქოს, ეხება უფრო მთელ საზოგადოებას, ვიდრე კონკრეტულ ადამიანს. მაგრამ, ხლა დაინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია პასუხი თქვენი ამწუთიერი მდგომარეობისთვის – თქვენი წარმატების, თქვენი ჯანმრთელობის, თქვენი ბედნიერებისთვის.

ნგრევა დაიწყო, როდესაც ადამიანი გახდა ექსცენტრული, იგულისხმება არა უცნაური, არამედ ცენტრის გარეთ მყოფი. როგორც უკვე ითქვა,

ადამიანის ტვინი შედგება ორი ნახევარსფეროსაგან. მარცხენა ნახევარსფერო უფრო აღიქვამს მატერიალურ სამყაროს, მარჯვენა კი – არამატერიალურ სამეფოს. ჩვენგან, მხოლოდ,  ათი პროცენტი აზროვნებს ბალანსირებულად, იყენებს ორივე ნახევარსფეროს. დანარჩენი 90% ყრდნობა მხოლოდ მარცხენა ნახევარსფერო, თითქმის, იგნორირებას უკეთებს მარჯვენას. ამიტომ, მთელი აზროვნება ადამიანისა, წანაცვლებულია ცენტრიდან – ის ექსცენტრულია.

მარცხენა და მაჯვენა ნახევარსფეროებს შორის განსხვავება ტვინის ტალღების სიხშირეში. ფიზიკური სამყაროს აზროვნება ხორციელდება ოცი ციკლით წამში. როდესაც თქვენ აკეთებთ  აზროვნების  ცენტრირებას ათ ციკლზე წამში,  ათანაბრებთ ნახევარსფეროების აქტივობას.

ექსცენტრული აზროვნება მოკლებულია სულიერ დახმარებას, ცენტრირებული, იყენებს მის დახმარებას.

ამგვარად, კაცობრიობა  თავისი აზროვნებით, გადახრილი ცენტრიდან, ემუქრება განადგურებით თავის თავს და მთელ პლანეტას. როგორ ეშველება ამას?

ყველაფერი დადგება თავის ადგლზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ დახმარებას მეორე მხრიდან. ეს, იმ ადამიანისთვის მოხდება უფრო მალე, რომელიც გააქტიურებსმეორე მხარესთან“ დამაკავშირებელ, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს.

იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტი ადამიანის გონება იქნება ცენტრირებული, იმდენად შეიცვლება მასობრივ ცნობიერება, აგრეთვე, კიბერნეტიკულ ეფექტ, რომელიც აჩქარებს ცვლილებებს ექსპონენციალურად. ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და განვკურნოთ ჩვენი თავი.

 

როგორ გავხდეთ ნაკლებად დესტრუქციული და მეტად შემოქმედი

 

საშუალო ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს სიხშირის დიაპაზონში ერთიდან ოც ციკლამდე, წამში: ოცი ციკლი მღვიძარე მდგომარეობაში, ერთიდან ოთხამდე ციკლი, ძილში და ძალიან იშვიათად, შუალედურ სიხშირეებზე, დაძინებისას და გაღვიძებისას.

სწორედ, საშუალედო სიხშირეები უზრუნველყოფ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს შეგნებულ გამოყენებას, ჩვენს სულიერ კავშირს. აზროვნებისთვის იდეალური სიხშირე მდებარეობს სიხშირის სპექტრის ცენტრში და შეადგენს ათ ციკლს წამში. სწორედ ამ სიდიდეს უწოდებენ მეცნიერები ალფა-დონეს ან ალფა-მდგომარეობას.

ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ და აანალიზებენ  თავიანთ პრობლემებს   ამ დონეზე  ცენტრირებით, ღებულობენ დახმარებას იქითა მხრიდან. მათი ცნობიერება უკავშირდება უმაღლეს გონებას. როდესაც ისინი ღებულობენ პასუხს, მაშინაც კი, თუ ის მოდის მიხვედრის ფორმით, იმის  ალბათობა, რომ ის სწორია, მრავალჯერადად აღემატება შეცდომის ალბათობას. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ადამიანები ღებულობენ ღვთიურ შთაგონებას, ან მოქმედებენ ინსტიქტურად ან ინტუიციით. ისინი მუშაობენ შემოქმედებისთვის სასარგებლოდ, და არა, მის საწინააღმდეგო. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანები ღმერთის პარტნიორები არიან, იმიტომ, რომ ისინი ეხმარებიან ღმერთს და ღმერთიც ეხმარება მათ. ისნი ღებულობენ დახმარებას იქითა მხრიდან უკვე მხოლოდ იმიტომ, რომ იმყოფებიან  ალფა დონეზე.

ბევრ თქვენგანს შეიძლება გული გაუტყდეს  კონტაქტის სიმარტივით. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ერჩივნა გაეგონა, როგორ მოქმედებენ ლოცვები, როდესაც თქვენ სწირავთ ეკლესიას ფულს, ან როდესაც ხელისგულები გიჭირავთ განსაზღვრული წესით, ან ინათლებით, ან ინანიებთ ცოდვებს. თუ რომელიმეს, ზემოთჩამოთვლილიდა,ნ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ მოცემული მოქმედება აუცილებელი იქნება დამატებით იმისთვის, რომ გადახვიდეთ  ალფა დონეზე. ეს დამატებითი ნაბიჯები აუმჯობესებენ თქვენს კონტაქტს. სილვას მეთოდი  რელიგიებთან კონფლიქტში არ არის და არ ეწინააღმდეგება მათ. სილვას მეთოდი, უბრალოდ, თქვენთვის მისაწვდომს ხდის სულიერ სამყაროს.

უნდა ვაღიაროთ ჩვენი სიახლოვე ღმერთთან და უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფრისკენ, რაც განამტკიცებს ამ სიახლოვეს. ძალიან მძიმეა ღმერთისგან მოწყვეტილად ცხოვრება.

 

იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ

 

სიდნი ვ. დიდი  ხანია იყენებდა სილვას მეთოდს. მან იცოდა, რომ საკუთარ თავთან კეთილგანწყობის შენარჩუნებახელს უწყობს ეს  მეთოდი: მოდუნება და სახეების შექმნა. სიდნი იყო ბუღალტერი საკუთარი მშვენიერი პრაქტიკით, მაგრამ მუშაობისას გრძნობა სიცაიეეს,  ბიზნესის სამყაროში თავს გრძნობდა უცხოდ, და შემთხვევით მოხვედრილად. სიდნის ესმოდა, რომ რაღაც უფრო მეტი უნდა აკეთოს, ვიდრე იმუშაოს ციფრებთან. სურდა გამხდარიყო შემოქმედი.

სიდნიმ გადაწყვიტა გამოეყენებინა სილვას მეთოდის  ტექნიკა, რომელიც ცნობილია სახელით სულის სარკე”. მან მოადუნა სხეული და გონება, როგორც მას ასწავლეს, და გააკეთა პრობლემის ვიზუალიზაცია ლურჯ ჩარჩოიან სარკეში. მან დაინახა თავისი თავი, როგორ ასრულებს კარგად სამუშაოს, მაგრამ, უკმაყოფილოა. შემდეგ მან შეცვალა სარკის ჩარჩო თეთრით და  გააკეთა იმ მიზნის ვიზუალიზაცია, რომლის მიღწევაც სურდა: საქმიანობის უფრო ფართო დიაპაზონი და მეტი დაკმაყოფილება. მთელმა ამ პროცედურამ დაიკავა სამ წუთზე ნაკლები, მომდევნო დღეებში, როცა ის გრძნობდა თავისი სამუშაოს უაზრობას, ის, სასწრაფოდ, წარმოიდგენდა სარკეს, თეთრ ჩარჩოში და პრობლემის გადაწყვეტის სახეს, რომელიც მან გამოიყენა.

ერთი კვირის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა წინადადება მისცა მას, დაეარსებინათ წარმოება, რომელიც ქალაქში ახალ სამომხმარებლო პროდუქციას შემოიტანდა. ეს იყო შემოქმედებითი პროექტი, რომელიც მოითხოვდა, არა მარტო ბუღალტერიის ცოდნას, არამედ, აგრეთვე, ინოვაციური მარკეტინგული საქმიანობის უნარსაც. სიდნი დათანხმდა და, დროთა განმავლობაში, მიაღწია ფართ ვაჭრობას, ბევრად უფრო მეტს, ვიდრე პირველ წილზე ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახალმა საქმემ მოუტანა მას სიხარული, მან იგრძნო ენერგიის მოზღვავება და კვლავ გაუჩნდა ცხოვრების ინტერესი.

იყო თუ არა კავშირი სიდნის მიერ მოწყობილ აზრობრივ  გამოსახულებასა და კლიენტის წინადადებას შორის?

სკეპტიკოსები იტყვიან: დამთხვევაა. ჩვენ, სილვას მეთოდის მიმდევრები ბევრ ასეთ ბედნიერ დამთხვევას ვხვდებით ცხოვრებაში და მათ ვღებულობთ, როგორც ღმრთის საჩუქარს, რომელზეც მან წარწერა არ გააკეთა.

 

გონების მართვა შედეგის მისაღწევად

 

ტვინი შეიცავს 30 მილიარდ ნეირონს. ყოველი ნეირონი წარმოადგენს ატომების ერთბლიობას, რომლებიც მუშაობ  კომპიუტერის კომპონენტების მსგავსად. თქვენ ფლობთ ჩაშენებულ კომპიუტერს, რომელიც აღემატება ადამიანის ხელით შექმნილ ნებისმიერ მოწყობილობას. ოფისების კომპუტერების უმრავლესობას შეუძლია დაუკავშირდეს გარე კომპიუტერულ სისტემებს და მიიღოს იქიდან უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, დამატებით საკუთარ მათემატიკურ უზრუნველყოფასთან ერთად. ჩვენს მენტალურ ომპუტერს შეუძლია იგივე გაკეთოს, როცა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს საშუალებით უკავშირდება დიდ კომპიუტერს, რომელიც გვაკავშირებს უმაღლეს ინტელექტთან. თუ მარჯვენა ნახევარსფერო არ მუშაობს – არ არის კავშირი დიდ კომპიუტერთან.

როდესაც ბუღალტერი სიდნი სილვას მეთოდით დუნდებოდა და ქმნიდა წარმოსახვებს, ის ამუშავებდა ორივე ნახევარსფეროს. ლურჯ ჩარჩოიან სარკეში  –  პრობლემის და თეთრ ჩარჩოიან სარკეში  პრობლემის გადაწყვეტის ვიზუალიზაციისას. მისი მენტალური კომპიუტერი უსწრაფესად უკავშირდებოდა დიდ კომპიუტერს, რომელიც ღებულობდა ინფორმაციას  სხვა  უამრავი  კომპიუტერისგან და ამგვარად შეძლო პრობლემის გადაწყვეტის პოვნა. შედეგად, სიდნიმ მიიღო დახმარება მეორე მხრიდან.

თუ ამ წიგნში დავიწყებთ კომპიუტერული ენის (ტერმინების) გამოყენებას, ბევრი მკითხველი ხელებს გააქნევს. კომპიუტერულ სამყაროს გაჩნია საკუთარი ენა, რომელიც ყოველთვის არ არის გასაგები გარეშე პირთათვის. ფილოსოფოსებსაც აქვთ საკუთარი ენა, მღვდლებსაც, მეცნიერებსაც. ყველა ეს ენა სხვადასხვა ფორმაა ერთსა და იმავეს    გამოსათქმელად.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველ მათგანს  ჩვენ ვაძლევთ ერთნაირ შეკითხვას: როგორ მივიღოთ დახმარება მეორე მხრიდან? რას გვიპასუხებდნენ ისინი?

ფილოსოფოსს შეეძლო ეთქვა: შეუსაბამეთ თქვენი ინტელექტი უმაღლეს გონს.

მღვდელი იტყოდა: იკითხეთ წმინდა წერილები და ილოცეთ.

მეცნიერს შეეძლო ეთქვა: გაააქტიურეთ ტვინის მარჯვენა ნახევარსერო, რომ შეხვიდეთ კონტაქტში მორფოგენურ ველთან.

სინამდვილეში, სამივემ თქვა ერთი და იგივე რამ. თქვენ, მკითხველო, ჩამოთვლილი პასუხებიდან შეიძლება, ერთი უფრო გასაგებად  მოგეჩვენოთ, ვიდრე დანარჩენები. როგორ დაგაკმაყოფილოთ მე, თქვენ ყველა? როგორ ვილაპარო მე, ყველა ენაზე ერთდროულად?

ინსტრუქციები, რომლებიც გადმოცემულია ამ წიგნში, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე უნდა ვილაპარაკო გასაგებ ენაზე. ამიტომ, გამოვიყენებ ფილოსოფიურ, რელიგიურ და მეცნიერულ ტერმინებს შენაცვლებით. ზოგიერთ მკითხველს შეიძლება უფრო მოსწონს ტერმინი ღმერთი, ვიდრე უმაღლესი ინტელექტი, ან უმაღლესი ინტელექტი“, ვიდრე მორფოგენური ველი. თუკი მე გამოვიყენებ იმ ტერმინს, მოცემულ კონტექსტში, რომელიც უფრო მოხერხებული იქნება, თქვენ თანდათან მიეჩვევით სამივეს.

ამგვარად, სხვადასხვა ტერმინოლოგის ასეთი გამოყენება დაგეხმარებათ ადვილად მიიღოთ დახმარება მეორე მხრიდან. ამის მიზეზია ის, რომ აყოფა, განსხვავება, პოლარულობა დამახასიათებელია თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთვის. მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც დამაკავშირებელია მეორე მხარესთან,  არ განსხვავებს. ის ხედავს არსს. ყველა მოჩვენებით განსხვავებას აქვს საერთო მნიშვნელი, ხოლო სხვადასხვაობას – ერთიანობა.

განსხვავებების მიმართ თუ გავხდებით უფრო დამთმობნი,  ვიქნებით ჩვენი მენტალური კომპიუტერის საუკეთესო ოპერატორები, უფრო ზუსტად ავეწყობით უმაღლეს ინტელექტთან და უფრო ახლოს ვიქნებით ღმერთთან.

 

როგორ გავააქტიუროთ მარჯვენა ნახევარსფერო

 

ყველა ადამიანს რომ ჰქონოდა უფრო მეტი ოლისტიური(ერთიანი) აღქმა საგნებისა, წარმოედგინათ პლანეტა დედამიწა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, სადაც, ყოველი შემადგენელი ნაწილი აუცილებელია, მთელის კეთილდღეობისთვის, მსოფლიოში  შემცირდებოდა დაძაბულობა, აღდგებოდა ბალანსი და ჰარმონია ხალხთა შორის, და ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობაში. გარდა უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებისა, ჩვენ მივიდოდით ადამიანთა ღრმა ნათესაური კავშირი გაგებამდე და ვიქნებოდით დიდი სულიერების მატარებელნი. პლანეტა დედამიწა შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხე.  შეძლოა, თქვენ მკითხოთ: როგორ უნდა დაიწყოს ეს ცვლილება? პასუხი მარტივია: ის იწყება თქვენით. როდესაც თქვენ ადუნებთ თქვენს სხეულს, ამშვიდებთ თქვენს გონებას და ფიქრით ახდენთ ცვლილებებს, რომელთა განხორიელებაც გსურდათ თქვენს ცხოვრებაში, მაშინ სასურველი სრულდება, თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი იცვლება. სრულდება თქვენი მოლოდინი, იზრდება რწმენა საკუთარ თავისადმი, და ეს გაქეზებთ თქვენ ისწრაფოთ შემდეგი გაუმჯობესებისაკენ. თქვენ დუნდებით და წარმოისახავთ სასურველს, და ცვლილებები ხვლავ ხდება.

მოლოდინი და რწმენა წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია. რაც უფრო დიდია თქვენი მოლოდინი და მტკიცეა რწმენა,  მით უფრო მაღალია, მეორე მხრიდან დახმარების მიღების ლბათობა. მოლოდინისა და რწმენის უქონლობა – თქვენი მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობის შედეგი, რომელიც ცდილობს დაგამორჩილოთ  ფიზიკური სამყაროს შეზღუდვებს. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო  გეუბნებათ: ეს შეუძლებელია მოხდეს, რადგან ეს არალოგიკურია.

როდესაც თქვენს მენტალურ კომპიუტერს აძლევთ ბრძანებას: ჩაერთე , ის იწყებს მუშაობას. როდესაც თქვენ ეუბნებით მას გაჩერდი, ის ჩერდება. რწმენის უქონლობა, ეს არის ბრძანება გაჩერდი. თუ ჩვენ, აზროვნების პროცესში, უფრო მეტად გამოვიყენებთ მარჯვენა ნახევარსფეროს, მაშინ მარცხენა ნახევარსფერო უფრო იშვიათად, და ნაკლები სიძლიერით, გადაგვეღობება გზაზე. მაშინ, გვაქვს მეტი შესაძლებლობა  ავმაღლდეთ ლოგიკურ შეხედულბაზე და მივაღწიოთ მიზანს, მიღოთ ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობეებდახმარება, ჩვენი გაფურჩქვნის და ბედნიერების უზრუნველსაყოფად. ხლა, თქვენ უკვე  შეგიძლიათ მიხვდეთ, როგორ მოდის ეს დახმარება მეორე მხრიდან.

 

როგორ მოდის თქვენთან მეორე მხრიდან დახმარება

სამოციანი წლების დასაწყისში, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე საზოგადოებას წარუდგენდი სილვას მეთოდს, ჩემმა გამოკვლევებმა გამომფიტა, როგორც ფინანსურად, ისე სულიერად. ერთხელ ღამით, დაძინებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, თავში სინათლის მკვეთრმა ნათებამ გამომაღვიძა. მე დავინახე სინათლით გაცისკროვნებული ციფრების ორი კრებული ერთი მეორის ქვეშ: ზემოთ 3-4-3 და მის ქვეშ 3-7-3. წარმომიდგა, აგრეთვე, ქრისტეს სახე და ოდესღაც წაკითხული ანონიმური ტრაქტატის – ერთადერთი სიცოცხლე – შთაბეჭდილებით შექმნილი სურათი. ეს იყო ამაღელვებელი აღწერა იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სიცოცხლემ მოახდინოს გავლენა ბევრზე.

სილვას მეთოდის ნაწილს წარმოადგენს, მეორე მხრიდან პასუხის მიღება სიზმარში, რომელიც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, გაიგოთ და გამოიყენოთ პრობლემის გადასაწყვეტად, ამიტომ, ძალიან დამაინტერესა ამ სიზმრის მნიშვნელობამ.

მთელი მეორე დღე ვფიქრობდი სიზმარში ნანახი ციფრების მნიშვნელობაზე. იქნებ, უნდა დამერეკა ამ ნომრის ტელეფონზე, ან დავკავშირებოდი ამ ნომრის მქონე მანქანის მძღოლს? ვეძებდი ამ ციფრებს ყველგან, მაგრამ ამაოდ.

როდესაც საღამოს 8.45-ზე მე უკვე დავკეტე ჩემი პატარა დუქანი ლარედოში (ტეასის შტატი), გზის მეორე მხარეს მდებარე ჩვენი სახლიდან მოვიდა ჩემი ცოლი.

ხოზე, თუ გამოძახებით გაემგზავრები მდინარის გაღმა, უევო-ლარედოში(მდებარეობს მექსიკაში), მიყიდე ერთი ბოთლი სამედიცინო სპირტი.

– ძვირფასო  ვუპასუხე მე – არა მაქვს გამოძახებები საზღვარგარეთიდან, მაგრამ, მე მაინც გავემგზავრები და მოგიტან სპირტს.

ამ დროს, მაღაზიაში შემოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც დამთანხმდა წამოსულიყო ჩემთან ერთად. გზაში ვუამბე ჩემი სიზმარი. ისიც დაინტერესებული იყო გონების ძალით, სე, რომ არ ჩამთვლიდა გიჟად.

– მექსიკაში თამაშდება ლატარეა – გამახსენა მან – შევიაროთ მათ კანტორაში

– რას ვკარგავთ? – დავეთანხმე მე.

ჩვენ გავჩერდით ლატარეის ოფისის წინ. დაკეტილა ცხრა საათზე, ისე, რომ დავაგვიანეთ, რამდენიმე წუთით. შემდეგ, წავედით მაღაზიაში სპირტისთვის. სანამ მე ვყიდულობდი სპირტს, ჩემი მეგობარი მაღაზიაში ბოდიალის დროს წააწყდა ლაარიის ბილეთების შეკვრას, რომელიც თოკზე ეკიდა.

– რა ციფრები ნახე შენ სიზმარში? – მკითხა მან.

– 3-4-3 და 3-7-3

– 3-4-3 არის!

– დამცინი? – წამოვიძახე და მივირბინე მასთან. მართლაც, ასე იყო. ვიყიდე ეს ბილეთი. იმ თოკზე რჩებოდა კიდევ ხუთი ბილეთი. ციფრები 3-7-3 ვერ ვიპოვნე. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ მოვიგე. სახლში დავბრუნდი 10.000 დოლარით, გადასახადების გადახდის შემდეგ.

გაადევნეთ თვალი მომხდარ ამბებს, რომელმაც მიმიყვანა სიზმარში ნანახ ნომერთან. როგორ იყო  გაანგარიშებული დრო! რამდენი დამთხვევა!

ლატარიაში მოგებამ აღადგინა ჩემი ფინანსები და გამაძლიერა სულიერად. ეს იყო დახმარება მეორე მხრიდან“, ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე.

ზოგჯერ დახმარება მეორე მხრიდან მოდის უფრო სწრაფად. ის შეიძლება იყოს უფრო დახვეწილი და ნაკლებად, აშკარა. დახმარება შეიძლება მოვიდეს პირდაპირ, თქვენი ოჯახის წევრისგან, ან სრულიად უცნობი ადამიანისგან. ის შეიძლება ამოცურდეს ოკეანიდან ან მოიტანოს ქარის დაბერვამ.

ერთ-ერთ ცხელ დღეს, ოთხი პატარა ბავშვის დედა, ქვრივი ქალი, იძულებული იყო ბავშვებისთვის უარი ეთქვა ზღვაზე წაყვანაზე, რადგან ვერ შეძლო ავტობუსის ბილეთის ყიდვა. ხუთი წუთის შემდეგ ერთ-ერთმა პატარამ მირბინა დედასთან:

– უყურე, დედა, ეს ეხლა მოიტანა ქარმა – თქვა მან და გაუწოდა დედას ხუთდოლარიანი ბილეთი. აი, კიდევ ერთი მაგალითი მეორე მხრიდან დახმარებისა.

ხლა, გთხოვთ, გადადოთ წიგნი, დატკბეთ რამდენიმე წუთით დასვენებით, სტრესისგან განთავისუფლებით. დახუჭავთ თვალებს, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქავთ და პასიური სცენის ვიზუალიზაციას გააკეთებთ. ამით თქვენ ააქტიურებთ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს. თქვენი კავშირი მეორე მხარესთან“, შემოქმედებით სამეფოსთან და სიცოცხლის ძალასთან, გაძლიერდება. როდესაც თვალებს გაახელთ თავს იგრძნობთ უკეთესად, ვიდრე ახლა. შეიგრძნობთ, რომ სხეული შეივსო ახალი ძალებით და ახალგაზრდობით.

აი, აუცილებელი მოქმედებების ჩამონათვალი. ჯერ წაიკითხეთ:

1.    დაჯექით მოხერხებულად;

2.    დახუჭეთ თვალები;

3.    ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქვისას მოადუნეთ სხეული;

4.    წარმოიდგინეთ მშვიდობიანი სცენა, რომელიც თქვენთვის სილამაზის და სიმშვიდის იდეალს წარმოადგენს – სანაპირო, მინდორი, ხე – და წარმოიდგინეთ თქვენი თავი, იქ, ერთი ან ორი წუთით;.

5.    უთხარით საკუთარ თავს, რომ როდესაც გაახელთ თვალებს, თავს იგრძნობთ მშვენივრად, მხნედ და უკეთესად ვიდრე უწინ;

6.    გაახილეთ თვალები.

გადაიკითხეთ ეს ექვსი ნაბიჯი კიდევ. ხვდებით, რამდენად მარტივი და ბუნებრივია? პირველი სამი, არის ის, რასაც შვრება ადამიანების უმრავლესობა, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებული. ბოლო სამი – წარმოსახვის ტიპიური ფორმაა.

მზად ხართ? ეხლა გადადეთ წიგნი და გააკეთეთ ეს.                  

 

                       *      *      *      *

თქვენ, ახლა, გადადგით პირველი ნაბიჯი მეორე მხარესთან“ შესახვედრად. რაც უფრო უახლოვდებით მას, მით უფრო გიახლოვდებათ ისიც, თქვენ. შედეგი: დახმარება მოვა უფრო სწრაფად და უფრო ფართო საფუძველზე, სანამ თქვენი ცხოვრება სრულიად არ შეიცვლება.

 

იზრდება საჩუქრების რაოდენობა და ფასეულობა

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი ცოცხლობს დიდხანს, აკეთებს მეტს და მუშაობს უკეთესად, რითაც ეხმარება შემოქმედს ჩვენი პლანეტის სრულყოფაში. როდესაც თქვენი გონება ეხება უმაღლეს ინტელექტს, თქვენ ხდებით იდეებით დამუხტული გენერატორი, სამაგალითო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა პრობლემის გადაწყვეტ მოხერხებულად, ხდებით და ადამიანთა ურთიერთობის გაუმჯობესების კატალიზატორი.

ვარჯიშს, რომელიც ახლახანს შეასრულეთ, მოჰყვება სხვები, რომელთა შესრულებაც მოითხოვს მეტ დროს. მაგრამ, შემდეგ აუცილებელი დრო შემცირდება, სანამ არ დაგრჩებათ მხოლოდ მხედველობის დეფოკუსირება და წარმოსახვა.

როდესაც თქვენში განავითარებთ ალფა-დონეზე შესვლის უნარს  და ვიზუალიზაციის და წარმოსახვის ოსტატობას, თქვენი ცნობიერება შევა შემოქმედებით სამეფოსთან კონტაქტში, ანუ ინტელექტის არაფიზიკურ სამყაროსთან – უხილავ, სულიერ სამყაროსთან, საიდანაც შეიქმნა ეს ხილული, ფიზიკური სამყარო.

რა გვევლინება დახმარების წყაროდ?

მეორე მხრიდან დახმარების გარეშე ჩვენი თავის რეალიზებას ვახდენთ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე შეგვეძლო. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცვალებადი ხასიათის; უსარგებლო, ქმედებებში და თითქმის, მეგობრების გარეშე. ხშირად, სიცოცხლის ძვირფას დროს ვხარჯავთ უმიზნო მოძრაობებში, ბევრს ავადმყოფობთ, განვიცდით იმედგაცრუებას სიყვარულში.

თუ გამოვიყენებთ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, შეგვიძლია მივიღოთ დახმარება იქითა მხრიდან. ხომ არ არის იქითა მხარე“, უბრალოდ, მეორე ნახევარი ჩვენი გონებისა? ან იქნებ, ეს უშველებელი ადამიანია გრძელი თეთრი წვერით, რომელიც ზის იქ, ცაში?

ჭეშმარიტება ამ ჰიპოთეზებს შორისაა და სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვაგვარად ესახება.

ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი ხედავდა ღმერთს საკუთარ სახეში, გამოსახულებაში. სინამდვილეში, სამართლიანია პირიქით. ღმერთი არის შემოქმედი  და ეს მან შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად.

ღმერთი – შემოქმედია, გონიერია, გამგებია, ამიტომ ადამიანი გვევლინება შემოქმედებით, გონიერ, გამგებ პიროვნებად.

ცდილობენ რა გაიგონ და ახსნან უახლესი აღმოჩენები, თანამედროვე ფიზიკოსები, ქმნიან თეორიებს, რომ მთელი მსოფლიო სავსეა ინტელეტით. სივრცე ისედაც შეიცავს უამრავ ენერგეტიკულ ველებს, სე, რომ დამატება კიდევ ერთი ველისა – ინტელექტისა – არ დაარღვევს მიმდინარე სამეცნიერო პარადიგმებს. მაგრამ, ბევრი მეცნიერი თავს იკავებს ინტელექტის ველის ამ კონცეპციის ოფიციალურად აღიარებიგან, იმის შიშით, რომ ის ძლიერ ახლოსაა რელიგიურ ცნებებთან.

თუმცა, სანდო ფაქტები აიძულებენ მეცნიერებს სერიოზულად მიუდგნენ ამ იდეას. ასეულ წლობით, თეოსოფიური და მეტაფიზიკური ლიტერატურა ამტკიცებდა, რომ ფიზიკური სამყაროს იქით არის სულიერი ფუნდამენტი, ანუ პირველმიზეზი. დღეს ამის შესაძლებლობა, მეცნიერთა წინაშე, წარმოდგება უდავო მონაცემების ფორმით.

ცალკეულმა მეცნიერებმა, ჯერ კიდევ გასულ ათწლეულებში, სხვადასხვა ფორმით, დაიწყეს გამოთქმა იდეისა, უმაღლესი ინტელექტის შესახებ. ამერიკელი ფიზიკოსი, დოქტორი ფრიჯოფ კაპრა, ავტორი წიგნისა ფიზიკის აო“,  თანამედროვე ფიზიკის ცოდნას ატომის  უმცირეს ნაწილაკებზე, ადარებს  უძველესი ჩინელი ფილოსოფოსების წარმოდგენებს სულიერ სამყაროზე.

ცნობილი ამერიკელი ნეიროქირურგი, დოქტორი, კარლ პრიბრამი, ნეირონებით არეკლილ ფიზიკურ სამყაროს განიხილავს, როგორც ოლოგრაფიის პროცესს, ეს კი გულისხმობს, რომ ჩვენი ტვინი წინასწარ იყო გაცნობილი სამყაროს აგებულების კონცეპციას. ბრიტანელმა მეცნიერმა, ჯეიკობ ბემმა, წამოაყენა იგივე ოლოგრაფიული   თეორია ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში. ამ მეცნიერებმა არ იცოდნენ ერთიმეორის  პარალელურ მუშაობაზე.

ფიზიკოსი, პიტერ რასელი, მიუთითებს ინტელექტზე, რომელიც ეკუთვნის თვით პლანეტა დედამიწას, უწოდებს მას გლობალურ ტვინს. თავისი კონცეპციის მტკიცებულებად მიიჩნევს იმას, რომ ჩვენი პლანეტა ინარჩუნებს  ტემპერატურას და წმედს თავის წყლებს, მიუხედავად ადამიანის ჩარევისა.

ბიოლოგმა, რუერტ შელდრეიკმა, ლაბორატორიული ექსპერიმენტების გზით, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ცხოველთა სხვადასხვა სახეობებს, ალბათ, შეუძლიათ ჩართონ თავიანთი სახეობის საერთო ინტელექტში. როდესაც თაგვების საკმაო დიდმა რაოდენობამ შეისწავლა ლაბირინი, აღმოჩნდა, რომ ყველა თაგვმა იცოდ მისი აგებულება. როდესაც ადამიანების დიდი მასა გაიგებს რაღაცის შესახებ, ადვილი ხდება ყველა ადამიანისთვის, ამის გაგება. შელდრეიკი, ამ საერთო ინტელექტს, უწოდებს მორფოგენეტიკურ ველს.

კლი ბაქსტერმა პოლიგრაფიის სპეციალისტმა, გამოარკვია, რომ ამ ხელსაწყოს შეუძლია დააფიქსიროს მცენარის რეაქცია ადამიანის აზრებზე, მაშინაც კი, როცა ადამიანი საკმაოდ დაშორებულია ობიექტს. მისი მოსაზრებები გადმოცემულია წიგნში მცენარეთა საიდუმლი ცხოვრება“. ბასტერი  უფრო შორსაც წავიდა და აღმოაჩინა იგივე უნარი ცხოველურ უჯრედებში, ადამიანის უჯრედების ჩათვლით. მან გამოიყენა ელექტროენცეფალოგრაფი და მიიღო აღდგენითი რეზულტატები. უჯრედები, აღებული ადამიანის პირის ღრუდან, ელექტრომონიტორინგზე რეაგირებენ ამ ადამიანის ემოციებზე შორ მანძილზეც კი.

მეცნიერებმა შეაღწიეს მატერიის უმცირეს ნაწილაკებში და აღმოაჩინეს ენერგეტიკული სისტემები და ინტელექტის ველები. ეს კი შეიძლება აღმოჩნდეს, არა მხოლოდ ბოლო ზღვარი, არამედ ბოლო არე, რომელშიც შეუძლებელია გაზომვა ფიზიკური ხელსაწყოებით. და გაგებისთვის, საუკეთესო ინსტრუმენტად,  გვრჩება საკუთარი გონება, როგორც მეცნიერებს, ასევე ჩვენც.

 

თავი 3

 

როგორ დავუკავშირდეთ მეორე  მხარეს

მოდით, aხლა, შევისწავლოთ რელაქსაციური კავშირი. სეთი უბრალო მოქმედებით, როგორიც რელაქსაციაა, როგორ ვაღწევთ ასეთ მნიშვნელოვან ამბავს, როგორიც არის კონტაქტი მეორე მხარესთან?

ბევრი ჩვენგანი ფიზიკურ რელაქსაციას განიხილავს, როგორც არაფრის კეთებას, მაგრამ, სინამდვილეში, ეს, რაღაც უფრო მეტია. როდესაც დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ბრუნდებით სახლში, ან როცა მეტისმეტად აღგზნებულ ბავშვებს, ბოლოს და ბოლოს, შერეკავთ ლოგინში და  ძალაგამოცლილი ჩაჯდებით მოხერხებულ სავარძელში, მადლობთ ღმერთს, რომ შეგიძლიათ, ასე წყნარად დაჯდეთ, რაიმეს კეთების აუცილებლობის გარეშე. თქვენ დუნდებით, გარკვეული ხარისხით, რაც არ არის საკმარისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტივიზაციისთვის და მეორე მხარესთან კავშირის დამყარებისთვის.

კუნთები, ქსოვილები, ჯირკვლები, თქვენი სხეულის ორგანოები, ისევ ინარჩუნებენ გასული დღის აღგზნებას. აუცილებელია, ამ დაძაბულობისგან,  განთავისუფლება. როდესაც ისწავლით მოიხსნათ მსგავსი სტრესები, იქნებით ბედნიერი და ჯანმრთელი. ჭეშმარიტი რელაქსაცია ამის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს.

ალბათ იკითხავთ: როგორ მოვიხსნა სხეულის დაძაბულობა? პასუხი მარტივია: თქვენს სხეულს მართავს თქვენი ტვინი, თქვენ კი შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ტვინი. თუ თქვენ სწორად იყენებთ ტვინს, თქვენ შესძლებთ მოადუნოთ სხეული.

მოდით შევხედოთ ტვინს მოქმედებაში. თქვენ არ მოგიწევთ წიგნის გვერდზე გადადება იმისთვის, რომ ინსტრუქციას მიჰყვეთ. წიგნი დაიჭირეთ მარცხენა ხელით, რომ მარჯვენა იყოს თავისუფალი. მოკუმშეთ მუჭა. თქვენმა გონებამ უცბა აიტაცა იდეა წიგნის სტრიქონიდან, შემდეგ გადასცა ბრძანება ხელს ნერვებისა და კუნთების საშუალებით.

ხლა,  გთხოვთ, მოჭიმოთ მუჭა, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, შემდეგ შეწყვიტოთ დაწოლა. ამ ინსტრუქციის აზრი ის არის, რომ მოგცეთ აშუალება დაიმახსოვროთ შეგრძნება, ჭეშმარიტი ფიზიკური რელაქსაციის შეგრძნება. ხუთი წამით გვიან კი არა, სწორედ იმ მომენტში. მაშ, მოემზადეთ ამ შეგრძნებისთვის.

მზად ხართ? მოკუმშეთ მუჭა... უფრო ძლიერად... ხლა, გაუშვით.

ხომ კარგად იგრძენით თავი? ეს არის, სწორედ, რელაქსაცია. თქვენ დატკბებით ამ გრძნობით, რელაქსაციაში ვარჯიშების დროს, რომლებიც გელი შემდეგ გვერდებზე.

შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, ამ შეგრძნებაზე, სხეულის სხვა ნაწილებისთვის, პირდაპირ ახლა, თუ გსურთ. აიღეთ წიგნი ორივე ხელში. დაჭიმეთ კოჭი, ფეხის წვერის ქვემოთ დაწევით, რითაც შექმნით დაჭიმულობას ფეხში...უფრო ძლიერად... ხლა, გაუშვით.

მოუჭირეთ კბილებს, ყბები დაჭიმვით... უფრო ძლიერად... ხლა, გაუშვით. ხომ საუცხოო შეგრძნებაა!

 

დილა,  შუადღე   და  საღამო

შეიძლება თქვენ მკითხოთ: რას გვაძლევს რელაქსაცია, მეორე მხარესთან კონტაქტისთვის?  პასუხი: ყველაფერს.

პატარა შეხსენება:

•     სხეულის რელაქსაცია გაძლევთ გონების მოდუნებას.

•     გონების რელაქსაცია ტვინის ტალღების სიხშირეს ამცირებს

•     ტვინის ტალღების შენელებული სიხშირეები აძლევს საშუალებას ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურდეს (გაააქტიუროს  თავისი ფუნქციონირება).

•     მარჯვენა ნახევარსფერო უზრუნველყოფს თქვენს კავშირს არამატერიალურთან, შემოქმედებით სამფოსთან – მეორე მხარესთან“.

რელაქსაცია ისევე საჭიროა მეორე მხრიდან დახმარების მისაღებად, როგორც, საჭიროა ყურმილის აღება და ნომრის აკრეფა, იმისთვის, რომ ტელეფონზე დარეკოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ გსურთ ისწავლოთ სწრაფად, მე შემოგთავაზებთ შეასრულოთ ვარჯიშები დილით, დღისით და საღამოს, ოცი დღის განმავლობაში. თუმცა, არ არის აუცილებლობა, რომ მიჰყვეთ ასეთ ენერგიულ რეჟიმს. თქვენ აითვისებთ ამ უნარს ნახევრად მუშაობითაც, ან შემოთავაზებული ტემპის მეოთხედითა. მაგრამ, ეს მოითხოვს ორჯერ, ან ოთხჯერ მეტ დროს. სხვა სიტყვებით, თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველდღიური ვარჯიში, მეორე დღესაც (ან რამდენიმე დღის განმავლობაში), თუ გსურთ იყოთ დარწმუნებული თქვენს პროგრესში.

როდესაც სილვას მეთოდი ისწავლება ჯგუფში, ღრმა რელაქსაციის დონეზე გადასვლის უნარს, ყოველი მსმენელი,  ითვისებს  ხუთ-ექვს საათში. ცხადია, შემდეგჩვევები განმტკიცდება პრაქტიკით. თქვენც ყველაფერს ისწავლით. თუმცა, წიგნის მიხედვით, დამოუკიდებელი შესწავლა, მოითხოვს უფრო მეტ დროს, ვიდრე მეცადინეობა მასწავლებელთან ერთად.

ნება მომეცით, აგიხსნათ, რას გააკეთებთ დილით, დღისით და საღამოს. თავიდან მოგიყვებით მოკლედ, ჩამოვთვლი სავარჯიშოებს, მოგვიანებით კი, მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციებს.

დილა: ყოველ დილით, გაღვიძებისას, დახუჭავთ თვალებს და დაითვლით უკუღმა, ასიდან ერთამდე. შემდეგში, რელაქსაციის გაღრმავების ეს ვარჯიში,  თანდათან შემოკლდება.

შუადღე: ნასადილევს, სახლში იქნება, თუ სამსახურში, დაჯდებით მოხერხებულ სკამზე, მოდუნდებით და დაიწყებთ წარმოსახვას.

საღამო: როდესაც დღე გავიდა და თქვენ შეგიძლიათ წყნარად დაჯდეთ საყვარელ სავარძელში, შეასრულებთ  რელაქსაციის ვარჯიშს და წარმოსახვას მიზანმიმართული სახით.

ჩვევები, რომლებსაც აითვისებთ, რამდენიმე წუთიან ვარჯიშის დროს, დილით, დღისით და საღამოს, მალე მოიყრიან თავს. თქვენ შეძლებთ მოდუნდეთ ფიზიკურად და მენტალურად და შეხვიდეთ  ალფა-დონეზე მეორე მხარესთან კონტაქტში, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დახმარებით.

ხლა, მოგცემთ დეტალურ ინსტრუქცი, პირველი ხუთი დღის – დილის, შუადღის და საღამოს ვარჯიშებისთვის. შემდეგ, ამ თავის ბოლოს, გავაკეთებ  ყოველდღიური სრული პროგრამის მოკლე რეზიუმეს, რომ თქვენ შეგეძლოთ იქ ჩახედვა.

 

რა გავაკეთოთ დილით – დღეები 1 – 5

დილით რომ გაიღვიძებთ, წამოჯექით, დაიდეთ ზურგსუკან ბალიში. დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ უკუღმა თვლა ასიდან ერთამდე.

უკუღმა თვლა ადუნებს. წაღმა თვლა გვამზადებს მოქმედებისთვის. ერთი, ორი, სამი, წავედით!

ახლა გავიხილოთ ნახაზი 1.

ნახაზე მოცემულია ტვინის ტალღების სიხშირის, ანუ ენერგეტიკული ტალღების რაოდენობის, შესაბამისი ოთხი დონე.

ტვინი „ვიბრირებს” განსაზღვრული სიხშირით, ანუ ციკლებით წამში. მეცნიერებმა ისწავლეს ამ ტალღების გაზომვა, ბიოუკუკავშირის ხელსაწყოს დახმარებით, რომელიც ცნობილია ელექტროენცეფალოგრაფის სახელით.

 

 

 

 

ტალღების სიხშირე წამში

სახელწოდება

მდგომარეობა

 

ფიზიკური სამყარო

მხედველობა,სმენა, გემო,შეგრძნება.

სივრცე-დრო

21 – 14

    ბეტა-დონე

ცნობიერების გარე დონეები

მოქმედება ფიზიკურ

სამყაროში

ულიერი სამყარო სივრცე და დრო – არ არის ექსტრასენსორული აღქმა

14 – 7

ალფა-დონე

ცნობიერების ში

დონეები

ამ დროს, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ერთად მოქმედებ

 

7 – 4

თეტა-დონე

ძილის საზღვარი

 

 

4-ის ქვევით

დელტა-დონე

ღრმა ძილი

უგრძნობი მდგომარეობა

 

ნახაზი 1

 

როდესაც ვდუნდებით, ტვინის ტალღების სიხშირე მცირდება, ამ დიაპაზონს, 7-დან 14-დე რხევებს წამში, ეწოდება ალფა-დონე, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ტვინის ტალღებ სწორედ ამ სიხშირეს, რადგან ამ დონეზე  მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ერთად მუშაობ.

 ალფა-დონეზე გასვლისას, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მენტალური კომპიუტერიდავაპროგრამოთ და დავუკავშირდეთ მეორე მხარის დიდ კომპიუტერს.

სიხშირეს,  4 – 7 ცილებს შორის  წამში, უწოდებენ თეტა-ტალღებს. ეს ძილის ზღვარია, უფრო დაბალი სიხშირეები – ოთხის ქვემოთ – შეესაბამება ღრმა ძილს.

ბეტა-დონეზე თქვენ ძირითადად უკუთვნით ფიზიკურ სამყროს, ხუთი გრძნობის სამყაროს – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხებით შეგრძნბა – დროისა და სივრცის სამყაროს.

ალფა-დონეზე თქვენ ხვდებით სხვა სამყაროში,  სადაც ფიზიკური სტანდარტები უკან რჩება და შესაძლებელია აღქმა გრძნობათა ორგანოების გარეშე. ალფა–დონე არაფიზიკური სამყაროა, სადაც დროისა და სივრცის ბერიერები არ არსებობს და მუშაობაში ერთვება ინტუიცია, ექსტრასენსორული აღქმა და ფიქიკის მუშაობა.

იმის შესაბამისად, თუ როგორ აღრმავებთ რელაქსაციას,  ალფა-დონემდე, ტვინის ტალღების შენელებით, თქვენი გონება გადადის გარე დონიდან შიაში. ფსიქოლოგები, ოდესღაც, ამ შია დონეებს, უწოდებდნენ ქვეცნობიერს. სილვას მეთოდის დახმარებით, გონების მართვით, ეს დონეები ჩვენთვის აღარ არის ქვე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი შეგნებულად. ეს დონეები ხდებიან, უფრო, ზეცნობიერი.

ამგვარად, როდესაც თქვენ წამოჯდებით საწოლში, ბალიშზე მიყრდნობილი, ხუჭავთ თვალებს და ითვლით ასიდან ერთამდე, თქვენ სწავლობთ  ალფა-მდგომარეობაში შესვლას, სადაც შეგიძლიათ ფუნქციონირება ზეცნობიერ დონეზე, თქვენს საკუთარ უმაღლეს მე-სთან, თქვენი გონების ნაწილთან, რომელიც შეხებაშია მეორე მხარესთან“, სულიერ სამყაროსთან.

აი, თქვენი დილის მოქმედების გეგმა პირველ ხუთ დღეს:

1.    როცა გაიღვიძებთ, წამოჯექით, დაიდეთ ზურგს უკან ბალიში;

2.    დახუჭეთ თვლები, ოდნავ ზემოთ აწევით;

3.    დათვალეთ 100-დან 1-დე;

4.    ერთამდე რომ მიხვალ, იფიქრეთ: ყოველთვის, როცა ასე ვდუნდები, შევდივარ ალფა-მდგომარეობაში, სულ უფრო ღრმად და სწრაფად“;

5.    დაამთავრე ვარჯიში დათვლით ერთიდან ხუთამდე. გაჩერდით სამზე და იფიქრეთ: როცა გავახელ თვალებს, მე ვიქნები მხნედ და თავს ვიგრძნობ მშვენივრად“;

6.    ხუთის თქმისას, გაახილეთ თვალები და უთხარით საკუთარ თავს: მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად“.

ხლა, კვლავ გადაიკითხეთ ეს ინსტრუქიები, რომ სწორად შეასრულოთ მოცემული ვარჯიში, ყოველ დილით.

წინასწარ გილოცავთ,  ალფა-დონის, თქვენი პირველი მართვადი ვიზიტის შესრულებას.

 

რა გავაკეთოთ დღისით – დღეები 1-5

 

როდესაც  წარმოსახვას ვახორციელებთ, ჩვენ ვქმნით. წარმოსახვა ჩვენი შემოქმედებითი უნარია. ამიტომ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ წარმოსახვა პირველესი პრიორიტეტია ჩვენ განათლების სისტემაში, ასე არ არის?

სრულიადაც არა. ადამიანის შემოქმედების მარტივ ფორმულას – მოდუნება და სახეების შექმნა, ტაბუ ჰქონდა დადებული. თუმცა მასწავლებლები და მშობლები იწყებენ მიზანმიმართული წარმოსახვის დაფასებას. თვით სურათს (ნახატს) წინ უძღვის აზრობრივი სახე მხატვრის ტვინში. მოდელიორს გონებაში აქვს აზრობრივი სახე კაბისა, რომლის შეკერვასაც აპირებს, და მხოლოდ შემდეგ იქნება დამზადებული ნიმუში და გამოჭრილი მატერია. არქიტექტორი უნდა ხედავდეს შენობას, უფრო ადრე, სანამ გააკეთებდეს ნახაზს, დააზუსტებდეს დეტალებს, დახაზავდეს გადახურვას და კედლებს, შეადგენდეს სპეციფიკაციებს, გამოითვლიდეს ღირებულებას (ფასს) და მიიღებდეს მშენებლობის დაწყების ხელმძღვანელობას.

ჩვენი გონების ვიზუალიზაციის და წარმოსახვის უნრი არ შეიძლება იყოს იგნორირებული. ორივე მხარე ურთიერთდაკავშირებულია, და წარმოსახვა გვეხმარება გამოვიყენოთ კავშირის საშუალება – თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო.

ყოველდღე, როდესაც ისადილებთ და მოდუნდებით, მე წარვმართავ თქვენს აზრობრივ წარმოდგენებს. პირველად გამოვიყენებთ ვიზუალიზაციას, შემდეგ წარმოსახვას.

რა განსხვავებაა მათ შორის? ვიზუალიზაცია – ფიქრით, თქვენი გონების თვალით წამოდგენაა იმისა, რაც როდისღაც გინახავთ.

წარმოსახვა – ფიქრით წარმოდგენაა რაღაც ისეთის, რომელიც არასდროს არ გინახავთ. ეს არის სრულიად ახალი სახის შექმნა. მაგალითად, თუ მე გთხოვთ, რომ ფიქრით გამოხატოთ ლიმონი, თქვენ აკეთებთ ლიმონის ვიზუალიზაციას. ხოლო, თუ გთხოვთ, რომ ფიქრით წარმოიდგინოთ ტეხასის შტატში, ლარედოში ჩემი ოფისი, თქვენ მოგიხდებათ ისარგებლოთ  წარმოსახვით.

ჩვენ დავიწყებთ ნაცნობი აზრობრივი სახეებით – ვიზუალიზაციით. რადგან ჩვენ ვაპირებთ ხუთდღიანი ციკლებით წინსვლას, ხლა მოგცემთ ხუთ გასართობ სავარჯიშოს, რომელსაც შეასრულებთ სადილის შემდეგ, იმავე დღეებში, როცა ასრულებთ  დილის ხუთ ვარჯიშს, რელაქსაციის გაღრმავებისთვის, ასიდან ერთამდე უკუღმა თვლით.

ვისურვებდი, ვიზუალიზაციის პირველი სავარჯიშო, პირდაპირ ახლავე შეგესრულებინათ. ასე, რომ მოემზადეთ, ეს სავარჯიშო შედგება სამი ნაწილისგან: რელაქსაცია, ვიზუალიზაცია და გამოსვლა. ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ნაწილი, შემდე,გ გადადეთ წიგნი გვერდზე და სცადეთ შეასრულოთ:

ნაბიჯები პირველი დღისთვის:

1.    დაჯექით მოხერხებულად და დახუჭეთ თვალები. ოდნავ ზემოთ ასწიეთ ისინი

2.    დათვალეთ 100-დან 1-დე

3.    წარმოიდგინეთ მთლიანი მწვანე საზამთრო

4.    წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა ჭრის ამ საზამთროს შუაზე და ორი ნახევარი აქეთ-იქით ვარდება, ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მათი შია მხარე.

5.    შეართეთ ორივე ნახევარი და დაე, საზამთრო გაქრეს

6.    დათვალეთ 1-დან 5-დე და გაახილეთ თვალები. 3-ის თვლაზე შეახსენეთ თავს, რომ: როცა გავახელ თვალებს, მე ვიქნები მხნედ და თავს ვიგრძნობ მშვენივრად.

6.    5-ის თქმისას გაახილეთ თვალები და უთხარით საკუთარ თავს: მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად.

საზამთროს ვიზუალიზაცია იქნება თქვენი პირველი დღის სადილობის შემდგომი ვარჯიში. შემდეგი ოთხი დღისთვის მოგცემთ  სხვა საგნების ვიზუალიზაციის დავალება.

რა დაინახეთ იმ მომენტში, როცა საზამთრო გადაიხსნა ორად? წითელი რბილობი? შავი თესლები? ქერქის თეთრი შია მხარე? მე არ მითხოვია თქვენთვის, დაგენახათ ეს დეტალები, მაგრამ, თქვენ ავტომატურად ჩართეთ ისინი თქვენს აზრიბრივ სურათში. ეს თქვენი გახსენებაა იმისა, როგორია საზამთრო.

მოძებნეთ ეს დეტალები ხვალაც სადილის შემდეგ. შეგიძლიათ გაიხსენოთ, აგრეთვე, საზამთროს გემო. რატომ უნდა თქვათ უარი დესერტზე!

აი,  ვიზუალიზაციის დავალებები შემდეგი ოთხი დღისთვის: (ნაბიჯები 1,2, და 6 იგივეა, ოთხივე დღისთვის, რაც იყო პირველი დღისთვის).

II დღე – თქვენ თვითონ. გააკეთეთ ვიზუალიზაცია საკუთარი თავისა თავიდან ფეხებამდე სარკის წინ მდგარი (თუ ვერ იხსენებთ თქვენი თავის გამოსახულებას, ჩაიხედეთ სარკეში და დაიმახსოვრეთ).

III დღე – ვიზუალიზაცია რომელიმე ახლობლისა

IV დღე – მყუდრო ადგილი. წარმოიდგინეთ მყუდრო ადგილი, სადაც ყოფილხართ. ეს, შეიძლება იყოს სანაპირო, ჰამაკი, გორაკი, ტბა, მთის წვერო, წყნარი, ჩრდილიანი კუთხე. შემდეგ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი იქ. შექმენით სურაი რეალურივით, რომ ისევ შეიგრძნოთ ამ ადგილის სიმყუდროვე. თუ  თქვენ ის გაწყნარებთ, ისე, როგორც მოელოდით, შემდგომში, მას მოვიხსენიებთ, როგორც თქვენ საყვარელ ადგილს რელაქსაციისთვის

V დღე – სახლი, სადაც ცხოვრობთ. დაათვალიერეთ გარედან, დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რაც შეიძლება. შეისწავლეთ თავიდან ბოლომდე. დაიმახსოვრეთ ფერი და წვრილმანი დეტალებიც, მომდევნო ვიზუალიზაციისთვის.

ხლა თქვენ გაქვთ გეგმა დილის და შუადღის მოქმედებებისთვის, პირველ ხუთ დღეს.

ხლა ვნახოთ, რის გაკეთება მოგიხდებათ, პირველ ხუთ საღამოს.

 

რა გავაკეთოთ საღამოს – დღეები 1-5

დილით, აკეთებთ რელაქსაციას. თქვენ სწავლობთ  ალფა -დონის კონტროლს, სადაც აზროვნება ცენტრირებულია. შუადღისას, აზრობრივი სახეების შექმნაზე ვარჯიშობთ, რაც წარმოადგენს მარჯვენა ნახევარსფეროს ფუნქციას. საღამოს, თქვენ, ორივეს კომბინაციას ასრულებთ, ანუ, მოდუნება და წარმოსახვა. რელაქსაცია+გამოსახულება=რეზულტატს. აი, ასე უბრალოდ. თქვენ ყოველთვის იცოდით ეს ფორმულა, იყენებდით კიდეც მას, ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ? გეტყვით. თქვენ მდიხართ საღამოს სახლში, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მოდუნებული ჯდებით მოხერხებულ სავარძელში და ხატავთ თქვენს პრობლემებს: როგორ ცუდად მიდის საქმეები, რა ბევრი გადასახადები გაქვთ, როგორ ავად არის თქვენი ბავშვი, და ა.შ. და... შეწუხებული ხართ.

როდესაც დუნდებით და ხატავთ ასეთ სურათებს, თქვენ ქმნით. მაგრამ, რას?  ქმნით იმას, რაც არ გინდათ.  ამარაგებთ თქვენს პრობლემებს დამატებითი ენერგიით. და უნდა გვიკვირდეს, რომ საზრუნავი მატულობს?

ახლა, ეს ყველაფერი იცვლება. თქვენ ისარგებლებთ ფორმულით გადაწყვეტის შექმნისათვის და არა  პრობლემის გამრავლებისთვის. და ცვლილებები უკეთესისკენ აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში! რელაქსაცია, რომელსაც დილით აკეთებთ, და აზრობრივი სახეების შექმნა, რომელზედაც დღისით ვარჯიშობთ, შეერთდებიან საღამოს ვარჯიშები. იმ რამდენიმე წუთიან რელაქსაციით და ძილის წინ სახეების (ხატების) შექმნით, თქვენ, არამარტო, მეტად ეუფლებით ორივე ნაბიჯს, არამედ, მალე დააფიქსირებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში.

 

პროგრესული რელაქსაცია

მოახდინეთ თქვენი ცნობიერების კონცენტრაცია სხეულის ყოველ ნაწილზე. რიგრიგობით მოადუნეთ და მოუსმინეთ რეაქციას.

დაიწყეთ თავიდან და წადით ფეხების თითებამდე. იმოქმედეთ ნელა და მოფიქრებულად, თან დარწმუნდით, რომ სხეულის ყველა ნაწილმა მოახდინა რეაქცია, მანამდე, ვიდრე გადახვიდოდეთ შემდეგზე. პირველად, მოადუნეთ თავის კანი, შემდეგ, შუბლი, თვალები, სახე, ყელი, მხრები, ხელები. არ გადახვიდეთ ზურგზე, საამ არ იგრძნობთ, რომ ხელები და მხრები მოდუნდა და იგრძენით სიამოვნება. შემდეგ, მოდის მკერდი, მუცელი, ზურგის ქვედა ნაწილი, თეძოები, მუხლები, წვივები, კოჭები, ტერფები და ფეხის თითები.

არ არის აუცილებელი დაიმახსოვროთ მოცემული რიგი, რადგან ეს არის თავიდან ფეხებისკენ მოძრაობის ბუნებრივი მიმდევრობა. პირველ საღამოს, გადაიკითხეთ ეს ინსტრუქცი და შეასრულეთ რელაქსაციის ყოველი ნაბიჯი, ნელა და მონდომებით.

მეორე და მესამე დღეების საღამოს, შეგიძლიათ ააჩქაროთ ეს პროცესი. სწრაფად მოადუნეთ თავის კანი, შუბლი, თვალები და ა.შ. თქვენ აღმოაჩენთ სხეულის გამოხმაურებას უფრო სწრაფად და სრულად.

 

 

 

მოქმედების გეგმა – საღამოები 1-5

ამ საღამოების ყოველი ვარჯიშის შესრულებისას მოდუნდით ისე, როგორც ამას აკეთებდით დილის ვარჯიშისას, ხოლო შემდეგ, მიჰყევით ინსტრუქცის, რომლებიც მოყვანილია ქვემოთ,  რელაქსაციის გასაძლიერებად და მეორე მხარესთან  კონტაქტის განვითარების ხელშესაწყობად.

I საღამო – გამოიყენეთ პროგრესიული რელაქსაცია, რომელიც აღწერილია წინა განყოფილებაში. გააკეთეთ ვიზუალიზაცია კვლავ იმ საზამთროსი, რომელიც ნახეთ სადილის შემდეგ, შეეცადეთ დაინახოთ თესლები, წითელი რბილობი, მწვანე ქერქი და ქერქის შია თეთრი ნაწილი. მოიახლოვეთ საზამთრო და დააკვირდით, როგორ იზრდება. გაიხსენეთ, როგორი სუნი აქვს, როგორი გემო. ხლა, გაქრეს საზამთრო. იგივე მოქმედებები გააკეთეთ ლიმონზე, შემდეგ ხახვზე. დაამთავრეთ მეცადინეობა დათვლით, 1-დან 5-დე, როგორც ეს დილით გააკეთეთ.

II საღამო – შეასრულეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ზემოთ აღწერილი პროგრესული რელაქსაცია. გააკეთეთ თქვენი თავის ვიზუალიზაცია, ისე, როგორც სადილის შემდეგ. შეცვალეთ სურათი ისე, რომ თქვენ გამოიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად, ჯანმრთელად, უფრო ენერგიულად და გაცისკროვნებულად. ჩვეულებრივად, დაამთავრე მეცადინეობა დათვლით, 1-დან 5-დე.

III საღამო – კვლავ შეასრულეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პროგრლი რელაქსაცია. ვიზუალიზაცია გააკეთეთ ადამიანისა, რომელიც ნახეთ დღისით. აპატიეთ, ამ ადამიანს, ყველა კონფლიქტი და გაუგებრობა და შემდეგ, სთხოვეთ მას პატიება. შეიგრძენით, როგორ ხდება ეს. დაამთავრეთ დათვლით 1-დან 5-დე.

IV საღამო – 100-დან 1-დე უკუღმა დათვლის შემდეგ, მოადუნეთ ქუთუთოები. კონცენტრირდით ამის შეგრძებაზე. მოდუნების გრძნობამ გაიაროს მთელ სხეულში, თავიდან ფეხის თითებამდე. წადით მყუდრო ადგილას, რომელიც დღისით ნახეთ. იმეორეთ თქვენთვის: ყოველდღიურად, მე ვხდები უფრო ჯანმრთელი და უფრო მდიდარი. ყოველდღიურად,  ჩემ საქმეს ვაკეთებ უკეთესად და უკეთესად. ყოველდღიურად, ვცვლი ამ სამყაროს უკეთესობიკენ. დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით 1-დან 5-დე.

V საღამო – დაიწყეთ დათვლით 100-დან 1-დე, გააკეთეთ თქვენი საყვარელი ადგილის ვიზუალიზაცია რელაქსაციისთვის. შეცვალეთ ეს სურათი თქვეენი სახლით, როგორიც დღეს ნახეთ გარედან, სადილის შემდეგ. ხლა, გახვიეთ ის თეთრ შუქში. შეეცადეთ დაინახოთ ეს სულიერი შუქი – სიმბოლო სიყვარულისა და მფარველობისა მეორე მხრიდან. დაამთავრეთ მეცადინეობა.

 

კვირის ვარჯიშების რეზიუმე

დღეები  1 – 5

ქვევით მოცემულია  პირველი ხუთი დღის ვარჯიშების რეზიუმე. თუ გსურთ განაახლოთ თქვენი მეხსიერება, დაუბრუნდით დეტალურ ინსტრუქციებს.

ეს პირველი ხუთი დღე გაძლევთ სხეულისა და გონების რელაქსაციის დაწყებით გამოცდილებას და გასწავლით აზრობრივი ხატების შექმნის ძვირფას ტექნიკას. როდესაც ეს პროცედურა თქვენთვის ბუნებრივი გახდება, უფრო უკეთესად  აითვისებთ მას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორნაწილიანი მარტივი ფორმულა (მოდუნება+წარმოსახვა), იმისათვის რომ მიიღოთ დახმარება მეორე მხრიდან. შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში პროცესი, დროის მიხედვით, შემცირდება და თქვენ იგრძნობთ თავს უკეთესად და უკეთესად.

 

 

 

 

თავი 4

მეორე მხარესთან კონტაქტის გაუმჯობესება

ბილ ჩქრობდა. მის მიწაზე იყო ნავთობის ჭაბურღილი, რომელიც პრაქტიკულად ამოიწურა. ის გადიოდა სილვას მეთოდით სასწავლო კურსს, ტეხასში. შესაბამისად, ბილი მოდუნდა, ღრმა  ალფა-დონემდე და გამოიყენა სილვას ტექნიკა, რომ გამოერკვია, სად გაებურღათ პროდუქტიული ჭა. მან მიიღო პასუხი, გამოიძახა ბრიგადა და უჩვენა ახალი ადგილი გაბურღვისათვის. შემდეგ ბილი დაბრუნდა სილვას მეთოდით სწავლის გასაგრძელებლად, ბრიგადამ კი მუშაობა დაიწყო. დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებულმა ბილმა აღმოაჩინა, რომ ბრიგადამ გაბურღა, რაც შეიძლება ღრმად, მაგრამ, ნავთობი არ აღმოჩნდა. ბრიგადამ მიატოვა მუშაობა და მუშები წავიდნენ სახლებში.

ბილი განრისხებული იყო. მან დაურეკა თავის მასწავლებელს და მოუთხრო თავის წარუმატებლობაზე.

– თქვენ არ დაიცადეთ სწავლის დამთავრებამდე – შეახსენა მას მასწავლებელმა.

– ვიცი, მაგრამ, მე ძალიან მსურდა ნავთობის პოვნა.

– მოიცადეთ, ერთი წუთით – უპასუხა მასწავლებელმა.

სანამ ბილი უცდიდა ტელეფონთან, ლექტორი შევიდა ღრმა  ალფა-დონეზე, რომ გაეგო, ბილის ნაკვეთზე, სად უნდა გაებურღათ.

– თქვენ ასცდით, თითქმის, 500 ფუტით – უთხრა მან ტელეფონთან დაბრუნებულმა –  დაიწყეთ სამუშაოები 500 ფუტით დასავლეთით, იმ ადგილიდან, სადაც გუშინ ბურღავდით.

ბილმა ხელახლა გამოიძახა მუშების ბრიგადა და უბრძანა მათ, რომ გაებურღათ იქ, სადაც მიუთითა მასწავლებელმა.

ნავთობი აღმოაჩინეს სწრაფად, და ეს იყო ყველაზე მდიდარი საბადო, რომელიც ნაპოვნი იყო მთელ იმ რაიონში, წლის განმავლობაში.

მორალი ის კი არ არის, რომ დახმარებისათვის მე მომმართოთ, არამედ ის, რომ სანამ დაიწყებდეთ სილვას მეთოდის გამოყენებას, აუცილებელია შეგნებულად და ზუსტად შეასრულოთ სავარჯიშოები.  არ იჩქაროთ!

 

ყველაზე მრავლისაღმთქმელი მოხმობა

 

დოქტორმა ედგარ დ. მიტჩელმა, ასტრონავტმა, რომელიც გაფრინდა აპოლონ-14-ით, დაარსა სულიერ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ახლახანს, თავისი ინსტიტუტის წევრებისადმი მიწერილ წერილში, მან ადამიანის გონებას და სულს უწოდა ყველაზე მრავლისაღმთქმელი მოხმობ, ყველა დანარჩენს შორის. მან აღნიშნა, რომ ადამიანის გონების პოტენციის კვლევაში ერთვებიან მეცნიერების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწეები, ფსიქოლოგიის, ანტროპოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის და თეორიული ფიზიკის.

ისინი იკვლევენ პრობლემის შემდეგ ასპექტებს:

•     მენტალური გამოსახულების, მტკიცების და ლოცვის როლი შეხორცების სტიმულირებაში.

•     ისეთი გენიოსების, როგორიც იყო, მაგალითად, აინშტაინი, ცნობიერი წარმოსახვები როგორ შეიცვალა ცნობილი მეცნიერული აღმოჩენებით.

•     ზოგიერთი ადამიანის  უჩვეულო ნიჭის ბუნებს, მაგალითად, ნათელმხილველობს, ტელეპატის და წინასწარმეტყველებს.

ეჭვი არ არის, რომ არქტიკის ათვისება მნიშვნელოვანი აღმოჩენების წინასაფეხურია.  NASA–ს მუშაობამ, გარე კოსმოსის კვლევაში, შეიძლება მოიტანოს კაცობრიობისთვის უდიდესი სარგებლობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უფრო მრავლისაღმთქმელი შინაგანი კოსმოსის ათვისება. მოსალოდნელი შედეგები არ შემოიფარგლება ახალი ფიზიკური წყაროების პოვნით, როგორც სამხრეთ პოლუსზე; ის უფრო შორს მიდის, ვიდრე სიცოცხლის განსხვავებული ფორმების აღმოჩენა კოსმოსში, მთვარის, ან რომელიმე პლანეტის კოლონიზაციის შესაძლებლობა. ის უსაზვროა.

როგორი შეზღუდვები შეიძლება დაუწესოთ მეორე მხარეს? თუ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს თავის საწყისებს, რა გადაეღობება ასეთ ადამიანს?

მიტჩელის და მისი კოლეგების თანახმად, არის ახალი გამაოგენებლი დადასტურებები  იმისა, რომ გონება არის ერთ-ერთი ფაქტორი ყველა ავადმყოფობისა. თუ ისწავლით გონების მართვას, ისწავლით ჯანმრთელობის მართვასაც.

ჯანმრთელობის პრობლემებში მეორე მხარე უდანაშაულოა. ეს ყველაფერი თქვენგან არის – თქვენი გონება, თქვენი მღელვარებები,  შიშები,  სტრესები,  ნეგატიური აზრები. ამიტომ, როცა მოინდომებთ თქვენი ავადმყოფობების განკურნებას და ძლიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მეორე მხარე ყოველთვის დაგეხმარებათ.

და კარგი ჯანმრთელობა – ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე მხარეს განზრახული აქვს დედამიწა აქციოს აყვავებულ, სიუხვის პლანეტად. ისევე, როგორც, კარგი ჯანმრთელობის მენტალური კლიმატი შველის ავადმყოფობებისგან გაჯანსაღებას, სიუხვის მენტალური კლიმატი ქმნის სიუხვეს. ნუ დააკისრებთ, ყველა ამ პრობლემას, თქვენს თავს, მიეცით შესაძლებლობა მეორე მხარეს“, რომ რაღაცაში დაგეხმაროთ.

 

ირწმუნეთ შეუძლებელი

როდესაც მეორე მხარე შეხება ფიზიკურ სამყაროს, იმისთვ, რომ დაგეხმაროთ პრობლემის გადაწყვეტაში, შედეგები ყოველთვის არ არის ახსნადი, მეცნიერული თვალსაზრისით, მეცნიერების იმ ჩარჩოში, რომელიც გვაქვს ამჟამად. ახლა, მეცნიერები იწყებენ გაგებას, რომ ისინი არ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები, როგორებადაც ადრე მიიჩნევდნენ თავს. ყოველი გონება, რომელიც ჩართულია მეცნიერულ პროექტში, წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგზე. მეცნიერის ცოდნა და გამოცდილება განსაზღვრავს იმას, რის დანახვა შეუძლია მას.

მრავალი წლის განმავლობაში, მეცნიერები ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იმის გასაგებად, თუ როგორი ბუნება აქვს სინათლეს, ტალღური თუ კორპუსკულური. ზოგი ცდა ადასტურებდა ტალღურ ბუნებას, სხვები, არანაკლები დამაჯერობლობით, ამტკიცებდნენ, რომ სინათლე შედგება ნაწილაკებისგან – კორპუსკულებისგან. შედეგად, ზოგი მეცნიერი აღიარებდა სინათლეს, როგორც ნაწილაკების ერთობლიობას, სხვები კი – როგორც ტალღას. თითოეული მეცნიერი ირჩევდა იმ პასუხს, რომელსაც უპირატესად თვლიდა. დაარქვით ამას გონების ბატონობა მატერიაზე, თუ გნებავთ, მაგრამ, მათი რწმენა და მოლოდინი გავლენას ახდენდა სინათლის საქციელზე, უფრო ზუსტად, იმაზე თუ,  მეცნიერები როგორ აღიქვამდნენ მის საქციელს. დღეს ვიცით, რომ სინათლე შეიძლება მოიქცეს, როგორც ნაწილაკების ერთობლიობა, ასევე, როგორც ტალღა.

მრავალი წლის განმავლობაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შემთხვევა A, რომელიც მოხდა აქ, და შემთხვევა B, მომხდარი სადღაც სხვაგან, როგორღაც, ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ისინი ფიქრობდნენ, რომ არ შეიძლება ზემოქმედება მანძილზე, თუ არ იქნება გარკვეული დამაკავშირებელი ფაქტორი, როგორიც არის სინათლე, სითბო, ენერგია. დღე, თუმცა ჯერჯერობით აუხსნელია, მოცემული მოვლენა, მაგრამ, მიღებულია, როგორც მეცნიერულად დასაკვირვებელი ფაქტი. იმოქმედეთ ატომზე და ის, თავის მხრივ, იმოქმედებს სხვა ატომის საქციელზე, ყოველგვარი დამაკავშირებელი რგოლის გარეშე, მათ შორის.

როდესაც ჩვენ ვიყენებთ გონებას, მეორე მხარესთან კონტაქტისთვის, ჩვენ, ასევე, ვღებულობთ შედეგებს, რომლიც ძნელად ასახსნლია თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით. მეცნიერებამ გადადგა უდიდესი ნაბიჯები წინ, მაგრამ, ჯერ კიდევ, ბევრია შესასწავლი ჩვენი მსოფლიოს შესახებ.

აი, კიდევ, ერთი წარმოუდგენელი ფენომენი, რომელშიც მეცნიერები იძულებული არიან დარწმუნდნენ, ნიუ-იორკ ტაიმსმა“, ახლახანს, გვაცნობა: იტალიელ, ფრანგ, კანადელ და ირაელელ ბიოლოგთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ შეიძლება მოხდეს რეაქცია, ორ ხსნარს შორის, მაშინაც კი თუ ერთ-ერთი, ამ ხსნართაგან, იმდენად გაზავებულია წყლით, რომ მისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.

ერთმა მსოფლიოში ყველაზე უფრო პატივსაცემმა და პრესტიჟულმა ჟურნალმა ბუნება-მ, რომელიც დაარსებულია საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ლონდონში, გამოაქვეყნა ანგარიში, ამ გამოკვლევის შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, აღიარა, რომ სარედაქციო კოლეგიამ მიღებული შედეგები მიიჩნია სრულიად დაუჯერებლად. მათ ასეთი კომენტარი გააკეთეს: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოცემული შედეგი უნდა იყოს მცდარი, მაგრამ მათი უარყოფა არ შეგვიძლია”.

ერთი სითხე განზავებული იყო წყლით 10 120-ე ხარისხში. ეს ნიშნავს, რომ იმ ნივთიერებიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, რომ გამოეწვია ქიმიური რეაქცია – და მაინც, რეაქცია მოხდა.

როგორ? იფიქრეთ, დახუჭეთ თვალები, ასწიეთ ოდნავ ზემოთ და იფიქრეთ, ასეთი რამ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. დახმარება მეორე მხრიდან – ყველაზე უფრო შესაძლებელი პასუხია.

 

მოქმედების გეგმა – დღეები 6-10

მომდევნო ხუთ დღეს, თქვენი დილის მუშაობა გამარტივდება, შუადღის რელაქსაცია გახდება საინტერესო, ხოლო საღამოს მეცადინეობები იქნება უფრო პროდუქიული და პრაქტიკული.

სხვა სიტყვებით, ყოველდღიური სამ-სამი მეცადინეობა მე-6-დან მე-10-დღემდე გაგრძნობინებთ, რომ  საგრძნობლად მიუახლოვდით ალფა-დონეზე შესვლას, მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურებას და მეორე მხარესთან წარმატებულ კონტაქტს.

მაშინაც კი, როცა სილვას მეთოდის შემსწავლელები ამთავრებენ სწავლას, მე ვურჩევდი მათ ალფა-დონეზე შესვლას, დღეში სამჯერ, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ პრაქტიკა, განწყობა და ცენტრირებულობა. გარდა ამისა, ვურჩევდი მათ  ალფა-დონეზე დარჩენას, რამდენიმე წუთით, რათა  დაეპროგრამირებინათ თავიანთი ცხოვრების და იმ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება, ვინც მათთვის ძვირფასია. ხუთი წუთი ალფა-დონეზე, კარგია, 10 წუთი – ძალიან კარგი, 15 წუთი – მშვენიერი.

თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ალფა-დონე შეიძლება გახდეს თქვენთვის თერაპიული მდგომარეობა. მე გაგაცნობთ ტექნიკას, რომელსაც შეძლებთ, რომ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ, ამ დონეზე ყოფნისას. 15 წუთი  ალფა- დონეზე, დღეში სამჯერ, გახდება თქვენთვის საუკეთესო წამალი.

ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გამოაცხადა, რომ  ხუთიდან ოთხი ნერვიული შლილობა იწყება, არა თვით სტრესების შედეგად, არამედ მოუსვენრობით. ერთ-ერთი კლინიკის პაციენტებზე, ჩატარებულმა გამოკვლევებმა ჩვენა, რომ ყველა ავადმყოფობის 35 პროცენტი იწყება მოუსვენრობი. ვარჯიშები მე-6-10 დღეებში გასწავლიან თქვენ ღელვისგან განთავისუფლებას და მის შეცვლას პოზიტიური აზროვნებით, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაწყვეტილების პოვნაზე. ეს სასურველად მოქმედებს თქვენს ყველა უჯრედზე და სხეულის ორგანოებზე და ხსნის გზას მეორე მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

დილის და შუადღის უკუღმა დათვლა განახევრდება, რაც მოგცემთ საშუალებას მეტი დრო დაუთმოთ სხვა საინტერესო საქმეს. მაგალითად, დღის ვარჯიშებიდან ზოგი დღის ვარჯიში დაეთმობა ამბის ისეთნაირად მოხდენის ვიზუალიზაციას, როგორც გინდოდათ რომ მომხდარიყო. თქვენ გააკეთებთ თქვენი მენტალური კომპიუტერის გადაპროგრამირებას,  აგრეთვე, თუ აუცილებელია, დიდი კომპიუტერისასაც, რომ აიძულოთ, ამბავი მოხდეს ისე, როგორც თქვენ გინდათ.

საღამოობით, უკუღმა დათვლის შემდეგ, ივარჯიშებთ გაღრმავებაზე, ან დღის პროგრამირების გაძლიერებაზე, ან ივარჯიშებთ სხვა სასარგებლო მოქმედებებით. ხლა, დეტალურად განვიხილავთ დილის, შუადღის და საღამოს მეცადინეობებს, შემდეგ კი, ამ თავის ბოლოს, ადვილად დამახსოვრებისთვის, ყოველი დღის პროგრამას შევაჯამებთ.

 

რა გავაკეთოთ დილით  ---  დღეები 6-10

აი, თქვენი დილი მოქმედების გეგმა მომდევნო ხუთ დღეს:

1.    როცა გაიღვიძებთ, დაჯექით, ბალიშზე მიყრდნობილი.

2.    დახუჭეთ თვალები, ასწიეთ ოდნავ ზევით და ნელა დათვალეთ უკუღმა 50-დან 1-დე.

3.    ერთს რომ მიაღწევთ, უთხარით თქვენს თავს: ყოველთვის, როცა ასე ვდუნდები, მე შევდივა ალფა- დონეზე, სულ უფრო, ღრმად და სწრაფად.

4.    შემდეგ თქვით: პოზიტიურ აზრებს მოაქვს ჩემთვის ყველა სიკეთე და უპირატესობა, რომლიც მსურს.

5.    დაამთავრეთ ვარჯიში დათვლით 1-დან 5-დე. გაჩერდით 3-თვლაზე და იფიქრეთ: როცა მე გავახელ თვალებს 5-თვლაზე, მე ვიქნები სრულიად მხნედ და თავს ვიგრძნობ მშვენივრად. 5-ის დათვლაზე გაახილეთ თვალები და უთხარით საკუთარ თავს: მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად.

ამგვარად, თქვენი დილის ვარჯიშების მეორე ხუთეული პირველისგან განსხვავდება ორი მომენტით: თქვენ ითვლით 50-დან 1-დე და არა 100-დან და, მოდუნებულ მდგომარეობაში, უმატებ მეორე მტკიცებას, რითაც ახსენებთ თავს, რომ პოზიტიური აზროვნება ქმნის კეთილდღეობას და უპირატესობას.

როდესაც გაივლით ამის მსგავს 20-დღიან მეცადინეობებს, სილვას მეთოდის გამოყენება, მეორე მხრიდან დახმარების მისაღებად, თქვენთვის იქნება უფრო მარტივი და სწრაფი, ვიდრე, ნებისმიერ ამ ვარჯიშთაგანი. ალფა-დონეზე შესვლა და სასურველი ამბის პროგრამირება, თქვენთვის, იქნება, რამდენიმე სეკუნდის საქმე.  მთელი ამ პრაქტიკის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ალფა-დონეზე შესვლას, წამიერად.

მომდევნო ხუთ დღეში, აღარ დაგჭირდებათ თვლა 100-დან ერთამდე, არამედ, მხოლოდ 50-დან, იმიტომ, რომ  თანდათანობით შეძლებთ კონტროლს ალფა-მდგომარეობაზე.

მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენ,  ალფა-მდგომარეობაში ხვდებოდით, დღეში ორჯერ – დილით გაღვიძებისას და საღამოს დაძინებისას, მაგრამ არ შეგეძლოთ გაჩერება, იმ მდგომარეობაში და თქვენი მოქმედების მართვა. ეს რომ ყოფილიყო შესაძლებელი, თქვენ გაჩერდებოდით ხოლმე და ისარგებლებდით ყველა სიკეთით და უპირატესობით.

ხლა, თქვენ, ეუფლებით ასეთ კონტროლს.  მე-11 15 დღეებში უკუღმა დათვლა შემცირდება 25-დან ერთამდე. კერძოდ, ეს თვლა გახდება თქვენთვის სტანდარტული  ალფა-დონეზე შესასვლელად. გარდა ამისა,  არ მოგიხდებათ საწოლში ნახევრად წოლა, და სკამზე ჯდომაც კი. თქვენ შეძლებთ   ალფა-მდგომარეობაში შესვლას და ფიქრით ხატვას თქვენი პროგრამირებისა, სეირნობის ან მანქანის მართვის დროსაც კი.

 

 

 

რა გავაკეთოთ დღისით – დღეები  6-10

პირველი ხუთი დღის განმავლობაში თქვენ ტკბებოდით ვიზუალიზაციის პროცესით – ხილვა ნაცნობი საგნებისა, შია მხედველობით.

მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, გამოიყეებთ წარმოსახვას –შინაგანი მხედველობი ნაკლებად ცნობილი სახეების, საგნების, ადგილებისხილვა.

ვიზუალიზაცია და წარმოსახვა ნათელმხილველობის მნიშვნელოვანი ელემენტებია. აი, რატომ დავუბრუნდებით ჩვენ, მუდმივად, აზრობრივი წარმოსახვების შექმნის ამ ორ ასპექტს.

რა არის ნათელმხილველობა? ინგლისური ენის ლექსიკონი გვაძლევს ორ განმარტებას.

1.    საგნების აღქმის სავარაუდო უნარი, ადამიანური გრძნობების არაბუნებრივ დიაპაზონში.

2.    დახვეწილი ინტუციური შორსმჭვრეტელობა ან აღქმა.

პირველ განსაზღვრებასში გამოყენებულია სიტყვა სავარაუდო, ალბათ გადმოსული იმ დროიდან, როცა ნათელმხილველობა არ იყო მოხვედრილი მეცნიერების მხედველობის არეში. უკვე მრავალი წელია მთავრობის  მიერ დაფინანსებულია პროექტი დისტანციური ხედვა, და გამოსაცდელები ზუსტად აღწერენ ნებისმიერად არჩეულ სცენებს, რომლებიც  დაშორებულია ათასობით  მილით, სავარაუდო“, აქ, არაფერია!

მეორე განასღვრებასთან, არა მაქვს საკამათო. დიახ, ნათელმხილველობა – ეს ინტუციური შორსმჭვრეტელობაა, რომელიც გულისხმობს აღქმის შინაგან მეთოდს. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებით.

ალფა-ლდონე, რომელიც ააქტიურებს მარჯვენა ნახევარსფეროს, გვევლინება კავშირად. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ცნობიერების მოცემული ნაწილი სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც არის მეორე მხარეს. მას აქვს  ინფორმაციის მიღების უნარი დაშორებული მანძილიდან და დროის ღერძის ორივე მხრიდან. დროისა და მანძილის ასეთი გადალახვა დამახასიათებელია მეორე მხარისათვის შემოქმედებითი სამეფოსთვის.

ამგვარად, შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში, ვიზუალიზაციის და წარმოსახვის პრაქტიკით, ამზადებთ თქვენს გონებას ნათელმხილველისთვის – დახმარებისთვის იქითა მხრიდან.

აი, რა უნდა აკეთოთ:

დაჯექით მოხერხებულ სკამზე, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და, ამოსუნთქვისას მოადუნეთ სხეული. აწიეთ, ოდნავ ზემოთ, თვალები და დაიწყეთ უკუღმა თვლა 50-დან 1-დე, როდესაც 1-ს მიაღწევთ, შეასრულეთ დავალება წარმოსახვაზე, რომელიც მოცემულია ქვემოთ 6-10 დღეებისთვის ცალ-ცალკე. შემდეგ დაამთავრეთ მეცადინეობა, ისე, როგორც დილით, დათვლით 1-დან 5-დე, დათვლის შემდეგ, სიტყვებით, მხნეობაზე და კარგ თვითშეგრძნებაზე.

მე-6 დღე. უკუღმა დათვლის შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენი თავი ულამაზეს ყვავილნარში. დაინახეთ ლამაზი ყვავილები. შეისუნთქეთ არომატი. ერთ-ერთი ყვავილის დათვალიერების დროს, შენიშნეთ წყლის წვეთი მასზე, შენიშნეთ ამ წვეთში არეკლილი ცისარტყელას ყველა ფერი. დაამთავრეთ მეცადინეობა.

მე-7 დღე. უკუღმა დათვლის შემდეგ წარმოიდგინეთ წყნარი ტბა. ის ისეთი წყნარია, რომ, ნაპირზე მდგარი,  ხედავთ, წყალში არეკლილ,  საკუთარ თავს. ამ ანარეკლის ცქერისას, უთხარით თქვენს, თავს სამი სიტყვა: მე შენ მიყვარხარ. დაამთავრეთ მეცადინეობა.

მე-8 დღე. უკუღმა დათვლის შემდეგ, წარმოიდგინეთ, როგორ აკეთებთ რაღაცას, რისი გაკეთების ცოდნაც ყოველთვის გინდოდათ. წარმოიდგინეთ, როგორი ნიჭიერი გამომგონებელი, მუსიკოსი, მსახიობი, ან მწერალი ხართ, რომელიც უფრო მოგწონთ. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს, იყავით გააზრებული. დაამთავრეთ მეცადინეობა.

მე-9 დღე. უკუღმა დათვლის შემდეგ, წარმოიდგინეთ, როგორ ჭამთ საყვარელ კერძებს. დაინახეთ თქვენი საყვარელი წვნიანი, საყვარელი ხორციანი კერძი, საყვარელი სალათი და საყვარელი დესერტი, ან ოთხი-ხუთი სხვა კერძი, რომლებიც თქვენ ნამდვილად მოგწონთ. ყოველი წარმოდგენილი კერძისას გაიხსენეთ მისი გემო და იგრძენით სიამოვნება ჭამის პროცესისგან. დაამთავრეთ მეცადინეობა.

მე-10 დღე. უკუღმა დათვლის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ უკვე გავიდა ერთი საათი. დაინახეთ, რომ ხდება რაღაც კარგი. შეიძლება  გამოგიჩნდათ ახალი მეგობარი, მყიდველი ან თანამშრომელი. შეიძლება გადაწყვიტეთ რომელიღაც პრობლემა. გაითამაშეთ მენტალური ფილმი ამ წარმოსახვით ამბავზე. დაამთავრეთ მეცადინეობა. შემდეგ, იფიქრეთ მასზე. შესაძლებელია თუ არა ეს?

 

რა გავაკეთოთ საღამოს,  დღეები 6-10

შემდეგი ხუთი საღამოს განმავლობაში, გაკვალავთ გზას, იმისათვის, რომ სიზმრებმა თქვენთვის იმუშაოს. აღამოს ვარჯიშს შეასრულებთ ძილის წინ. ყოველთვის გქონდეთ ბალიშის ქვეშ ან საწოლთან ახლოს კალამი და ქაღალდი, რომ შეგეძლოთ სიზმრის ჩაწერა.

აი, მთელი პროცედურა:  ლოგინშ ჩაწოლშემდეგ, დახუჭეთ თვალები, ოდნავ ზემოთ ასწიეთ და დაიწყეთ თვლა 50-დან 1-დე, როცა მიაღწევთ 1-ს, ღრმად ჩაისუნთქეთ და, ამოსუნთქვისას მოადუნეთ სხეული თავიდან ფეხის თითებამდე. შემდეგ ფიქრით უთხარით თავს: მე მინდა დავიმსახურო სიზმარი, და მე მას დავიმახსოვრებ. არ დათვალოთ წაღმა, არც ფიქრია საჭირო მხნეობაზე, რასაც ჩვეულებრივად აკეთებდით. დაიძინეთ. თქვენ გაგეღვიძებათ, ღამე ან დილით, სიზმრის გახსენებით. სასწრაფოდ ჩაიწერეთ სიზმრის ძირითადი აზრი.

ხშირად ხდება, რომ გვეღვიძება ღამით, გვახსოვს სიზმარი, ვამბობთ: არ დამავიწყდება. მაგრამ დილით აღარ გვახსოვს. მოგვიანებით, ჩვენ შევისწავლით თქვენს სიზმრებს, ასე, რომ ჩაიწერეთ ისინი.

ალბათ, თქვენ ისეც შეიძლება დაიმახსოვროთ ერთი, ან რამდენიმე სიზმარი. ეს კარგია. მაგრამ თქვენ მაინც შეასრულეთ მოცემული დავალება, რადგან ის ხდის პროცესს უფრო მეტად მართვადს.

უახლოეს ორ ღამეს, გთხოვთ დაიმახსოვროთ მხოლოდ ერთი სიზმარი. შემდეგ სამ ღამეს, დაიმახსოვრებთ თქვენს ყველა სიზმარს.

მე-6 და მე-7 საღამოები: 50-დან 1-დე დათვლის შემდეგ, მოადუნეთ ქუთუთოები, როგორც უწინ. შემდეგ უთხარით თქვენს თავს: მე მინდა დავიმახსოვრო სიზმარი, და მე მას დავიმახსოვრებ. დაიძინეთ. როცა გაიღვიძებთ, ჩაიწერეთ თქვენი სიზმარი.

მე-8, 9 და 10 საღამოები: ყველაფერი ისე, როგორც ზემოთ, მხოლოდ თქვენს თავს უთხარით:მე მინდა დავიმახსოვრო სიზმარი, და მე მას დავიმახსოვრებ. როცა გაგეღვიძებათ ღამით ან დილით სიზმრის გახსენებით, ჩაიწერეთ ის.

თუ თქვენ გესიზმრებათ კოშმარები, საერთოდ, და თუ დაგესიზმრათ სწავლების პერიოდში, ან შემდეგ, დილით, ალფა-დონეზე ყოფნისას, თქვენს თავს უთხარით: დამესიზმრა კოშმარი. მე კი ეს არ მომწონს. არ მსურს ვნახო ხოლმე კოშმარები. და აღარ ვნახავ მათ“. სიზმრების და ძილის მართვა თქვენს ხელშია. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ სასურველი სიზმრები და გამორთოთ, არასასურველი.

 

როგორ გავშიფროთ სიზმარი

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ  სიზმარი, ალბათ, წარმოადგენს ნეირონების მიერ ზედმეტი მასალის გამოდენას – თავისებურ წმენდას. თუ ეს ასეა, მაშინ ე.წ. მენტალური ნაგავი, რატომ არის უკუკავშირში მეხსიერების მეშვეობით, და  რატომ ხდება აღდგენა? ტვინის უჯრედები ხომ უფრო ჭკვიანებია.

სიზმარი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს, სხვაგვარად, ჩვენ, მას ვერ დავიმახსოვრებდით. ყველაფერს თავის საფუძველი აქვს. თუ მივიჩნევთ, რომ ვე ვხედავთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ან პრობლემის გადამწყვეტ სიზმრებს, მაშინ, რა მიზანი ვს მათ ნახვას?

ჩვენი ნერვული უჯრედების უმაღლეს პრიორიტეტია  ცალკეული ადამიანის, ან მთელი რასის გადარჩენის უზრუნველყოფა. თუ სიზმრებს ამ თვალსაზრისით შეხედავთ, შეიძლება დიდად მოიგოთ. თქვენი ნეირონები, სიზმრების მექანიზმის მეშვეობით, შეიძლება გემსახურონ როგორც სარკე, რომელიც გეუბნებათ: შეხედე, შენს თავს, როგორ რეაგირებ. ეს ხომ სტრესია. შენ ვნებ საკუთარ თავს. იმოკლებ სიცოცხლეს, უნდა შეიცვალო საქციელი.

აი, რატომ არის საჭირო მივაქციოთ სიზმრებს ყურადღება, რას აღნიშნავს სინამდვილეში? ხომ არ ცდილობს გაგვაფრთხილოს, რომ არ მოვხვდეთ შესაძლებელ სტრესულ სიტუაციაში? ზოგჯერ, სასარგებლოა ვივარაუდოთ, რომ ყოველი ადამიანი, თქვენი სიზმრიდან, წარმოადგენს თქვენივე თავის ერთ-ერთ წახნაგს: მეზობელი, ძმა, მამა, ძაღლი. ან შეიძლება, იყოს გარდასახვა თქვენი კეთილმეზობლობის, თქვენი ძმური მამა-შვილური, ან ცხოველური ნატურის. იფიქრეთ, თქვენი რომელი მხარე საჭიროებს, უფრო, პოზიტიურ კონტროლს.

მეცადინეობის, ამ, მეორე პერიოდის ბოლოს, თქვენ გექნებათ ხუთი ღამის სიზმრების ჩანაწერები, გადაათვალიერეთ ისინი, რას გვკარნახობს? თუ რომელიმე კონკრეტული სიზმარი რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ, დათვალეთ 50-დან ერთამდე, გააღრმავეთ რელაქსაცია, საყვარელი ადგილის მონახულებით და იქ ყოფნისას გაიხსენეთ ის სიზმარი, კიდევ გაითამაშეთ ის, ჰკითხეთ მისი მნიშვნელობა. თქვენი გონება გიპასუხებთ. მიხვედრა გაგინათებთ, რაც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.

თქვენ უკვე შუაგზაზე ხართ. უმაღლესი ინტელექტის, შემოქმედების სამეფოსთან, კონტაქტის უნარი მისაწვდომია თქენთვის. სიზმრების დამახსოვრებით ამზადებთ ნიადაგს „მეორე მხრიდან“ დახმარების მიღებისათვის. შემდეგ ხუთ დღეს, უფრო მეტად მიუახლოვდებით არამატერიალურ სამყაროსთან, იქითა მხარესთან შეხების შესაძლებლობას.

 

 

გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ღამის სიზმრები, მხოლოდ საწყისია, თქვენი გონება, თქვენი კონტროლის ქვეშაა, დღე და ღამე. საჭიროა გავამრავლოთ მიღწეული წარმატება. დღის წარმოსახვები ახალ ჰორიზონტს გადაგიშლით. ღამის სიზმრები კი გაგიაქტიურებთ მიხვედრილობას.

სილვას მეთოდი, რომელსაც ახლა ითვისებთ, გაძლევთ გონებაზე კონტროლს. ამ მეთოდის გამოყენებით, ნელ-ნელა მიხვდებით, ვინ ხართ, სინამდვილეში და, რა სახის მხარდაჭერას ღებულობთ „მეორე მხრიდან“.

აქამდე, თქვენ ვერ აფასებდით სრულად, თქვენს თავს. იჯერებდით თქვენი მშობლების, მასწავლებლების, მეზობლების, თანამშრომლების დამამცირებელ შეხედულებას თქვენს შესახებ. თავს მიიჩნევდით შეზღუდული გონების ადამიანად, არასრულფასოვანი ჩვევების, შეზღუდული უნარის მქონედ. არ მიგაჩნდათ, საკუთარი თავი, დიდი სიყვარულის, სიმდიდრის, დიდი პასუხისმგებლობის ღირსად.

როგორადაც წარმოიდგენთ თავს, ისეთია თქვენი თვითშეფასება. დაქვეითებული თვითშეფასება თავისებური ციხის როლს ასრულებს, თქვენი ზრდისთვის. და არასოდეს გახდებით იმაზე უკეთესი, ვიდრე თქვენი წარმოდგენაა საკუთარ თავზე. ადამიანთა უმრავლესობა, მთელ  სიცოცხლეს, ასეთ ციხეში ატარებს, მაგრამ, არა, თქვენ. ახლა, ყოველი ფურცლით, სულ უფრო დარწმუნდებით, რომ ციხის კარი დაკეტილი არ არის და, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ გამოსვლა იქიდან, ახალ ცხოვრებაში, რომელიც სავსეა უსაზღვრო სიხარულებით.

იმისდა მიხედვით, როგორ გააგძელებს თქვენი უნარის პროგრესირებას, გაიგებთ, როგორ შეცვალოთ თქვენი დაბალი თვითშეფასება. სიხარულით უნდა აღიაროთ, რომ გაქვთ მისასვლელი ძლიერებასთან, რომელსაც დიდხანს უარყოფდით და უნდა იყოთ მზად გამოიყენოთ ეს ძალა და მისი გამაოგნებელი შესაძლებლობები. ამით დაეხმარებით სხვა ადამიანებსაც, მათი სრული ძალის გაღვიძებაში. თქვენი ოჯახი და კოლეგები ისარგებლებენ ამით. თქვენ გარდაქმნით გარემოს, თქვენს ირგვლივ.

„ოღონდ, მე, არა“, კიდევ იტყვით დაეჭვებული, „მე გამიგია წარმატების შესახებ, მსგავსი ისტორიები, ეს შესაძლოა, ვიღაცასთან მოხდეს, მაგრამ არა, ჩემთან“.

თქვენ მართალი ხართ, სანამ ამბობთ „არას“, არაფერი მოხდება. თქვენ აგრძელებთ ციხეში ყოფნას. ეუბნებით თქვენს თავს: „შეინარჩუნე სტატუს-კვო“, და ინარჩუნებთ.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვათ: „დიახ“.  და გახდებით უფრო ჭკვიანი, ვიდრე ახლა ხართ, გამოიყენებთ თქვენს გონებას, იმისთვის, რომ მუდმივად გრძნობდეთ თავს კმაყოფილად, იყოთ უფრო შემოქმედი ადამიანი, მიიღოთ დახმარება „მეორე მხრიდან“, როდესაც ეს გჭირდებათ.

რომ იცოდეთ, რა იქნებოდა, როცა თქვენ არ იტყოდით „არას“, იტყოდით „დიახ“-ს.

როგორც კი იტყვით: „დიახ“, შეძლებთ განახორციელოთ ეს ყველაფერი.

 

შემოქმედებითი არხი

რა მოხდება, თუ იტყვით, „დიახ“, და გექნებათ საუკეთესო შემოქმედებითი არხი? იცნობთ ასეთ ადამიანებს? ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება, ასეთი ადამიანებისა, არის ის, რომ ისინი თბილები და მზრუნველები არიან, ფლობენ მშვიდ სიბრძნეს, მათ მოსწონთ თავიანთი სამუშაო, სხვებსაც აღაფრთოვანებენ და თვითონაც ტკბებიან სიცოცხლით.

მინდოდა გენახათ თქვენი თავი, როგორი გახდებით, მას შემდეგ, როცა იტყვით, „დიახ“, რითაც გაუხსნით გზას თქვენს ნიჭს, დახვეწისკენ. ახლა, მე  გაძლევთ ასეთ შესაძლებლობას. ჯერ, წაიკითხეთ ეს ინსტრუქციები:

1.           დაისახეთ დროებითი მიზანი, ქვემოთ მოყვანილიდან, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენთვის, მოცემულ მომენტში: ა) სუხვე ბ) სიყვარული გ) ჯანმრთელობა.

2.           შეასრულეთ ქვემოთ აღწერილი ვარჯიში, არჩეული პრიორიტეტის შესაბამისად. მიაქციეთ ყურადღება, რომ ცალკეა  განყოფილება სიყვარულზე, მარტოხელა ადამიანებისთვის და, ცალკე, დაქორწინებული მკითხველისთვის,.

3.           როცა შეასრულებთ ვარჯიშს, გაახილეთ თვალები, წაიკითხეთ ბოლო განყოფილება, რომლის სათაურია, „გიყვარდეთ თქვენი სამყარო“, შემდეგ, კვლავ გადადეთ წიგნი და იმუშავეთ ამ ვარჯიშზე.

 

სიუხვის შეძენა

შეასრულეთ უკუღმა თვლა, იმ წერტილიდან, რომელსაც მიაღწიეთ ყოველდღიური პრაქტიკით, 100-დან ერთამდე, ან 50-დან ერთამდე, დახუჭეთ თვალები და ასწიეთ ოდნავ ზემოთ, გაითამაშეთ აზრობრივი ფილმი. წერთ სცენარს, საკუთარ თავზე და თქვენს ოჯახზე, გაქვთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, და თუ წარმოიშობა რაღაცის საჭიროება, ის სწრაფად კმაყოფილდება. შედით ამ აზრობრივ ფილმში, როგორ გრძნობთ თავს, როცა გაქვთ შესაძლებლობა, აკეთოთ ის, რაც მოგწონთ, და გაქვთ ყველაფერო, რაც ამ მიზნისთვის გჭირდებათ? დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, მშვენიერი განწყობით. ახლა ,გადადეთ წიგნი და შეასრულეთ ეს ვარჯიში.

 

სიყვარულის შეძენა მარტოხელა მკითხველისთვის

 

შეასრულეთ უკუღმა დათვლა, იმ წერტილიდან, რომელსაც მიაღწიეთ ყოველდღიური პრაქტიკით. თვალები დახუჭულია და ოდნავ ზემოთ აწეული. გაითამაშეთ აზრობრივი ფილმი: მარტოხელა ხართ და არ გინდათ ასე დარჩენა. ეძებთ ადამიანს, რომლის შეყვარებასაც შეძლებთ და, რომელიც შეგიყვარებთ, მას, ვისთანაც ისურვებდით სიცოცხლის გატარებას. უცბად, ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენს წინაშე. თქვენ უყურებთ ერთმანეთს თვალებში, ორივე განიცდით ექსტაზს, იმით, რომ იპოვეთ ერთმანეთი. დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით ერთიდან ხუთამდე, საუკეთესო განწყობით.

ახლა, გადადეთ წიგნი და შეასრულეთ ეს ვარჯიში.

 

სიყვარულის შეძენა ქორწინებაში მყოფთათვის

შეასრულეთ უკუღმა დათვლა, იმ წერტილიდან, რომელსაც მიაღწიეთ ყოველდღიური პრაქტიკით. თვალები დახუჭულია და ოდნავ ზემოთ აწეული. გაითამაშეთ აზრობრივი ფილმი: თქვენ და თქვენი მეუღლე ცალ-ცალკე კითხულობთ წიგნს, არაფერი გაქვთ სასაუბრო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანს. მაგრამ, უეცრად, შეხედავთ ერთმანეთს, ორივენი იღიმებით, გადადებთ წიგნებს გვერდზე, დგებით და ერთმანეთისკენ მიდიხართ. უყურებთ ერთმანეთს თვალებში, ყველა ყოფილი გაუგებრობა და უთანხმოება გტოვებთ, თითქოს, პირველად  ხედავთ ერთმანეთს. ეს არის განახლებული ოჯახური ბედნიერების დასაწყისი.

დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, საუკეთესო განწყობით.

ახლა, გადადეთ წიგნი და შეასრულეთ ეს ვარჯიში.

 

ჯანმრთელობის შეძენა

შეასრულეთ უკუღმა დათვლა, იმ წერტილიდან, რომელსაც მიაღწიეთ ყოველდღიური პრაქტიკით. თვალები დახუჭულია და ოდნავ ზემოთ აწეული. გაითამაშეთ აზრობრივი ფილმი: თქვენს თავს ხედავთ პაციენტად და იმავე დროს, თავს წარმოიდგენთ ექიმად. დაუკვირდით, როგორ კურნავთ საკუთარ თავს. შენიშნეთ, როგორი გამოძახილი აქვს თქვენში მკურნალობას. გრძნობთ, როგორ ქრება ჯანმრთელობის პრობლემა. ხედავთ თქვენს თავს ენერგიულს, ახალგაზრდას და ისეთს, რომ ასხივებთ ჯანმრთელობას.

დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, საკუთარი თავის საუკეთესო შეგრძნებით.

ახლა, გადადეთ წიგნი და შეასრულეთ ეს ვარჯიში.

 

გიყვარდეთ თქვენი სამყარო

შეასრულეთ უკუღმა დათვლა, იმ წერტილიდან, რომელსაც მიაღწიეთ ყოველდღიური პრაქტიკით. თვალები დახუჭულია და ოდნავ ზემოთ აწეული. თქვენ ხედავთ ოთახს, რომელშიც იმყოფებით, ისე, თითქოს ჭერში ხართ, იქიდან ათვალიერებთ, რა ხდება. კიდევ ზევით აიწიეთ და წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ თქვენს სახლს. ეს მშვენიერი შეგძნებაა. დაე, თქვენი წარმოსახვა დაფრინავდეს. შეგიძლიათ დაინახოთ მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა. თქვენს წარმოსახვას მიეცით უფლება, მოეხვიოს მთელ პლანეტას, მთელ მზის სისტემას, მთელ გალაქტიკას, მთელ სამყაროს. იგრძენით სიყვარული სამყაროსადმი. იგრძენით, როგორ უყვარხართ სამყაროს. წამოიღეთ ეს სიყვარული დედამიწაზე, თქვენს ქალაქში, თქვენს ოთახში, სადაც ზიხართ.

დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, მშვენიერი გუნება-განწყობით.

ახლა, გადადეთ წიგნი და შეასრულეთ ეს ვარჯიში.

ეუბნებით ცხოვრებას „დიახ“? იყავით მზად ბედნიერი ცვლილებისთვის, რადგან ცხოვრებაც გეუბნებათ: „დიახ“.

 

 

თავი 5

 

სასარგებლო რჩევები  „მეორე მხარესთან“ დაკავშირებით

 

სილვას მეთოდით გონების მართვის სასწავლო კურსებზე, ყოველ მსმენელს ეძლევა წარმოსახვითი მრჩეველის შექმნის ზუსტი მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში, შემოქმედებით დონეზე მუშაობისას.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ექვსი წლის გოგონა შეეცადა ემკურნალა ქალისთვის, რომელმაც დახმარება მთხოვა ტელეფონით. ჩემი შვილი, ალფა-მდგომარეობიდან გამოსვლისას, იყო შეშფოთებული.

რა მოხდა, ძვირფასო?  ვკითხე.

მას ისეთი დიდი თვალები აქვს, შემაშინა.  მიპასუხა მან.

გაატკაცუნე მარცხენა ხელის თითები და ის დაპატარავდება.  ვურჩიე.

ერთი წამის შემდეგ, მან განაახლა მცდელობა, ემკურნალა ქალისთვის. ამჯერად, ის სულ იღიმებოდა.

ახლა, რა ხდება, ძვირფასო?  ვკითხე.

ის თოჯინასავითაა, მიპასუხა აღარ მაშინებს.

მე დავფიქრდი ამაზე. რა იქნებოდა, გვერდით რომ არ ვყოფილიყავი? შეიძლება, ბავშვებს უნდა ჰყავდეთ, თავიანთ წარმოსახვით ლაბორატორია,ი, წარმოსახვითი მოზრდილი ადამიანი. იქნებ, მოზრდილებსაც არ აწყენდათ?

გადავწყვიტე, წინადადება მიმეცა, ჩემი მსმენელებისთვის, რათა შეექმნათ მრჩეველი, და ეს მიღებული იქნა აღფრთოვანებით. ყველას შეეძლო მიემართა ამ წარმოსახვითი ადამიანისთვის, რჩევის მისაღებად, როგორ გადაეჭრათ ჯანმრთელობის პრობლემა, პაციენტთან მუშაობისას. პასუხები მოდიოდა, არა ცხადად, არამედ, მათი ინტელექტის მეშვეობით. თითქოს ისინი, ამას თავად ხვდებოდნენ. მათ, უბრალოდ, თავში მოსდიოდათ, რა უნდა გაეკეთებინათ.

ძალიან მომეწონა ეს იდეა. ერთხელ, ვთხოვე ჩემს უმცროს ვაჟიშვილს, როდესაც ის მუშაობდა ალფა-დონეზე, თავის ლაბორატორიაში, პაციენტთან:

ჰკითხე, შენს მრჩეველს, რაც ფიქრობს ჩემს იდეაზე, მისი შექმნის შესახებ?

ვაჟიშვილმა თვალის დახამხამებაში მიპასუხა:

ის ამბობს, რატომ ფიქრობ, რომ ეს, შენი იდეაა?

ასეთ პასუხს, პატარა ბიჭს, ვერ მიაწერ.

დღეს, სილვას მეთოდის შემსწავლელი კურსების რვა მილიონ კურსდამთავრებულს ჰყავს თავისი წარმოსახვითი მრჩეველი. ისინი ეხმარებიან მათ „მეორე მხარესთან“ კავშირში.

 

როგორ ავირჩიოთ მრჩეველი

მრჩეველებს თქვენ თვითონ ირჩევთ. შეიძლება, ის იყოს, ცოცხალი, ან გარდაცვლილი. შეიძლება, იყოს თქვენი ნათესავი, მეგობარი, ისტორიული, ან რელიგიური პირი, ან უბრალოდ, წარმოსახვითი ადამიანი. პირველი ათი დღის მეცადინეობის შემდეგ, შეეცადეთ შექმნათ მრჩეველი, რომელიც დაგემარებათ. ეს ასე გააკეთეთ:

„წადით“ თქვენს საყვარელ ადგილზე, რომელიც ამოარჩიეთ რელაქსაციისთვის და „მიიპატიჟეთ“ ისინი, ვინც გინდოდათ, რომ გყოლოდათ მრჩევლებად, რათა შემოგიერთდნენ, ახლაც და შემდეგაც, ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდებათ მათი დახმარება. ახლა „წადით“ საყვარელ ადგილზე და თქვენი მრჩევლები იქ დაგხვდებიან.

სჯობს მრჩევლებად აირჩიოთ მამაკაციც და ქალიც, რომ უფრო ფართო დიაპაზონით მიიღოთ რჩევები. ამ პროგრამის დამუშავებისას, ჩემი შვილების დახმარებით, ვიწყებდი იმით, რომ ჩემს მსმენელებს ვურჩევდი,  ერთი მრჩეველი ჰყოლოდათ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ კაცმა მრჩეველმა უარი თქვა დახმარებაზე, როცა საჭირო იყო ქალის ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტა. მაშინ, მსმენელებს ვურჩიე ჰყოლოდათ ორი მრჩეველი, კაცი და ქალი.

ახლა, მოგცემთ ინსტრუქციას მრჩეველების შექმნისთვის. მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის, უკვე დაამთავრეთ ათდღიანი ვარჯიშები. მაგრამ, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გაადადოთ მრჩეველთა შექმნა, ნებისმიერი ვადით, სანამ არ დახვეწთ ტექნიკას, რომელიც უნდა შეისწავლოთ.

ახლა, იფიქრეთ იმაზე, როგორი მრჩეველი გენდომებოდათ. იფიქრეთ,  როგორ გენდომებოდათ, რომ გამოიყურებოდეს.როგორი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ მრჩეველები, რეალური, თუ წარმოსახვითი, თქვენ, ასე თუ ისე, ქმნით მათ. ისინი იქნებიან აზრობრივი წარმოსახვის რეზულტატები. როგორც ასეთი, მრჩეველები არამატერიალურები არიან და ამიტომ, ფლობენ უნარს დაგვაკავშირონ არაფიზიკურ სამყაროსთან, „მეორე მხარესთან“. არ არის საკვირველი, რომ როცა ვეკითხებით რაიმეს მრჩეველს, მისი პასუხი, ძალიან ხშირად, გენიალურად გამოიყურება, ის ხომ უმაღლესი ინტელექტიდან მოდის, რომელთანაც ვამყარებთ კონტაქტს, მოდუნებით და აზრობრივი ხატებით. მაშინაც კი, თუ მრჩევლად აიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, მისი პასუხები სასარგებლო იქნება თქვენთვის. მრჩეველები არიან „მეორე მხარესთან“ დამაკავშირებელი ხიდები და ამიტომაც, გენიოსები, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არიან ისინი.

როგორ მოდის პასუხები? როდესად შედიხართ ღრმად მოდუნებულ დონეში, „მიდიხართ“ რელაქსაციის საყვარელ ადგილზე და აძლევთ შეკითხვას მრჩეველს, ციდან ხმა  არ მოგესმებათ, პასუხი გახმოვანებული არ იქნება, ის მოვა მენტალურად, მას შემდეგ, როცა შეკითხვას მისცემთ. აუცილებელია, გამოიცნოთ პასუხი, რომელიც არის აზრობრივი ტელეპატიის მსგავსი, თქვენი მრჩეველის მხრიდან.

 

როგორ შევქმნათ მრჩეველი

 

ჯერ შექმენით მრჩეველი მამაკაცი. ეს, შეგიძლიათ გააკეთოთ დამჯდარმა.

1.           დახუჭეთ თვალები, ოდნავ ზემოთ ასწიეთ და დაიწყეთ უკუღმა თვლა, 50-დან ერთამდე.

2.           გააღრმავეთ ალფა-დონეზე შესვლა, პრიგრესული რელაქსაციის შემოკლებული ტექნიკის დახმარებით.

3.           ფიქრით გადადით რელაქსაციის საყვარელ ადგილზე.

4.           მიიპატიჟეთ მამაკაცი მრჩეველი, რომ შემოგიერთდეთ. დაინახეთ, როგორ გამოჩნდება. შექმენით ის. წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენთან არის. მადლობა უთხარით მოსვლისთვის.

5.           ყოველთვის, როცა „გადახვალთ“ რელაქსაციის საყვარელ ადგილზე, იმისთვის, რომ სთხოვოთ დახმარება თქვენს მრჩეველს, ის, ყოველთვის, იქ დაგხვდებათ. გულწრფელად უთხარით მადლობა, აღმოჩენილი დახმარებისთვის.

6.           დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე,  სამის და ხუთის თვლაზე, გაახსენეთ თქვენს თავს, რომ როცა გაახელთ თვალებს, იქნებით სრულიად მხნედ და გექნებათ მშვენიერი გუნება-განწყობა.

მეცადინეობას რომ დაამთავრებთ, შეგიძლიათ, მაშინვე გაიმეოროთ პროცედურა და შექმნათ ქალი მრჩეველი.

 

როგორ გამოვიყენოთ მრჩევლები

 

თქვენ ვერ შეძლებთ მრჩევლების მომსახურების გამოყენებას, სანამ არ დაამთავრებთ შემდგომ სწავლას და არ განავითარებთ კონტაქტს „მეორე მხარესთან“. ამ წიგნის მეორე ნაწილის წაკითხვის შემდეგ, როცა დაიწყებთ ამ კონტაქტით სარგებლობას, მოგეცემათ შესაძლებლობა, შეაფასოთ თქვენს მიერ შექმნილი გენიოსების ღირსებები.

ამისთვის, შედით ალფა-დონეზე, იმ დროისთვის ეს პროცედურა იქნება უფრო მოკლე. „წადით“ რელაქსაციის საყვარელ ადგილას, სადაც მიიპატიჟებთ ერთ-ერთ მრჩეველს. იქ, მას სთხოვეთ გიპასუხოთ შეკითხვაზე. შემდეგ, დაფიქრდით თქვენს მიერ დასმულ პრობლემაზე და საძიებელი პასუხი, უბრალოდ, მოგივათ თავში.

ედნა გ-მ შექმნა, ვიზუალიზაციით, კაცი მრჩეველი, თავისი ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლიდა. ის დაეხმარა ყველა პრობლემის გადაწყვეტაში, და არა მარტო, თავისი სპეციალობის ჩარჩოებში.

ვიქტორ ხ-მ შექმნა პროფესიით ექიმი ქალი მრჩეველი, ამ მრჩეველმა ძალიან კარგი დახმარება გაუწია, არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემებში, არამედ, ფინანსურ საკითხებსა და ადამიანთა შორის დამოკიდებულებებშიც.

ბარბარა ბ-მ ამომირჩია მრჩევლად მე. ასევე მოიქცა ბევრი სხვაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ზეცნობიერება, ხშირად, გამოიყენებოდა ხოლმე, უმაღლესი ინტელექტის არხებით, დღისა და ღამის ყოველ დროს. მაგრამ, ეს, გავლენას არ ახდენდა ჩემს ცნობიერებაზე.

სხვები ირჩევდნენ აინშტაინს, ბუდას, ქრისტეფორე კოლუმბს, იესოს, ბენჯამინ ფრანკლინს და ა.შ. ქალ მრჩევლებად ირჩევდნენ, მადამ კიურის, ღვთისმშობელ მარიამს, გოლდა მეირს და სხვებს.

ცხადია, მრჩევლებად შეიძლება ავირჩიოთ მეგობრები, ან ნათესავები, ცოცხლები, ან გარდაცვლილები. ის ფაქტი, რომ ისინი ცოცხლები არიან, არ ამცირებს მათ კავშირს „მეორე მხარესთან“. სიცოცხლეში, ყველანი დაკავშირებულნი ვართ სულიერ სამყაროსთან. სიკვდილის შემდეგ, უბრალოდ, გადავდივართ იქ .ასეა, თუ ისე, ვიჭერთ ინფორმაციას, რომელიც დაფარულია ჩვენი გრძნობის ორგანოებისთვის. წარმოიდგინეთ, როგორი გიგანტური მოცულობისაა ეს ინფორმაცია. ის ხომ სხვა პლანეტების ინტელექტიდან მოდის, სხვა მზის სისტემებიდან, სხვა გალაქტიკებიდან და შეიძლება, ჩვენი პლანეტისთვის უხილავი სისტემებიდანაც კი.

 

რა ვაკეთოთ დილით მე-11 მე-15 დღეებში

მესამე ხუთდღიურის განმავლობაში, თქვენი დილის მუშაობა უფრო გამარტივდება. ახლა დაითვლით 25-დან ერთამდე. ეს, შედარებით, მოკლე თვლა უზრუნველყოფს ისეთივე ღრმა რელაქსაციას, როგორსაც აღწევდით პირველ ხუთ დღეს 100-დან ერთამდე დათვლით და, მეორე ხუთ დღეს 50-დან ერთამდე, და შესაძლოა, უფრო მეტსაც.

თქვენი სხეული და გონება სწავლობს მოდუნებას, ამიტომ გჭირდებათ სულ უფრო ნაკლები და ნაკლები დრო უკუღმა დათვლისთვის, რამდენადაც ის წარმოადგენს ჩართვის ფაქტორს. თქვენ ყოველთვის დაგჭირდებათ თვლა. მაგრამ, მე-16 დღიდან დაწყებული, დაითვლით ხუთიდან ერთამდე. ეს გახდება, თქვენთვის, ალფა მდგომარეობაში შესვლის სტანდარტული მეთოდი.

დილის მოქმედებების გეგმა მესამე ხუთდღიურში დარჩა იგივე, რაც იყო მეორე ხუთდღიურში(მე-6 მე10 დღეები), იმ განსხვავებით, რომ შემცირდა თვლა. აი, ის, მოკლედ:

1.           საწოლში დაიკავეთ ნახევრადმწოლარე მდგომარეობა.

2.           დახუჭეთ თვალები, ოდნავ ზემოთ ასწიეთ და დაიწყეთ თვლა ნელა, 25-დან ერთამდე.

3.           გაიმეორეთ: „ყოველთვის, როცა ასეთნაირად ვდუნდები, შევდივარ ალფა-დონეზე, უფრო ღრმად და უფრო სწრაფად“.

4.           „პოზიტიურ აზრებს მოაქვს, ჩემთვის, ყველა სიკეთე და უპირატესობა, როგორსაც ვისურვებ“.

5.           „ერთი, ორი, სამი, როცა თვალებს გავახელ, ხუთის თქმისას, ვიქნები სრულიად მხნედ და ჩემი გუნება-განწყობა იქნება მშვენიერი“.

6.           „ოთხი, ხუთი, თვალები გახელილია. მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად“.

ამ ხუთ დღეს, შეხვალთ ალფა-დონეზე, უფრო ღრმად და სწრაფად, ამიტომ, აუცილებელია, მიაქციოთ  ყურადღება მენტალურ მტკიცებას, რომელსაც წარმოთქვამთ სამის თვლაზე და შემდეგ კვლავ, როცა თვალებს გაახელთ, ხუთის თვლაზე: „მე მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად!“

მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ფრაზის ბოლოს ვსვამთ ძახილის ნიშანს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მეტი მახვილი ამ ფრაზაზე. რამდენადაც ღრმად შედიხართ ალფა მდგომარეობაში, ეს მახვილი დაგეხმარებათ, რომ მხნედ დაბრუნდეთ ბეტა მდგომარეობაში.

თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ალფა მდგომსარეობიდან გამოსვლისას, საშიში არ არის, ეს იქნება იმის ტოლფასი, რომ დილით ადგეთ გამოუძინებელი.აი, სულ გამთქნარებთ: „კიდევ ერთი ფინჯანი ყავა, თუ შეიძლება!“

რა ვაკეთოთ დღისით, მე-11 მე-15 დღეებში

თქვენს საძილე ოთახში არის ფურცლები, ან ბლოკნოტი, სადაც წერდით სიზმრებს, ბოლო ხუთ ღამეს, 6--10 . ის საინტერესოა თქვენთვის, დასაფიქრებლად, შემდეგი ხუთი შუადღის ვარჯიშებისას.

 ალფა-დონეზე, ჩვენ, უფრო შემოქმედნი ვართ. ამის დემონსტრირება გააკეთა ერთ-ერთმა ჩვენმა მასწავლებელმა, მეცადინეობის დროს. მან მისცა წინადადება მსმენელებს, დაეწერათ ნებისმიერი წინადადება, ან ფრაზა, რაც მოუვიდოდათ თავში. შემდეგ მან სთხოვა ალფა მდფომარეობაში შესვლა, თვალის გახელა და კვლავ დაწერა იმისა, რაც მოუვიდოდათ თავში.

ამის შემდეგ კლასი ისმენდა სტუდენტის მიერ წაკითხულ ორ ფრაზას, იმის დაზუსტების გარეშე, რომელი იყო ადფა დონისა. მსმენელები, თითქმის ყოველთვის, იცნობდნენ ალფა ჩანაწერს, რადგან ის იყო უფრო ფილოსოფიური, შეიცავდა მეტ სობრძნეს და შემოქმედებას. ალფა ჩანაწრებო, საერთოდ, უფრო ღრმაა თავისი მნიშვნელობით, ვიდრე ბეტა მდგომარეობის ჩანაწერები.

ახლა, თქვენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალფა დონის ეს დამატებითი სიბრძნე და შემოქმედებითობა სიზმრების უკეთესად, აზრიანად გასაგებად. შეგიძლიათ ბეტა-დონეზე გადაიკითხოთ თქვენი სიზმრები. აირჩიოთ ისინი, რომლებმაც მეტი ყურადღება მიიპყრო, და შემდეგ კვლავ წაიკითხოთ ისინი ალფა-დონეზე.

ამით ივარჯიშებთ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებაში და ამავე დროს, შეიძლება შეიძინოთ ძვირფასი ცოდნა თქვენს თავზე. ქვემოთ მოყვანილია შემდეგი ხუთი დღის პროგრამა, სადილობის შემდგომი ვარჯიშებისთვის.

მე-11 დღე. შეკრიბეთ ყველაფერი, რაც ჩაიწერეთ გაცულ ხუთ დღეში. გქონდეთ თქვენთან ახლოს, შუადღის ვარჯიშისას. შედით ალფა-დონეზე, 25-დან ერთამდე უკუღმა დათვლით, დახუჭული და ოდნავ ზემოთ აწეული თვალებით. როდესაც მიხვალთ ერთამდე, ფიქრით უთხარით თქვენს თავს: „მე ვახელ თვალებს და გადავიკითხავ ჩემს სიზმრებს. ვიქნები სავსებით კონცენტრირებული და გამჭრიახი. შევეცდები განვსაზღვრო მთავარი ელემენტი, ან თემა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე სიზმარში“. თქვენ არ უნდა დაამთავროთ ვარჯიში წაღმა თვლით, რადგნ თანდათან გამოხვალთ ალფა-დონიდან, თქვენი ჩანაწერების შესწავლისას. ჩაიწერეთ თემა, რომელიც გამოარკვიეთ.

მე-12 დღე. შედით ალფა-დონეზე, 25-დან ერთამდე, უკუღმა დათვლით. გაახილეთ თვალები და ამოარჩიეთ სიზმრები, რომლებიც უფრო ახლოსაა იმ თემასთან, რაც გუშინ დაადგინეთ. თუ თავს გრძნობთ ძალიან მოდუნებულად, დაითვალეთ წაღმა.

მე-13 დღე. ამოირჩიერთ სიზმარი, რომელიც, როგორც გუშინ განსაზღვრეთ, შეესაბამება საერთო თემას. გადაიკითხეთ ის, შედით ალფა- დონეზე, უკუღმა დათვლით, 25-დან ერთამდე, თვალი გაადევნეთ ამ სიზმრის თავისებურებას, ისე, თითქოს ფილმს უშვებდეთ. როცა ფილმი დამთავრდება, წარმოიდგინეთ, რომ ის გრძელდება. რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? დაამთავრეთ მეცადინეობა დათვლით, ერთიდან ხუთამდე  და ჩაიწერეთ თქვენი დამატებები სიზმარზე და ის ახალი ცნობები, რაც ამ ქმედებამ მოგიტანათ.

მე-14 დღე. გადაიკითხეთ ის, რაც გუშინ ჩაიწერეთ. შედით ალფა-დონეზე, უკუღმა დათვლით 25-დან ერთამდე. იფიქრეთ ამ ახალ ცნობებზე, რომლებიც ესება თქვენს გრძნობებს და საქციელს. რის შეცვლა ან კორექტირება შეიძლებოდა? დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით ერთიდან ხუთამდე და სასწრაფოდ ჩაიწერეთ ყველა ის ცვლილება, რომელიც მოიფიქრეთ ალფა დონეზე.

მე-15 დღე. წაიკითხეთ ცვლილებები, რომლებიც გუშინ ჩაიწერეთ. აირჩიეთ ერთი მათგანი, შედით ალფა-დონეზე, უკუღმა დათვლით 25-დან ერთამდე, დაინახეთ თქვენი თავი ხასიათის არასასურველი ნიშნით, რომელიც გამოიკვლიეთ. ახლა გააკეთეთ რაიმე, რომ ის გაქრეს: ჩამოიბერტყეთ, ან წაშალეთ ის. ახლა დაინახეთ თქვენი თავი თავისუფალი, ამ არასასურველი მახასიათებლისგან. დაინახეთ, რა კარგად გამოიყურებით  და როგორ უკეთესად გრძნობთ თავს, ვიდრე ოდესმე. დაამთავრეთ მეცადინეობა.

რამდენიმე სიტყვა სიზმრების გამეორების, ან თემების გამეორების შესახებ, სხვადასხვა სიზმარში. ამ უკანასკნელის მაგალითად გამოდგება სიზმრების ასეთი მიმდევრობა: ერთ სიზმარში იმყოფებით მატარებელში, მაგრამ, მატარებელი არ იძვრის. რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა დაგესიზმროთ, რომ აპირებთ ცხენით გამგზავრებას. მაგრამ, ცხენი არ მიდის, არ ემორჩილება თქვენს ბრძენებას. კიდევ ერთი სიზმარი, იმავე თემაზე, იქნება, მაგალითად, ის, რომ ძალიან გეჩქარებათ, მაგრამ, თქვენი ფეხები უარს ამბობენ სწრაფად მოძრაობაზე.

ეს სიზმრები შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რაც თქვენს სტრესს იწვევს. მაშინ, ალბათ, რაიმე უნდა გააკეთოთ.

სადილობის შემდგომი, ხუთდღიანი ვარჯიშების წყალობით, თქვენ უღრმავდებით საკუთარ თავს და სიზმრების დახმარებით, ბევრ ღირებულ რაიმეს გაიგებთ.

მალე ისწავლით თქვენი თავის მართვას უკეთ, ვიდრე უწინ, ოდესმე.

 

რა ვაკეთოთ საღამოს, მე-11 მე-15 დღეებში

 

როცა ააქტიურებთ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, მაშინ ის თვითონ გეხმარებათ, როგორ ისარგებლოთ მისით.

შესაძლებელია, ღირს გადადოთ ამ წიგნის მეორე ნაწილის წაკითხვა, სანამ არ დამთავრდება ოცდღიანი პრაქტიკა და სანამ არ ისწავლით სწორად შესვლას ალფა-დონეზე, იქ დარჩენას და ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი სარგებლობას. თუ ძალიან გჭირდებათ კითხვის გაგრძელება, ეს მშვენიერია, მაგრამ, გადადეთ გარკვეული პროცედურების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია პრობლემის გადაჭრასთან, ფულის მოზიდვასთან, ცხოვრების გაუმჯობესებასთან, რომლებიც წიგნის მეორე ნაწილშია. მოიცადეთ, სანამ არ დამთავრდება ოცდღიანი ვარჯიშები.

გზადაგზა, ორი დაბრკოლებაც ჩნდება. ჩვენ მათ გადავლახავთ მე-11 მე-15 დღეების, საღამოს ვარჯიშებისას. ორივე დაკავშირებულია წინააღმდეგობის მოცილებასთან, რათა მთელი სისავსით ფუნქციონირებდეს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. ჩვენ ამ წინააღმდეფობებს წლობით ვაგროვებდით. ერთი მათგანი ჩვენს სხეულშია, მეორე, გონებაში.

თუ როდესმე გადაიტანეთ სტრესული ან ტრავმული შემთხვევა, იცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში, მისი დიდი ნაწილი დავიწყებას ეძლევა, მაგრამ, არა ბოლომდე. თქვენს სხეულს „ახსოვს“ ის და ინარჩუნებს დაძაბულობას რომელიმე კუნთში, ქსოვილსა, თუ ორგანოში.

 აი, რამდენიმე მაგალითი სტრესისა, რომლებსაც სხეულის კუნთები, ქსოვილები და ორგანოები ინარჩუნებს:

ავტომობილის ავარია, სიკვდილი ოჯახში, საქმეში წაგება, ქურდობა ან ძარცვა, თავდასხმა ან სხვა დანაშაული, ჩაშლილი ნიშნობა, სამუშაოს დაკარგვა, სერიოზული ავადმყოფობა, სამართლებრივი დევნა, დიდი იმედგაცრუება, ხანგრძლივი უსიამოვნება და ღალატი.

წლობით დაგროვილი ეს ნეგატიური განცდები დამამუხრუჭებელ გავლენას ახდენს მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურებისთვის საჭირო რელაქსაციაზე. ის მკვდარი ტვირთია, რომელიც ხელს უშლის სასიამოვნო მოდუნებას.

დაგროვილი სტრესების ტვირთისგან განთავისუფლებისთვის მრავალი თერაპიული მეთოდია მოგონილი, რადგან ეს დაძაბულობა ხელს უშლის, არა მხოლოდ რელაქსაციას, არამედ, ორგანიზმის ნორმალურ პოზიტიურ და ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

ერთ-ერთი თერაპიაა „როლფინგი“, ღრმა მასაჟი. დამუშავებულია იდა როლფის მიერ და დღესაც იყენებე ნნასწავლი როლფერები, ორივე კონტინენტზე. სხვა მეთოდია „ალექსანდერის“ ტექნიკა. ეს არის ფიზიკური ვარჯიშების სისტემა, გაძლიერებული გონებით. ილანა რუბელთელდი ახდენს ამ მეთოდების კომბინირებას.

ეს ყველაფერი შემოწმებული მიდგომებია. მაგრამ, გამოცდილი თერაპევტის დახმარებას მოითხოვს, საჭირო მიზნის მისაღწევად.

სილვას მეთოდი საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონ მიაღწიოთ გამონთავისუფლებას.

აი, რა უნდა გააკეთოთ მომდევნო ორი საღამოს მეცადინეობისას:

მოდუნდით, შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ შედიხართ საკუთარი სხეულის შიგნით, უბრძანეთ თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილს მოიცილოს უსარფებლო, ნეგატიური გახსენებები. მე მოგცემთ ზუსტ სიტყვებს. ორივე საღამოს „მოინახულეთ“, თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილი, სადაც სტრესების დაგროვების ალბათობა ძალიან დიდია.

 

მოქმედების გეგმა, საღამოები 11-12

მე-11 საღამო. დაიწყეთ ვარჯიში სკამზე მჯდარმა და არა, ლოგინში. დაიკავეთ მოხერხებული მდგომარეობა. შედით ალფა-დონეზე, დათვლით 25-დან ერთამდე. წარმოიდგინეთ თავი თქვენი მარჯვენა ფეხის შიგნით, იქ არის მსხვილი კუნთი. თბილად მიესალმეთ ამ კუნთს, როგორც ძვირფას მეგობარს. შემდეგ, ბრძანების კილოთი უთხარით მას: „განთავისუფლდი ყოველგვარი დაძაბულობის, მყესების დაჭიმულობისა და ნეგატიური მოგონებისგან, და იმუშავე ნორმალური, ჯანმრთელი სახით“. შემდეგ, „მოინახულეთ“ მარცხენა ფეხი. შემდეგ, ორივე ხელის კუნთი, თბილად მიესალმეთ მათ, და მიეცით იგივე განკარგულება. ახლა, „შეიარეთ“ ზურგის, მუცლისა და კისრის კუნთებთან. ინსტრუქციის მიცემის შემდეგ დაუმატეთ: „მე მივმართავ ჩემი სხეულის დანარჩენ კუნთებს, მყესებსა და ქსოვილებს, მოთხოვნით, განთავისუფლდეთ ყოველგვარი დაძაბულობის, დაჭიმულობისა და ნეგატიური მოგონებებისგან, და იმუშაოთ ნორმალური, ჯანმრთელი სახით. დაამთავრეთ  მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე.

მე-12 საღამო. მოიმოქმედეთ იგივე, რაც წინა საღამოს, ოღონდ, ამჯერად „მოინახულეთ“ თქვენი გული, ფილტვები და ღვიძლი, და მიეცით მათაც იგივე განკარგულება. შემდეგ, „ინახულეთ“ ნაწლავები, თირკმელები და რეპროდუქტიული არე, და მათაც იგივე ინსტრუქციები მიეცით. ბოლოს, დაუმატეთ: „მივმართავ ყველა დანარჩენ ორგანოს, ჯირკვლებს და ჩემი სხეულის სისტემებს, მოთხოვნით, განთავისუფლდით ყოველგვარი დაძაბულიბის, მყესების დაჭიმულობის და არასასურველი, ნეგატიური მოგონებისგან, და იმუშაოთ ნორმალურად, ჯანმრთელი სახით. დაამთავრეთ მეცადინეობა.

მე12 საღამოს ბოლოსთვის, მნიშვნელოვნად დაიხსნით თქვენს სხეულს, რელაქსაციისთვის წინააღმდეგობის გაწევისგან. ახლა, როცა შეუდგებით უკუღმა თვლას, ნამდვილად ჩაიძირებით ალფა მდგომარეობაში, სულ უფრო ღრმად და სწრაფად.

ახლა, განვიხილოთ ზოგიერთი დაბრკოლება, რომელიც შენახულია თქვენს გონებაში და ხელს უშლის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტიურ საქმიანობას.

 

მენტალური დაბრკოლების აღმოფხვრა

ტვინის მარცხენა ნახევარს უყვარს კონფლიქტები, გაორება, პოლარულობა. მარჯვენა ნახევარი კი გვერდს უვლის ამ განსხვავებებს და უპირატესობას აძლევს ერთიანობის დანახვას.

ჯონ ვ-ს სძულდა თავისი ძმა. მათი უთანხმოება ორმოც წელიწადს გრძელდებოდა. მათი ოჯახები ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, ასე, რომ ხშირად იჩემდა თავს, მათ შორის, უკეთური გრძნობები,

ჯონმა გაიარა სილვას მეთოდის შემსწავლელი კურსები, მაგრამ, უჭირდა მოდუნება და უფრო მეტად კი, უძნელდებოდა გადაწყვეტილების პოვნა, მოდუნებულ მდგომარეობაში, აზრობრივი სახეების შექმნის გზით. მან მოინდომა სწავლის კურსის განმეორება, რაც უფასო პრივილეგიაა სილვას მეთოდის შემსწავლელი კურსდამთავრებულისთვის. შესვენების დროს, მან უთხრა მასწავლებელს, რომ არ არის კმაყოფილი თავისი რეზულტატით და ამიტომ, გადაწყვიტა გაიმეოროს კურსი.

მე ვაპროგრამებ იდეალურ დღეს, მაგრამ, არ გამოდის.  დაიჩივლა ჯონმა.

რაიმე გტანჯავთ? ჰკითხა მასწავლებელმა.

თითქოს, არაფერი  უპასუხა ჯონმა.

ფულის პრობლება გაქვთ?

არა, საქმე მშვენივრად მიდის.

ჯანმრთელობა?

უკეთესად, არც ვყოფილვარ.

ინტიმური ცხოვრება?

უკეთესი, არ არსებობს.

სულიერი სიმშვიდე?

რა არის სულიერი სიმშვიდე? ჰკითხა ჯონმა.

როცა კეთილგანწყობა გაქვთ ყველასთან და ყველაფერთან, ცხოვრებაში. განუმარტა მასწავლებელმა.

ცხადია, სრული სულიერი სიმშვიდე მაქვს. უპასუხა ჯონმა, მაგრამ, დაფიქრების შემდეგ დაუმატა. ერთი გამონაკლისის გარდა.

 წყლის ასამღვრევად ერთი ქვაც საკმარისია, შენიშნა მასწავლებელმა. რა გამონაკლისია?

ჯონმა დაიწყო თავისი ძმის ლანძღვა, მასწავლებელმა სწრაფად შეაწყვეტინა და აუხსნა, რომ ნებისმიერი ნეგატიური დამოკიდებულება, სხვა ადამიანის მიმართ, საკუთარი გაორების გამო, ტვინის მუშაობას ამუხრუჭებს, ააქტიურებს მარცხენა ნახევარსფეროს.

ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ფუნქციონირებს იმ დონეზე, სადაც ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ანუ, სუპერცნობიერებაში,  კოლექტიურ არაცნობიერში. გათიშულობის ნებისმიერი ურყევი გრძნობა ეწინააღმდეგება ერთობის წარმოშობას. თქვა მასწავლებელმა.

როგორ მოვიქცე? ჰკითხა ჯონმა ეჭვიანად.

აპატიეთ მას.

არასოდეს, ჯონი აშკარად დაიძაბა ოღონდ, ამ უსაქმურს, არა.

მასწავლებელმა მოთმინებით აუხსნა, რომ ჯონის ძმა იქცევა ისე, როგორც დააპროგრამა თავისი საქციელი. არა აქვს მნიშვნელობა, რა პროგრამაა. ძმა იქცევა ისე, როგორც მისი აზრით უნდა იქცეოდეს. ჯონის მიერ წარსული წყენის არდავიწყების სურვილი ვნებს, არა მის ძმას, არამედ, თვით ჯონს და დროთა განმავლობაში, შეიძლება გაუტეხოს ჯანმრთელობა და შეუმოკლოს სიცოცხლე.

მაშ, რა გინდათ, რომ გავაკეთო? ჰკითხა ჯონმა.

საქმე ის არ არის, მე რა მინდა, საქმე ის არის რისი გაკეთება გსურთ თქვენ.

შემდეგ ლექტორმა აუხსნა პროცედურა: ჯონი უნდა შევიდეს ალფა-დონეზე. წარმოიდგინოს თავისი საყვარელი ადგილი, „მიიპატიჟოს“ თავისი ძმა იქ. წარმოიდგინოს, როგორ გამოჩნდება იგი, შემდეგ სუბიექტური ურთიერთობით, აპატიოს მას და სთხოვოს  მას პატიება, თვითონაც.

იგრძენით, როგორ გადადის და მიიღება პატიება, ხაზი გაუსვა ლექტორმა.  ფიქრით მოეხვიეთ ძმას. დაამთავრეთ მეცადინეობა. იგრძენით განსხვავება და შეგრძნება, როგორ იზრდება დახმარება „მეორე მხრიდან“.

ჯონმა გააკეთა ეს, დაუყოვნებლივ, შესვენების დამთავრებისთანავე.

რამდენიმე დღის შემდეგ, დაურეკა მაასწავლებელს:

დავაპროგრამე იდეალური დღე და ყველაფერი გამოვიდა.

ერთი თვის შემდეგ, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, ჯონს დაურეკა ძმამ. მან დაპატიჟა ჯონი ოჯახით, ქალიშვილის ქორწილში. ეს აღმოჩნდა სუბიექტური მოქმედების ობიექტური გამეორება.

რასაც ჩვენ ვქმნით სუბიექტურ სამყაროში, ჩვენი წარმოდგენით, მჟღავნდება ფიზიკურ სამყაროში, როგორც რეალობა.

 

აზროვნების წმენდა

ნებისმიერი ნეგატიური გრძნობა, შემორჩენილი რაღაც დროით, ბლოკავს „მეორე მხრიდან“ დახმარებას, ეწინააღმდეგება მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობას.

აი, ზოგიერთი ასეთი ნეგატიური ემოცია:

ეჭვიანობა, ზიზღი, დაეჭვება, ბრაზი, სიძულვილი, დადანაშაულება, წუხილი, გულისწყრომა, აღშფოთება, მტრობა, უსიამოვნება, შურისძიება, შიში, გაღიზიანება, უგულებელყოფა, მეტოქეობა.

ყველა ეს გრძნობა უნდა შეიცვალოს ერთადერთით, სიყვარულით. მაგრამ, სიძულვილიდან სიყვარულზე გადასვლა უნდა მოხდეს პატიების გავლით.

მომდევნო სამ საღამოს სუბიექტურად აპატიებთ ყველას, ვისაც აქვს მნიშვნელობა, თქვენთვის, წარსულში და აწმყოში. ეს თქვენს ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ.

აი,  მე-13 მე-15 საღამოების მოქმედების გეგმა:

მე-13 საღამო.

დაჯექით მოხერხებულ სავარძელში, დახუჭეთ  თვალები, ასწიეთ ოდნავ ზემოთ და დაითვალეთ უკუღმა, 25-დან ერთამდე. როცა ერთამდე მიხვალთ, ფიქრით გადადით რელაქსაციის საყვარელ ადგილზე. შემდეგ, რიგრიგობით „მიიპატიჟეთ“ ადამიანები, რომელთა სიაც ქვემოთ არის მოცემული. თქვენ მათ აპატიებთ და მათაც სთხოვთ პატიებას. შეიგრძენით, როგორ ხდება ეს. დაინახეთ თქვენი მოქმედება, ხელის ჩამორთმევა, ან მოხვევნა. გაიმეორეთ ეს, ყველასთან, იმის მიუხედავად, ცოცხალია ის, თუ გარდაცვლილი.

პაპა, მამის მხრიდან, დიდედა, მამის მხრიდან, მამა, მეუღლე, ან საყვარელი ადამიანი, ძმები; პაპა, დედის მხრიდან, დიდედა, დედის მხრიდან, დედა, დები, შვილები.

დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე.

მე-14 საღამო.

ამ საღამოს აპატიეთ ყველა ნათესავს. მაგრამ, დროის ეკონომიისთვის, ამოარჩიეთ ბიძაშვილების, დეიდაშვილების, მამიდაშვილების თითო წარმომადგენელი. ასევე ბიძების, დეიდების, მამიდების თითო წარმომადგენელი. იგივე გააკეთეთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ნათესავები:  მეზობელი, მასწავლებელი, ნათესავი მეუღლის მხრიდან, მეგობარი, თანამშრომელი.

მე-15 საღამო.       

ბოლოს, დაგრჩათ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, საკუთარი თავი. თქვენ უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი უწინ, ვიდრე შეძლებთ სხვების სიყვარულს. „მიიპატიჟეთ“ თქვენი თავი რელაქსაციის საყვარელ ადგილზე, როგორც, სხვა ადამიანი, აპატიეთ მას, როგორც სხვებს, ყველა ნაკლი, რომელიც, თქვენი აზრით, გაქვთ, ყველა შეცდომა, ყველა უსიამოვნო ამბავი, რომლის მიზეზადაც საკუთარი თავი მიგაჩნიათ. „მოეხვიეთ“ თქვენს თავს. დაამთავრეთ მეცადინეობა წაღმა თვლით.

გასულ ხუთ დღეს თქვენ არამარტო პრაქტიკულად ვარჯიშობდით, არამედ გაიხსენით „მეორე მხარისთვის“ იმით, რომ განთავისუფლდით ფიზიკური და მენტალური წინააღმდეგობისგან. ახლა, მზად ხართ კონტაქტის განხორციელებისთვის.

შემდეგ თავში ნახავთ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ დაამთავროთ სწავლა.

 

თავი 6

 

„მეორე მხრიდან“ პასუხების მიღება

ეს თავი შეიცავს ინსტრუქციებს ბოლო ხუთი დღის მეცადინეობისთვის, რომლის მიზანია მოგცეთ შესაძლებლობა დაამყაროთ კონტაქტი „მეორე მხარესთან“. ეს, ბოლო ხუთი დღე, არის სწავლების ოცდღიანი კურსის დამაგვირგვირგინებელი. თუ კეთილსინდისიერად მიუდგებით მეცადინეობას, შეიძენთ უნარს შეანელოთ თქვენი ტვინის ტალღები ალფა სიხშირის დონემდე, თვალების დახუჭვით, ღრმა ჩასუნთქვით, თვალების ოდნავ ზემოთ აწევით და დათვლით უკუღმა, ხუთიდან ერთამდე. სხვა სიტყვებით, შეგიძლიათ ტვინის მარჯვენა ნაზევარსფერო გაააქტიუროთ, იმაზე ნაკლებ დროში, რამდენიც ამ აბზაცის წაკითხვას მოუნდით.

როცა მარჯვენა ნახევარსფერო აქტიურდება, პრაქტიკულად, ეხებით „მეორე მხარეს“. თქვენი მოწოდება, დახმარებისთვის, უკეთესად „ესმის“ სულიერ სამყაროს, და გაწეული დახმარებაც უკეთესად გადმოგეცემათ.

სწავლის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაიწყებთ ალფა დონის შესაძლებლობის გამოყენებას, თქვენს სასკიკეთოდ. ეს ჯერ კიდევ არ იქნება კარდინალური გადატრიალება, თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც უფრო გვიან მიაღწევთ. მაგრამ, სანამ სიარულს და სირბილს დავიწყებთ, ჯერ საჭიროა, ვისწავლოთ ცოცვა.

 თქვენი გონების უფრო უკეთ გამოყენებით, ვიდრე უწინ იყენებდით, დაიწყებთ სარგებლის მიღებას. როდესაც რომელიმე ავადმყოფობა, მაგალითად, ინსულტი, აზიანებს ტვინის ნაწილს,  ეს იწვევს სხვადასხვა სახის დარღვევას. ანალოგიურად, ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, გეხმარებათ თქვენ.

საშუალო ადამიანის აზროვნების, მნიშვნელოვანი ნაწილი, ნეგატიურია. ღელვა, კონფლიქტური სიტუაციები, სიღარიბის შიში, ეს ყველაფერი ზიანს გაყენებთ. წუხილი იმატებს, კონფლიქტები მრავლდება და ჩვენ ბევრს ვკარგავთ. ნეგატიური აზროვნება ახშობს შემოქმედების უნარს და ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს დესტრუქცია. პროგრესის ნაცვლად, განვიცდით რეგრესს. ეს, ჩვენთვის, სასჯელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს დასჯა გარდუვალია. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა იწყებთ თქვენი გონების უფრო სრულად გამოყენებას, მაშინ, გზას უხსნით პოზიტიურ აზროვნებას, და ჯილდოც გარდუვალია.

 

პოზიტიური აზრობრივი ხატების ძალა

კარლ საიმონტონი ონკოლოგად მუშაობდა, კალიფორნიაში, საჰაერო სამხედრო ბაზაში, ტრევისში. მან გამოიყენა სილვას მეთოდის საკუთარი ვარიანტი, რათა დახმარებოდა თავის პაციენტებს, რომ ესწავლათ მოდუნება და თავიანთი იმუნური სისტემის ხატის შექმნა, კიბოსთან წარმატებული ბრძოლისთვის. შედეგები იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა, რომ როდესაც საიმონტონმა დატოვა საჰაერო ძალები და დაუბრუნდა კერძო პრაქტიკას, ტეხასში, მთელი ქვეყნიდან, მოდიოდნენ მასთან კიბოთი დაავადებულები, რათა ესარგებლათ მისი მეთოდით.

ჩამოსულ პაციენტებს საიმონტონი ესაუბრებოდა, უხსნიდა თავისი მეთოდის არსს. როდესაც ავადმყოფები გებულობდნენ, რომ თვით მათ მოუწევთ მონაწილეობის მიღება თავიან გაჯანსაღებაში, ბევრი მათგანი ბრუნდებოდა შინ. ისინი მზად არ იყვნენ, რომ თავად აეღოთ პასუხისმგებლობა თავიანთ სიცოცხლეზე.

თქვენ მზად ხართ, ეს გააკეთოთ? გარისკავთ, თქვენი გონების დიდი ნაწილი დაუმორჩილოთ, უფრო მეტად მიზანმიმართულ კონტროლს? მიისწრაფვით, სამოთხისკენ, დედამიწაზე? აზრობრივი ხატების ძალა, შემოქმედებითი ძალაა, რომელმაც შექმნა მსოფლიო და აგრძელებს მუშაობას, სხვათა შორის, თქვენთან ერთად. თქვენ შემოქმედებითი გუნდის წევრი ხართ. დიახ, თქვენ, მრავალთაგან, მხოლოდ ერთი ხართ. მაგრამ, რა ემართება გუნდის წევრს,  რომელიც განიზრახავს იმოქმედოს თავისებურად? ფეხბურთელს „ჩაძირავენ“ მცველები. პოლიტიკურ მოღვაწეს აღარ აირჩევენ ახალი ვადით.

მენტალური ხატები შესაძლოა იყოს დესტრუქციულიც, და მათი განხორციელება იწვევს ნეგატიურ ამბებს.

აი, მაგალითები:

არტურ ვ. იყო იპოქონდრიკი. მას სულ ეჩვენებოდა, რომ ავად არის, ხან რით, ხან რით, და ხშირად, ის მართლაც იყო ავად. მის ორგანიზმში ვითარდებოდა რეალური სიმპტომები, და მუდმივად საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. შემთხვევით, არტურმა გაიგო სილვას მეთოდის შესახებ. მან გაიარა სწავლის კურსი და პირველ დღესვე მიხვდა თავისი ჯანმრთელობის პრობლემის ჭეშმარიტ მიზეზს. ეს იყო მისივე დესტრუქციული აზროვნება. მეცადინეობის მეორე დღესვე, ავადმყოფობის ყველა სიმპტომი გაქრა.

ჟენევიევა ლ. შიშობდა თავისი სიცოცხლის გამო. რაც უფრო მეტს კითხულობდა გაზეთებში ბოროტმოქმედებასა და ძალადობაზე, და რაც უფრო მეტს ხედავდა, ამას, ტელევიზორში, მით უფრო დაშინებული იყო. ჟენევიევას აწუხებდა ნერვული აშლილობა. ერთხელ, მისმა მეგობარმა მიუტანა მას წიგნი „სილვას მეთოდით გონებით მართვა მენეჯერთათვის“. ქალი მიხვდა, რასთან შეეძლო მიეყვანა მის აზრობრივ ნეგატიურ სახეებს: მიეზიდა სწორედ ის, რისი აცილებაც უნდოდა. ჟენევიევამ შეცვალა თავისი აზროვნების სახე და მისი დაბინდული ცხოვრება განათდა.

ბოინგ 747 უნდა დამჯდარიყო ჰონოლულუში. მაგრამ, პილოტმა ვერ შეძლო შასის გამოშვება.  მექანიზმი დაზიანდა. მან მოაზსენა ეს პრობლემა აეროპორტის სამსახურს. მათ უბრძანეს ეტრიალა აეროდრომის თავზე, სანამ დასაჯდომ ბილიკს დაფარავდნენ სპეციალური ქაფით და იქვე, მზადყოფნაში იქნებოდა გადაუდებელი დახმარება. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი გახოხდა მუცლით, სრულ გაჩერებამდე, მოიტანეს დახრილი გორაკები, რისი დახმარებითაც ხალხი მიწაზე ჩამოვიდა. ორასზე მეტი მგზავრი და თვითმფრინავის მომსახურე ჯგუფი არ დაშავებულა, და არც თვითმფრინავი იყო ძლიერ დაზიანებული.

ერთ-ერთმა მგზავრმა გაზეთის რეპორტიორს უამბო, რომ ფრენის დროს, სალონში, აჩვენებდნენ ფილმს, იმის შესახებ, თუ დაჯდომისას, ერთ-ერთ თვითმფრინავს, როგორ არ გაეხსნა შასი. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი დაიბეჭდა, გაზეთის რედაქტორს მოუვიდა შეკითხვა: შეიძლებოდა, თუ არა, რომ ორასი მოდუნებული გონების მიერ შასის მექანიზმის გაუმართაობის ვიზუალიზაცია გამხდარიყო მიზეზი, ამ მექანიზმის მოშლისა, სინამდვილეში? არ არის აუცილებელი იყოთ გენიოსი, რომ ამ კითხვას უპასუხოთ:

 დიახ.

 

ინტუიციის შეძენა

„მეორე მხარეს“ უნდა მივაწეროთ კიდევ ერთი მენტალური უნარი, რომელზედაც ყველანი ვაცხადებთ პრეტენზიას, ეს არის ინტუიცია.

ინტუიციას განმარტავენ, როგორც უნარს, გავიგოთ რაიმე, რაციონალური პროცესების გამოუყენებლად, რაც ახასიათებს თავის ტვინის მარცხენა მხარეს. ინტუიცია, თავისი არსით, არის მარჯვენა ნახევარსფეროს საქმიანობის პროდუქტი, რომელიც „მეორე მხრიდან“ იღებს ცოდნას. მაშასადამე, ინტუიცია არის ინტელექტი, რითაც უზრუნველგვყოფს „მეორე მხარე“.

ყოველი ჩვენგანი ფლობს ინტუიციის უნარს, თუნდაც შეგნებულად არ ააქტიურებდეს ტვინის მარჯვენმა ნახევარსფეროს, რადგან მას მთლად არ სძინავს. ის, ყოველთვის ფუნქციონირებს. მაგრამ, არა, სრული ძალით. სულიერ მხარეს აქვს მისავალი ჩვენს ინტელექტთან. მას შეუძლია, ნაწილობრივ, შეძვრეს ჩვენს გონებაში. როცა შეშფოთებულნი ვართ, მატერიალური სამყაროს საქმეებით, ბეტა სიხშირეზე მოქმედებისას, ჩვენი ტვინი ასრულებს შეანიშნავ რამეს: ყოველი ორიოდე წამის შემდეგ ის გადახტება ალფა დონეზე და ჩერდება იქ მიკროწამამდე. კონკრეტული ახსნა ამ მოვლენას, ჯერ-ჯერობით არა აქვს. მაგრამ, შესაძლოა, ამგვარად ახერხებდეს „მეორე მხარე“ ჩვენს ინტელექტთან მისვლას.

წამის ნაწილი საკმარისი დროა შემოქმედების, ან ინტუიციის უცაბედი გაელვებისთვის. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ასეთი შემოქმედებითი გამონათებები, ჩვეულებრივად, რჩება ქვეცნობიერის დონეზე. როდესაც ჩვენ, მართვადი სახით, ვიმყოფებით ალფა-დონეზე, ჩვენს ცნობიერ გონებას ნებას ვაძლევთ დაუკავშირდეს ქვეცნობიერს. ეს მართვადობა გვაიძულებს შევცვალოთ ტერმინოლოგია. ქვეცნობიერი უკვე აღარ არის „ქვე“, ანუ ცნობიერის დონის ქვემოთ, და უფრო ზუსტი იქნებოდა გვეწოდებინა მისთვის შინაგანი ცნობიერება. ის მეტ შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ და შევიყვანოთ ინფორმაცია პროგრამირებისას.

ამ მიკროწამიანი ინტუიციის ნაწილის ცნობიერში გადაყვანისთვის, მეორე წინააღმდეგობაა ტვინის მარცხენა ნახევარი, რომელიც ხშირად ხელს გვიშლის გავიგოთ, რას ამბობს მარჯვენა. გახსოვდეთ, რომ ორივე ნახევარსფერო ურთიერთკავშირშია. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ. მათ შორის გაბმულია შემაერთებელი ძაფები. არანაკლები რაოდენობისა, ვიდრე სატელეფონო ხაზებია დედამიწაზე. მარცხენა ნახევარსფერო ისმენს მარჯვენისას, მაგრამ აგრძელებს მის იგნორირებას.  მოცემული ვარჯიშების ოცი დღე თქვენი ტვინის ორ ნახევარს ჩააყენებს უფრო თანაბარ პირობებში.

 

ბავშვად ყოფნა

როდესაც ბავშვი იმყოფება, ჯერ კიდევ, დედის მუცელში, მისი ტვინი გამოსცემს ტალღებს. ტვინის ეს ტალღები მდებარეობს დელტა სიხშირის დიაპაზონში, ნახევრიდან ოთხ პულსაციამდე, წამში. ასეთი დელტა პულსაციები გრძელდება ბავშვის დაბადების შემდეგაც, და დომინანტური რჩება, დაახლოებით, ოთხი წლის ასაკამდე. ეს ის პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ბავშვი იწყებს შეგრძნებების გამოყენების სწავლას. პირველად, შეხება; შემდეგ, ყნოსვა და გემო; მერე, სმენა და დანახვა.

ოთხი წლის ბავშვის ტვინის ტალღები ოდნავ ხშირდება და დომინანტური ხდება თეტა დონე. ამ სტადიაზე, მისი ტვინი მუშაობს ინდუქტიურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ბავშვი ეცნობა სამ მეოთხედს იმისას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებს. დაახლოებით, შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვზე შეიძლება ითქვას, რომ ის იმყოფება ალფა მდგომარეობაში, რადგან ამ დროს მისი ტვინის დომინანტური სიხშირეები ჩქარდება, შვიდიდან თოთხმეტამდე ციკლი, წამში. და მისი თვინი ფუნქციონირებს დედუქტიურად. ბავშვში ვითარდება წარმოსახვა, გამომგონებლობა და შემოქმედება. მის ნერვულ უჯრედებში შემოსული შთაბეჭდილებები, ახლა, კომბინირდება სხვადასხვა ხერხით. ბავშვი წყვეტს პრობლემებს, ჰყავს თამაშის წარმოსახვითი ამხანაგები, გამოთქვამს იდეებს, რომლებიც ხშირად აკვირვებს მის მშობლებს.

ზოგიერთი ბავშვი ფლობს ტელეპატიას. მათ იციან ის, რაც, არ უნდა იცოდნენ. ზოგიერთებს, აურის დანახვაც შეუძლიათ.

როგორ გაიგე, რომ დღეს ჩამოდის დეიდა ემილი?  შესაძლოა ჰკითხოს გაოცებულმა მშობელმა.

უბრალოდ, გამოვიცანი.  პასუხობს ბავშვი.

როცა ჩემს შვილებზე ვცდიდი იმას, რაც შემდეგში გახდა გონების მართვის სილვას მეთოდი, ჩემი მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდი მათ, რათა კარგად ესწავლათ და კარგი ნიშნები მიეღოთ სკოლაში. ამიტომ, ვეკითხებოდი, რას სწავლობდნენ გაკვეთილებზე. ზოგჯერ ისინი მპასუხობდნენ კითხვაზე, რომელიც ჯერ არ დამესვა მათთვის.

რატომ მიპასუხე ამ კითხვაზე, მე ხომ არ მიკითხავს? მაინტერესებდა მე.

გამოვიცანი, რომ აპირებდი კითხვას  ყოველთვის იყო ასეთი პასუხი.

თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურებით, ბავშვები იწყებენ ინტუიციით სარგებლობას.

ინტუიცია შეიძლება ასეც განვმარტოთ: ზუსტად გამოცნობის უნარი. ბევრ თქვენგანს უგრძვნია, ალბათ, ზოგჯერ, თითქოს, ვიღაცამ გიკარნახათ, რა უნდა გააკეთოთ. ტვინის მარჯვენა ნახევარი  მოქმედებს, როგორც რადიომიმღები და ჩვენ ვიღებთ ხმამაღალ და გასაგებ შეტყობინებებს.

ცხადია, ინფორმაცია, რომელიც მოდის, ინტუიციურია. მას საერთო არ აქვს გამოცნობასთან. ის მოდის ჩვენთან, ინტელექტთან ჩვენი კავშირის მეშვეობით. ინტელექტთან, რომელიც ჩვენს საკუთარ ინტელექტზე დიდია.  და მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენ გამოვიცანით. სინამდვილეში, ასეთია ინტუიციის გრძნობითი გამოვლინება.

როცა ბავშვები მიაღწევენ თოთხმეტ წელს, მათი ტვინი თავის მუშაობას გადააწყობს ბეტა სიხშირეზე. თოთხმეტიდან ოცდაერთამდე ციკლით, წამში. ყურადღების მთავარი ცენტრი ხდება ირგვლივ მყოფი გარემოს კონტროლი, განსჯადობა, ლოგიკურობა და აზროვნების ანალიტიკურობა, ტვინის მარცხენა ნახევარსფერო.

 

ინტუიციის განვითარება სილვას მეთოდის დახმარებით

სილვას მეთოდის შემსწავლელი კურსდამთავრებულები ბავშვებივით არიან. მათი ტვინი უფრო მეტ ტალღებს გამოასხივებს ალფა სიხშირეზე. მათ არ სჭირდებათ უკუღმა დათვლა, იმისთვის, რომ იყვნენ ინტუიციურები, რადგან მათი აზროვნება გახდა ცენტრირებული. სილვას მეთოდის მიმდევრები ავტომატურად ახდენენ თვალების დეფოკუსირებას და ოდნავ ზემოთ სწევენ, როცა წყვეტენ რაიმე პრობლემას. დანარჩენ დროს, ასეთი ადამიანების ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევრები თანამშრომლობენ უფრო ეფექტურად.

სილვას მეთოდის მასწავლებელს, ბობ ს. ჰქონდა მეცადინეობა ერთ ქალაქში. შესვენების დროს, გადაწყვიტა დაესვენა, სასტუმროს ნომერში, რომელიც იყო სასწავლო აუდიტორიაზე რამდენიმე სართულით ზემოთ. როცა ის წამოწვა საწოლშზე, თავში მოუვიდა შემაშფოთებელი აზრი: რაღაც ემუქრება, ჩემს სახელმძღვანელოს.

სახელმძღვანელოს გარეშე კი, შესაძლოა, მეცადინეობა ჩაშლილიყო. ის წამოხტა, გამოვარდა ნომრიდან, ჩავიდა ქვემოთ და შევარდა აუდიტორიაში. სახელმძღვანელო აღარ იდო კათედრაზე, სადაც მან დატოვა.

ბობმა სასწრაფოდ დატოვა აუდიტორია. იგი ეკითხებოდა ყველას, რა იქნა სახელმძღვანელო. ცოტა ხანში, მან აღმოაჩინა, რომ მიდის დერეფანში, მოუხვია კუთხეში და გაჩერდა სასტუმროს ოფისის წინ. ბობი შევიდა ოთახში და დაინახა მაგიდასთან მჯდომი მდივანი. ის მივიდა მდივანთან ახლოს და დაინახა მის ზურგს უკან მდგარი კოპირების აპარატი, რომელშიც იდო მისი სახელმძღვანელო.

ეს ჩემი წიგნია თქვა ბობმა.

ამ დროს ოთახში შემოვიდა მისი ერთ-ერთი მსმენელი. ბობის დანახვაზე, გაფითრდა. შემდეგ გამოტყდა, რომ მან აიღო სახელმძღვანელო, და სთხოვა ბობს პატიება.

ახლა მჯერა ექსტრასენსული აღქმისა.  თქვა მა,ნ

ბობს არ დასჭირვებია ალფა მდგომარეობაში შესვლა, რომ გაეგო სად არის სახელმძღვანელო. მისი მარჯვენა ნახევარსფერო, მუდმივი ვარჯიშების შედეგად, აქტიური იყო.

სილვას მეთოდის შემსწავლელი კურსდამთავრებული, ხშირად, გრძნობს დაჟინებულ მოთხოვნილებას, დაურეკოს ვიღაცას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ იმ ადამიანს, მართლაც, სურდა მასთან შეხვედრა. ზოგჯერ, შესაძლოა, გაგიჩნდეს სურვილი წახვიდეთ მანქანით სხვა გზით, ვიდრე თავიდან გეგმავდით, და შემდეგ, აღმოჩნდება, რომ ასცდით ავარიას. უამრავი ასეთი სახის „დამთხვევა“ და სხვადასხვა სახის „შემთხვევითობა“ ხდება მაშინაც კი, როცა ადამიანი არ შედის ალფა მდგომარეობაში. ის თვითონ მოდის, თქვენთა,ნ ბუნებრივი სახით.

აქ ცხადად იგრძნობა ინტელექტის გავლენა, რომელიც ყოველთვის მუშაობს თქვენთვის. მაგრამ, ცუდი კავშირი, ხშირად, არ გაძლევთ საშუალებას, რომ ისარგებლოთ მის მიერ გადმოცემული სიკეთით. ყოველ ადამიანს აქვს ინტუიცია. მაგრამ, ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებიც თავიანთი აზროვნებით ექსცენტრულები არიან, მისი ჩუმი ხმა გაუგებარი რჩება. როდესაც მათი აზროვნება გახდება ცენტრირებული, ინტუიციის „ხმა“ უფრო „მაღალი“ იქნება.

 

აზროვნების ცენტრირება

დილის, შუადღის და საღამოს ვარჯიშები, მე-16 დან მე-20 დღემდე, შეგაძლებინებთ გააკონტროლოთ თქვენი ტვინის ორივე ნახევარსფერო.

და მერე, რა? იკითხავთ თქვენ.

ამით ახდენთ თქვენი აზროვნების ცენტრირებას გიპასუხებთ მე

ეს რას მიშველის? ინტერესდებით თქვენ

სინათლე მოგეფინებათ.

აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს.

თქვენი ცნობიერი გონება იწყებს თანამშრომლობას, თქვენს ზეცნობიერ გონებასთან, რომელიც უმაღლესი ინტელექტის ნაწილია  მოთმინებით გიხსნით მე.

ნიშნავს, თუ არა ეს, რომ მე გავხდები ღმერთის ნაწილი? თქვენი შეკითხვები ხდება კადნიერი.

თქვენ უკვე ხართ ღმერთის ნაწილი, და მხოლოდ ამის დემონსტრირება მოხდება თქვენს ცხოვრებაში. მაიძულებთ დავიკავო ფილოსოფოსის ადგილი.

მე პრაგმატიკოსი ვარ, რა შეიცვლება პრაგმატულად? თქვენ ირჩევთ ბიზნესმენის სავარძელს

უპირველესად, გახდებით სრულყოფილი პიროვნება, აღარ გექნებათ შინაგანი კონფლიქტები. თქვენთვის ადვილი შეიქნება გადაწყვეტილების მიღება, აიმაღლებთ ცნობიერების დონეს, რაც მოგცემთ სხვა ადამიანებთან ერთიანობის შეგრძნებას. მეუფლება შეგრძნება, რომ ჩემი პასუხი მეტისმეტად პრაგმატულია.

ერთიანობის? არ მესმის რა სარგებლობას მომიტანს ეს, მე.

მე მართალი აღმოვჩნდი, ოდნავ ზემოთ ვიხედები და ველოდები, როდის მოვა პასუხი.

თქვენ მოგეცემათ ძალა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იმოქმედოთ სხვა ადამიანებზე, საკუთარი თავისა და მათ სასიკეთოდ. და სიბრძნე, რომ ეს ძალა გამოიყენოთ კაცობრიობისთვის.

თქვენ თავს მიქნევთ. მე ჩუმად ვამბობ მადლობას თქვენ კი განაგრძობთ შეკითხვებს.

შემდეგი სამი დილის ვარჯიშისთვის, გაღვიძების შემდეგ, ადექით და დაჯექით სკამზე. დახუჭეთ თვალები, ოდნავ ზემოთ ასწიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას, მოადუნეთ სხეული. შემდეგ, დათვალეთ უკუღმა, ხუთიდან ერთამდე, იმისთვის, რომ შეხვიდეთ ალფა დონეზე როცა იქ აღმოჩნდებით, წარმოთქვით ჩვეული მტკიცებულებები. ხოლო მერე, დაუმატეთ შემდეგი: „ყოველდღიურად ვხდები უკეთესი, უკეთესი და უკეთესი ყოველმხრივ“. შემდეგ, დათვალეთ ერთიდან ხუთამდე.

გასხვავება, წინა დილების ვარჯიშებისგან, არის შემოკლებული უკუღმა დათვლა, და ის, რომ  ზიხართ სკამზე და არა საწოლში, აკეთებთ ღრმა ჩასუნთქვას თვალდახუჭული და წარმოთქვამთ მტკიცებულებას: „უკეთესი და უკეთესი“.

კიდევ ერთი განსხვავება გამოჩნდება ამ ხუთდღიურის ბოლო ორი დღის ვარჯიშში. მეცადინეობის დროს, „იქითა მხრიდან“ მოგეცემათ დახმარება, მოწოდებით: დაე, იყოს ეს დღე, თქვენთვის, იდეალური.

თქვენ არ გაიგეთ შეცდომით. არა, ჩვენ მეტისმეტად არ ვჩქარობთ. თქვენ გაქვთ კონტაქტი თქვენს უმაღლეს მესთან. ის კი „მეორე მხარის“ მეშვეობით დაკავშირებულია ყველა ადამიანის უმაღლეს მესთან, რომლების თავიანთ როლს ითამაშებენ თქვენს იდეალურ დღეში.

ნუ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ რაკი ეს პირველი ცდაა, შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ წვრილმანი გაუმჯობესებები, თორემ მიეჩვევით შეზღუდული დახმარების თხოვნას. მიუშვით ეს, თვითდინებაზე და ღმერთის ნებაზე.

დაელოდეთ საოცრებებს.

 

რა გავაკეთოთ დილით, მე-16 მე-20 დღეებში

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ერთი ფრანგი, სახელად ემილ ვუე, ასწავლიდა ადამიანებს ეცქირათ სარკეში და სულ ემეორებინათ: „ყოველდღე ვხდები სულ უკეთესი და უკეთესი, ყოველმხრივ“.

ამ სიტყვებს თუ შეადარებთ ახალ მტკიცებულებას, რომელსაც დაურთვთ დილის დავალებას, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მე ვუეს გავასწარი მხოლოდ ერთი „უკეთესით“, სამჯერ გამეორება, ორის ნაცვლად. მაგრამ, ჩემი მტკიცებულება ეფექტურია. ალფა-დონეზე გასვლა ასჯერ უკეთესია, ვიდრე სარკეში ცქერა. ალფა-დონეზე, მოცემული მტკიცებულება, ხვდება თქვენს მენტალურ კომპუტერში და აპროგრამებს მას, გაგხადოთ თქვენ უკეთესი, უკეთესი და უკეთესი.

დილის ვარჯიშების ცვლილებები იმსახურებს, რომ სრულად დაიმახსოვროთ მთელი პროცედურა. ერთხელ და სამუდამოდ რომ დაისწავლით, აღარ შეწყვეტთ რელაქსაციას,იმისთვის, რომ ჩაიხედოთ წიგნში.

 

დღეები მე-16 მე-18

1.      ლოგინიდან ადგომის შემდეგ, დაჯექით მოხერხებულ სკამზე.

2.      დახუჭეთ თვალები, ასწიეთ ოდნავ ზემოთ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას სრულიად მოადუნეთ სხეული.

3.       ნელა დათვალეთ უკუღმა ხუთიდან ერთამდე.

4.      ფიქრით გაიმეორეთ შემდეგი სამი მტკიცებულება: „ყოველთვის, როცა ასეთნაირად ვდუნდები, ალფა მდგომარეობაში ვიძირები, სულ უფრო ღრმად და სწრაფად“, „პოზიტიურ აზრებს მოაქვს ჩემთვის ყველა ის სიკეთე და უპირატესობა, რაც მსურს“, „ყოველდღიურად ვხდები უკეთესი, უკეთესი და უკეთესი, ყოველმხრივ“.

5.      დაამთავრეთ მეცადინეობა, ჩვეულებრივ, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, მხნედ და მშვენიერი გუნება-განწყობით.

გადაიკითხეთ ეს ხუთი ნაბიჯი კიდევ, შემდეგ, გადადეთ წიგნი. წარმოიდგინეთ, რომ ახლა დილაა და ახლახანს გაიღვიძეთ.

გაიარეთ ყველა ეს ნაბიჯი.

 

დღეები 19-20

შეასრულეთ 1-4 ნაბიჯი, როგორც ზემოთაა აღწერილი, მაგრამ ვიდრე გამოხვიდოდეთ, გაითამაშეთ ფილმი, იდეალურად გასულ დღეზე. მოდით, მოვიფიქროთ ამ ფილმის სცენარი. აქ თქვენ იქნებით სცენარისტიც და რეჟისორიც, მე კი, მხოლოდ, კონსულტანტი.

ერთ-ერთი ხერხია, აზრით „დანახვა“, როგორ გადის დღე. ამისთვის, ფილმში საათის ჩართვაა საჭირო. მაგალითად, თქვენ იცით რის გაკეთებას აპირებთ, დილის ცხრა საათზე. „დაინახეთ“ როგორ აკეთებთ ამას .მაგალითად, ხართ სამუშაო ადგილზე. თქვენს ირგვლივ სრული წესრიგია, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.

„დაინახეთ“ საკუთარი თავი ბედნიერი და კმაყოფილი სამუშაოთი. თუ თქვენ გიხდებათ სხვა ადამიანებთან მუშაობა, „დაინახეთ“, როგორ მოდიან და მიდიან ისინი, სასიამოვნი განწყობილებით. ყველა მუშაობს ეფექტურად და პროდუქტიულად.

ახლა, გადავიყვანოთ საათის ისრები ათზე. თქვენ წინ წაიწიეთ საქმიანობაში. შესაძლოა, მოიტანეს ფოსტა და მასში, მხოლოდ კარგი ამბებია.

ახლა თერთმეტი საათია. დაე, მოხდეს ის, რაც თქვენთვის „კარგი დღე“ ჰქვია. ტელეფონის ზარები, ვიზიტები, გაყიდვები, კლიენტები, ეს ყველაფერი, თქვენს სარგებელს ემსახურება.

გააგრძელეთ საათის ისრების წინ გადაწევა. „ნახეთ“, როგორ ხდება სასიამოვნო ამბები. დაამთავრეთ აზრობრივი ფილმი საკუთარი თავის მსხვილი პლანით, რომელიც ასხივებს სიხარულს, იდეალური დღის ბოლოს. დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე, მხნედ, კარგი გუნება-განწყობით და სასწაულებრივი დღის მოლოდინით,

 

რა გავაკეთოთ დღისით, დღეები 16-20

რომ შეგეძლოთ ხმის მიცემა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „მე“-სთვის, რომელ „მე“-ს აირჩევდით, ფიზიკურს, მენტალურს, თუ უმაღლესს?

მოდით, მოვუსმინოთ, ამ შეკითხვას, როგორ უპასუხებდა, თითოეული „მე“.

ფიზიკური „მე“: მე შენი სხეული ვარ, უჩემოდ ვერ შეძლებდი სიცოცხლით ტკბობას, მე შენთვის აუცილებელი ვარ.

მენტალური „მე“: მე ვმართავ შენს სხეულს, უჩემოდ არ გექნებოდა ასეთი შესანიშნავი სხეული. გარდა ამისა, მე სიხარულის მიღებისა და გამოხატვის საშუალება ვარ. გონება ინტელექტია, მე ნამდვილი შენ ვარ.

 უმაღლესი „მე“: მე შენი გონების ინტელექტის ერთი წყაროთაგანი ვარ. შენი სიცოცხლის წყარო ვარ, შენი კავშირი ვარ იმ სამყაროსთან, საიდანაც შენ მოხვედი. უჩემოდ, შენ ყველას ერთიანობას გამოეყოფოდი. იქნებოდი ეული, დაბნეული, არარაობა.

არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ, მე ხმას მივცემდი ჩემს მენტალურ „მე“-ს. სამიდან თითოეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ, მენტალური „მე“ საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ დანარჩენ ორს და ამით, გამოვიყენოთ ჩვენი პოტენცია სრულად.

ბოლო ხუთი დღის მეცადინეობის დამთავრებით, ჩვენ ვხსნით მენტალურ „მე“-ს, ფიზიკური და უმაღლესი „მეები“-სთვის, შედეგად, მენტალური „მე“ შეძლებს უკეთ მართოს სხეული და უკეთესად მიიღოს ინტელექტი უმაღლესი „მე“-სგან.

ჩვენ შევძლებთ სამივე „მე“-სგან საუკეთესოს დაუფლებას, ორივე სამყაროდან, აქედან და „მეორე მხრიდან“, უფრო ფასეულის მიღებას.

შემდეგი ხუთი დღის მეცადინეობისას, თქვენ შეადგენთ პროგრამას, მთელი კაცობრიობის სასიკეთოდ, ანუ შეეცდებით გააუმჯობესოთ სამყარო.

რა არის სამყარო, რომლისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ?

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა, ომების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, ავადმყოფობების გარეშე.

არის კიდევ რამდენიმე გაუმჯობესება, რომელზედაც შეიძლება დამეთანხმოთ და შეიძლება, არ დამეთანხმოთ. შეეცადეთ, მათ დაუმატოთ, რაიმე თქვენიც. მაგალითად:

საავადმყოფოები, რომლებიც გამოიყენებენ, ტრადიციულ მიდგომასთან ერთად, მკურნალობის ფსიქოსომატურ მეთოდებსაც.

სკოლები, სადაც სტუდენტებს ასწავლიან ცენტრირებულ აზროვნებას.

დიპლომატები, რომლებიც უფრო გამოცდილები იქნებიან ურთიერთობაში.

დანაშაულების შემცირება.

უფრო ნატურალური საკვები.

ტყის შენახვა და ეკოლოგიის კონტროლი.

სახელმწიფოებში, სადაც იზღუდება უფლებები, ადამიანთა თავისუფლების მოპოვება.

ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას დაპირისპირებული წინასწარგანწყობისა და მიკერძოებულობის შემცირება.

მსოფლიოს ყველა ხალხისთვის სიუხვე.

ზემოთჩამოთვლილი ყველა სიკეთე ეხება მთელ კაცობრიობას. მაგრამ, ამის დაპროგრამირებით, თქვენ არ უნდა მიიჩნიოთ თავი მსოფლიო მწყალობლად. შესაძლოა  სრულიად ეგოისტიც იყოთ, რადგან  თქვენც ხომ კაცობრიობის ოჯახის წევრი ხართ და ამ სიკეთეს თქვენთვისაც მოაქვს სარგებელი. თუ თქვენ  ამ სიით დაიწყებთ და კიდევ დაუმატებთ რაიმე პირადულს, პროგრამირებისთვის გექნებათ ბევრი მასალა. რა პრობლემაც უნდა ამოარჩიოთ, პროცედურა იქნება ზუსტად ასეთივე.

დღეები 16 – 20

დაჯექით მოხერხებულ სკამზე. დახუჭეთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოსუნთქვისას მოადუნეთ სხეული და მთლიანად დახარეთ თავი. გაიმეორეთ დღის ორი მტკიცება: „პოზიტიურ აზრებს მოაქვს ჩემთვის ყველა სიკეთე და უპირატესობა, რომლებიც მე მსურს“ და „ყოველდღე მე ვხდები უკეთესი, უკეთესი და უკეთესი ყოველმხრივ“. გაითამაშეთ აზრობრივი ფილმი, ერთ-ერთ მსოფლიო პრობლემაზე. ფილმი იწყება იმის ჩვენებით, თუ რა მდგომარეობაა ახლა, შემდეგ ნახეთ, როგორ უმჯობესდება და სულ უკეთესად და უკეთესად მიდის საქმე. დაე, თქვენს ფინალურ სცენაში, პრობლემა გაქრეს მხედველობიდან. დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით ერთიდან ხუთამდე, მშვენიერი გუნება-განწყობით. მომდევნო ოთხი დღის მეცადინეობისას, ყველაფერი ასევე გააკეთეთ, ახლა, სხვა მსოფლიო პრობლემაზე.

 

როგორ განვიცადოთ კავშირი ჩვენს უმაღლეს „მე“-სთან

ასტრონავტი ედგარ მიტჩელი თავის მრავალ სტატიაში, ჩანაწერებსა და გამოსვლებში აღწერს განცდებს, რომლებიც ჰქონდა მთვარიდან დაბრუნებისას, პლანეტა დედამიწას რომ ხედავდა. ეს იყო დიდებული და შემძრავი სანახაობა, რომლის წყალობითაც მან „გაიგო“, რომ სამყაროს აქვს გონება, რომელიც მას აძლევს აზრსა და მიმართულებას. იმის მსგავსად, როგორი აზრი და მიმართულებაც ჰქონდა, იმ კოსმოსურ ხომალდს, რომლითაც ის მოფრინავდა.

მიტჩელი აღწერს, რომ ამ ცოდნამდე ის მივიდა, არა ლოგიკური აბსტრაქციების გზით, ან დისკუსიური მსჯელობებით, არამედ, ჭეშმარიტება მას გაეხსნა ანაზდად. ის უცებ მიხვდა, რომ არსებობს რაღაც, რაც აძლევს სამყაროს გონიერ ჩანაფიქრს, ცხოვრებას კი, გონიერ მიზანს.

მთვარეზე მოგზაურობა აფართოებს ცნობიერებას. ის აძლევს ბიძგს წარმოსახვას, ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს და ამით „ჩართავს“ კავშირს უმაღლეს ინტელექტთან. მიტჩელის ცოდნა გახდა ზეცნობიერი. მან შეიცნო „მეორე მხარე“ და ამან შეძრა იგი.

საბედნიეროდ, ჩვენ არ გვჭირდება მთვარეზე გაფრენა, იმისთვის, რომ მსგავსი ამღელვებელი, გასაოცარი რამ განვიცადოთ. არის ამისთვის სხვა ხერხებიც. ერთ-ერთი ასეთი ხერხია სილვას მეთოდი. ნაკლებად შთამბეჭდავი და სწრაფი, მაგრამ, ისიც, იქ მიგიყვანთ.

თქვენ უკვე იქ ხართ.

შესაძლოა, თქვენ არ განიცადოთ მიტჩელის მიერ აღწერილი სასიამოვნო აღელვება, მაგრამ, თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ამბები  მიგახვედრებთ, რომ არსებობს უმაღლესი ინტელექტი, რომელიც ერევა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ შენიშნავთ „დამთხვევებს“, სინქრონულობას, იღბლიანობას. ამაზე მეტი ამაღელვებელი,  რა უნდა იყოს?

მიმდინარე დღის ვარჯიშების შესრულებისას, მე გთხოვეთ თავის დახრა. ნება მომეცით, აგიხსნათ, რატომ. ასეულობით რთულ შემთხვევებზე მუშაობისას, მე ვაღწევდი უკეთეს შედეგებს, როცა თავს ვხრიდი, როგორც ლოცვის დროს. დავფიქრდი, რატომ ხდება ეს, და აღმოვაჩინე, რომ თავის დახრით ვუტოლდები წყაროს ცენტრს, უმაღლეს ინტელექტს.

როდესაც ვურჩიე სხვებსაც თავის დახრა, გაუმჯობესებამ არ დააყოვნა. ამან მომცა კიდევ ერთი გასაღები, იმის გამოსაცნობად, რა ხდებოდა: „მეორე მხარე“ ეხმარება მხოლოდ მათ, ვინც უპირველესად, თვითონ ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს.

როგორც ჩანს, თავის დახრით, ჩვენი მცდელობის რეგისტრირებას ვახდენთ დიდ კომპუტერში. როცა ვითხოვთ დახმარებას, უმაღლესი ინტელექტი გვეხმიანება, ხოლო, თუ დიდ კომპუტერში არ არის აღნიშნული მცდელობა, დახმარება არ მოდის. მეორე მხრივ, როცა კომპუტერი უჩვენებს, რომ ვიღაც მრავალჯერ ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, თავისი ძალებით, წარმატებით, ან თუნდაც, წარუმატებლად, მაშინ ეს ადამიანი იღებს დახმარებას მეორე მხრიდან.

არ არის საკვირველი, რომ საუკუნეთა სიღრმიდან, ჩვენამდე მოვიდა ანდაზა: „ღმერთო, მიშველეო, და ხელი გაანძრიე და გიშველიო“. არის გამონაკლისებიც. ადამიანებს, რომელნიც საიმედონი არიან, ჩანს, შეუძლიათ მიიღონ დახმარება „მეორე მხრიდან“, იმის მიუხედავად „დარეგისტრირებულია“, თუ არა, მათი მცდელობა. როგორც ჩანს, ყოველ ჩვენგანს, აქვს პერსონალური ფაილი დიდ კომპუტერში. და თუ ის, ჩვენი საქციელის ისტორიაში, ასახავს საიმედოობის მაგალითს, მაშინ ვფლობთ დიდ უპირატესობას „მეორე მხრიდან“ დახმარების მიღებისთვის.

 

ტეხასელი მკვლელი

1970-იანი წლების დასაწყისში, საკმაოდ რეგულარულად დავიწყე სილვას მეთოდის სწავლება, ტეხასის ერთ-ერთ ქალაქში. ადგილობრივი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგემ მთხოვა ჩამეტარებინა მეცადინეობები, ფსიქოლოგიის შემსწავლელ სტუდენტებთან, რათა შემდეგ, მათ შესძლებოდათ ემსჯელათ აუდიტორიაში, ამ მეთოდზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთ ლაბორატორიაში მოკლეს ქალი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა დამლაგებლად. რამდენიმე თვის ძიების შემდეგ, ვერაფერი გაირკვა. ფსიქოლოგიის კათედრის გამგის წინადადებით, პოლიციამ მომმართა მე. ორმა ოფიცერმა მკითხა, შესაძლებელია, თუ არა, რომ მე აღმოვაჩინო რაიმე ინფორმაცია მკვლელის პიროვნებაზე.

კი, ვუპასუხე შესაძლებელია. ნათელმხილველს შეუძლია თავისი დონიდან დაიხიოს უკან, დროის ღერძზე, და გაიგოს, როგორ იქნა მოკლული ადამიანი და აღწეროს მკვლელი.

გააკეთებთ, ამას ჩვენთვის? მკითხეს მათ.

არა. ვუპასუხე, მე და თან ავუხსენი, რომ არ ვიყენებ სილვას მეთოდს ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად.

ისინი მეკამათებოდნენ და მიმტკიცებნენ, რომ ეს ჩემი ვალია, საზოგადოების წინაშე. მე მათ შევთავაზე, თვითონ შეესწავლათ მეთოდი და ამით დახმარებოდნენ თავიანთ თავს. ამისთვის, მათ დრო არ ჰქონდათ. ასე რომ, ამით დამთავრდა საქმე.

ერთი თვის შემდეგ, როცა დავბრუნდი ტეხასის ამ ქალაქში, სასტუმროს საფოსტო ყუთში  მიცდიდა დიდი კონვერტი. იქ იყო მოკლული ქალის ფოტოსურათი, გეგმა მკვლელობის ადგილის მითითებით და ბარათი: „გთხოვთ , გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ“.

მიუხედავად ჩემი მრწამსისა, გადავწყვიტე მიმემართა უმაღლესი ინტელექტისთვის. იმ საღამოს შევედი ალფა-დონეზე, დავხარე თავი და უმაღლეს ინტელექტს წარვუდგინე მკვლელობის ფაქტები.

მართალია, გამონათება არ განმიცდია, მაგრამ, პასუხი მოვიდა საკმაოდ სწრაფად, სხვა ფორმით. გვიან ღამით, ან დილაადრიან, ვიღაცამ შეაღწია ერთ-ერთი პროფესორის კაბინეტში. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ ეს იყო მომავალი გამოცდებისთვის მომზადებულ შეკითხვებზე პასუხების მოპოვების მცდელობა. შემდეგ ღამეს, შენობის დასაცავად დააყენეს დეტექტივი, მაგრამკაბინეტში შეღწევის მცდელობა განმეორდა. ამას მოჰყვა ნამდვილი სატელევიზიო დევნა, მრავალი საპოლიციო მანქანით. პოლიციამ დაიჭირა გაქცეული პირი, ქალაქის განაპირას. მას აღმოაჩნდა გასაღები, რომელიც მოკლულ ქალს ეკუთვნოდა. ეჭვნიტენილმა აღიარა მკვლელობა და იქნა გასამართლებული. ამგვარად, გაჭიანურებული საქმე გადაწყდა, 36 საათზე ნაკლებ დროში, უმაღლესი ინტელექტის დახმარებით.

 

რა გავაკეთოთ საღამოს, დღეები 16 20

ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა მის ხატად და მსგავსად. ხატი, ჩვენი ადამიანური ინტელექტია. როდესაც ვიყენებთ ჩვენს ინტელექტს, სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად, ვემსგავსებით ღმერთს,  რომელსაც შეუძლია ყველა პრობლემის გადაჭრა.

პრობლემა არის ის, რაც ზიანს აყენებს შემოქმედის ქმნილებებს. როცა ვწყვეტთ რომელიმე პრობლებას, მაშინ ვეხმარებით შემოქმედს, ვართ შემოქმედის მხარეს.

თუ ვიწვევთ პრობლემებს, ამით ვშორდებით მას. ადამიანს შეუძლია გაცილებით ახლოს იყოს შემოქმედთან.

ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი პასუხის პოვნით, შეკითხვებზე, სრულვყოფთ ჩვენს გამოცდილებას პრობლემების გადაჭრისათვის. როცა მივაღწევთ იმ მდგომარეობას, რომ გადავწყვეტთ ყველა პრობლემას, რომელიც წარმოიშობა პლანეტაზე, ჩვენ გავხდებით ამ პლანეტის ღმერთები.

ახლა, თქვენ სწავლობთ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც წინათ არ გემორჩელებოდათ.

შეგიძლიათ შეხვიდეთ ალფა-დონეზე და გამოასწოროთ თქვენს ჯანმრთელობა, გააკონტროლოთ საკუთარი ქცევა, გაიუმჯობესოთ გუნება-განწყობა და მომარაგდეთ ენერგიით.

თქვენი ვარჯიშები დღისით, ბოლო ხუთი დღის მანძილზე, მიძღვნილი იყო პრობლემების ალტრუისტული გადაწყვეტისადმი. საღამოს მეცადინეობები კი შეეხება თქვენს პირად საქმეებს.

პრობლემების უმრავლესობა, ასე, თუ ისე, დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან. ადამიანებთან ურთიერთობა, შესაძლოა იყოს წყარო, ერთი შეხედვით, გადაულახავი წინააღმდეგობებისა. როგორც ორი ცხენ-ირემი იბრძვის რქებით, უპირატესობისთვის, ჩვენც, ასევე, მუდმივად, ვერკინებით „რქებით“ სხვა ადამიანებს. თქვენი ნება, მათი ნების წინააღმდეგაა; თქვენი პრინციპები, მათ პრინციპებს უპირისპირდება; თქვენი მოქმედების სახე, მათი მოქმედების საწინააღმდეგოა. ობიექტური მიდგომები, ზეპირი, ან წერილობითი, მხოლოდ აუარესებს საქმეს. გახეთქილება ღრმავდება, პრობლემა კი რჩება.

სუბიექტური მიდგომები აუმჯობესებს საქმეს. სუბიექტურ დონეზე, მიდგომა კონფლიქტებს იცილებს. ამავე დროს, ის ინარჩუნებს ერთიანობას იმით, რომ   არ დაეძებს,  ვინ არის მართალი. უმაღლესი ინტელექტისადმი მიმართვისას, თქვენი ინდივიდუალობა იხსნება მასში. იმის მაგიერ, რომ იყოთ მეტოქეები, დაიხარჯოთ სიტყვიერ ფარიკაობაში, ორივენი დგებით შემოქმედის მხარეს.

პრობლემა გადაჭრილია.

მომდევნო, ორი საღამო, ივარჯიშებთ სუბიექტურ მიდგომაში, ვინმესთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. შემდეგ, ბოლო სამ საღამოს, გადაერთვებით საკუთარი თავის დასახმარებლად, სილვას მეთოდის სხვა დამატებების გამოყენებაზე.

ქვემოთ მოყვანილია ადამიანთა ურთიერთობაში პრობლემების მაგალითები, რომლიც იმსახურებს თქვენს სუბიექტურ მიდგომას:

·         უსიამოვნება საყვარელ ადამიანთან, ან მეუღლესთან;

·         თქვენი ბავშვების მიდრეკილება, გაგიწიონ წინააღმდეგობა, ან არ გაგიგონონ;

·         ცუდი დამოკიდებულება მეზობლებთან;

·         თანამშრომლის საქციელი, რომელიც იწვევს განხეთქილებას;

·         მეგობრის, ან ოჯახის წევრის, შეხედულებების მიუღებლობა.

ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. უდავოდ, თქვენ გექნებათ ადამიანებთან ურთიერთობის რამდენიმე სიტუაცია, რომელთა გაუმჯობესებაც შეიძლებოდა. ამ პრობლემებზე მუშაობისას, გახსოვდეთ, ორი წესი. თქვენი სუბიექტური საუბარი უნდა იყოს:

1.      მოსიყვარულე. თუ თქვენ გრძნობთ ყველაფერს, გარდა სიყვარულისა, თავდაპირველად, ივარჯიშეთ პატიებაში.

2.      ურთიერთსასარგებლო. შეეცადეთ, რომ თქვენი მუშაობა იყოს სასარგებლო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ, მეორე ადამიანისთვისაც.

მე-16 და მე-17 საღამოები

ყოველ საღამოს, იმუშავეთ სხვადასხვა პრობლემაზე.

დაჯექით მოხერხებულ სკამზე, დახუჭეთ თვალები და დახარეთ თავი. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას, სრულად მოადუნეთ სხეული. ფიქრით დათვალეთ, უკუღმა, ხუთიდან ერთამდე. „დახატეთ“ იმ ადამიანის გამოსახულება, ვისთანაც დაძაბული დამოკიდებულება გაქვთ. გამოხატეთ სიყვარული, ან სინაზე, ამ ადამიანის მიმართ. მოხაზეთ თქვენი საერთო პრობლემა. მოიყვანეთ რაიმე გადაწყვეტა, ორივესთვის მისაღები. შეიგრძენით სიახლოვე, ამ ადამიანთან და დაამთავრეთ მეცადინეობა, დათვლით, ერთიდან ხუთამდე. იგრძენით თავი მშვენივრად.

ამის შემდეგ, როცა  კი გაიხსენებთ ამ სიტუაციას, იფიქრეთ მასზე, არა როგორც პრობლემაზე, არამედ, როგორც ნაპოვნ გამოსავალზე.

უკანასკნელი სამი საღამოს მეცადინეობისას, ძილის წინ, ლოგინში, შედით ალფა-დონეზე. ყოველ საღამოს შეეცადეთ გამოიყენოთ ალფა-დონე, სხვადასხვა სახის პირადი კეთილდღეობისთვის. მაგალითად: მდგრადი ნეგატიური განწყობისგან გასათავისუფლებლად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და გონების დიდი ნაწილის მუშაობაში ჩასართავად.

აი, ინსტრუქციები, ყოველი საღამოსთვის:

მე-18 საღამო.

მდგრადი ნეგატიური გუნება-განწყობისგან განთავისუფლება.

ამოარჩიეთ რომელიმე ნეგატიური განწყობა, რომლის შეცვლასაც ისურვებდით. ძილის წინ, შედით ალფა-დონეზე. გაიხსენეთ ის ნეგატიური განწყობა, რომელიც ამოირჩიეთ, აღიარეთ, რომ მისი მოშორება გსურთ და გამოხატეთ ეს სურვილი. თქვით: „როცა თვალებს გავახელ ხუთის თქმისას, აღარ მექნება ნეგატიური განწყობა, არამედ ის შეიცვლება პოზიტიურით“. შემდეგ, ნელა დათვალეთ, ერთიდან სამამდე, გაიმეორეთ ეს მტკიცებულება. გააგრძელეთ  თვლა ხუთამდე, გაახილეთ თვალები და თქვით: „მე აღარ მაქვს ნეგატიური შეგრძნება, ის შეიცვალა პოზიტიურით“.

აი, ზოგიერთი მაგალითი:

მტრობა შემწყნარებლობა; ეჭვიანობა  ურთიერთგაგება; დეპრესია მხნეობა; უიმედობა  იმედი.

დასაძინებლად დაწოლის წინ, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ეს ინსტრუქციები.

მე-19 საღამო.

საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ამოარჩიეთ ჯანმრთელობის, რომელიმე, პატარა პრობლემა, რომლისგანაც გსურთ გათავისუფლება. მაგალითად: კანის დაავადება; კუჭის მჟავიანობა; მსუბუქი ხველა, რისთვისაც არ ისურვებდით ექიმის შეწუხებას. ძილის წინ, შედით ალფა-დონეზე, ჩვეულებრივი სახით. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ საკუთარ სხეულში. „ეწვიეთ“ იმ არეს, სადაც წარმოიშვა პრობლემა. გაჯანსაღდით თქვენს წარმოდგენაში. დაე, თქვენს  წარმოსახვაში, მოცემული არე, იყოს იდეალურ მდგომარეობაში. დაიძინეთ ამ დონიდან.

დასაძინებლად დაწოლის წინ, კიდევ ერთხელ, გადაიკითხეთ ეს ინსტრუქციები.

მე-20 საღამო.

თქვენი გონების დიდი ნაწილის ჩართვა სამუშაოდ.

დაძინებამდე, შედით ალფა-დონეზე. შეაერთეთ, ერთ ხელზე, სამი თითი: ცერი, საჩვენებელი  და შუა თითი და ფიქრით თქვით: „ ყოველთვის, როცა ამ სამ თითს ვაერთებ, ჩემი გონება მუშაობს ცნობიერების უფრო ღრმა დონეზე“. გაიმეორეთ ეს ფრაზა, კიდევ ორჯერ. დაიძინეთ ამ დონიდან.

სანამ დაწვებოდეთ დასაძინებლად, სამჯერ გადაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.

მეორე დილიდან დაწყებული, როცა დაგჭირდებათ იყოთ უფრო მობილიზებული, საქმიანი შეხვედრის დროს, გადაწყვეტილების მიღებისთვის, ან მნიშვნელოვან ადამიანთან საუბრისას, შეაერთეთ სამი თითი.

 

გილოცავთ! თქვენ უკვე განავითარეთ კონტაქტი და აითვისეთ „მეორე მხრიდან“ დახმარების მიღების უნარი, თქვენთვის და თქვენი სამყაროსთვის. ისწავლეთ სწრაფად და ღრმად მოდუნება და შეიძინეთ უნარი აზრით გამოხატოთ პრობლემა და მიიყვანოთ ის გადაწყვეტამდე.

წიგნის მეორე ნაწილის წაკითხვისას,  შეძლებთ კონტაქტის გამოყენებას, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ისწავლით, რომ ეს ცოდნა გამოიყენოთ ცხოვრების კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.

ახლა, თქვენ, ფლობთ დახმარების ძალიან ძლიერ, უხილავ საშუალებას, და დადგა დრო, რომ ისარგებლოთ ამით.

 

პირველი ნაწილის დასასრული.    

 

დამატება:

კარგი იქნება, თუ ცალკე  რვეულში, ან ფურცლებზე ამოწერთ, თითოეული დღის სამოქმედო გეგმას.

სანიმუშოდ წარმოგიდგენთ პირველი ხუთი დღის დილის ვარჯიშების გეგმას:

 

1.    როცა გაიღვიძებთ, წამოჯექით, დაიდეთ ზურგს უკან ბალიში;

2.    დახუჭეთ თვლები, ოდნავ ზემოთ აწევით;

3.    დათვალეთ 100-დან 1-დე;

4.    ერთამდე რომ მიხვალ, იფიქრეთ: ყოველთვის, როცა ასე ვდუნდები, შევდივარ ალფა-მდგომარეობაში, სულ უფრო ღრმად და სწრაფად“;

5.    დაამთავრე ვარჯიში დათვლით ერთიდან ხუთამდე. გაჩერდით სამზე და იფიქრეთ: როცა გავახელ თვალებს, მე ვიქნები მხნედ და თავს ვიგრძნობ მშვენივრად“;

6.    ხუთის თქმისას, გაახილეთ თვალები და უთხარით საკუთარ თავს: მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად.

 

ასეთი წესით, შეგიძლიათ, შეადგინოთ ყოველი დღის, დილის, შუადღისა და საღამოს გეგმა, რათა არ მოგიხდეთ ყოველთვის წიგნში ძებნა.