Wednesday, February 3, 2016

რატომ უნდა ვდღესასწაულობდეთ ქრისტეშობას 25 დეკემბერს


ეს წერილი ერთ-ერთი თავია ლიტურგიკის სახელმძღვანელოდან, რომლის გამოცემასაც ვაპირებდი. თუმცა მისი ამოღება მომთხოვეს. ამიტომ ვიფიქრე, რომ ცალკე წერილად გამომექვეყნებინა, რადგან  აქ გადმოცემული ინფორმაცია, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის .
ქრისტიანული მსახურების ჩატარება შეუძლებელია კალენდრის გარეშე. იგი შედგენილია ისე რომ, მასში შერწყმულია უძრავი და მოძრავი კალენდრები და ასახულია მთელი წლის მსახურების ციკლები.
საეკლესიო კალენდარი, ცხადია, სამოქალაქო კალენდარზეც არის დამოკიდებული, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ კალენდრის შედგენის პრინციპები.
მეცნიერებას, დროის აღრიცხვის შესახებ   ქრონოლოგია  ეწოდება. იგი ისტორიის, ასტრონომიისა და მათემატიკის საზღვარზე მდგომი დისციპლინაა, და შეისწავლის დროის გამოთვლის სისტემებს, რომელიც აუცილებელია მოვლენათა თანმიმდევრობის ცოდნისა და მათი დათარიღებისთვის.
დროის დანაწილებისა და აღრიცხვის საწელიწადო სისტემას კალენდარი ეწოდება. ეს სიტყვა ლათინურია და გულისხმობს დროის დაყოფას თანაზომად პერიოდებად: დღეებად, შვიდეულებად, თვეებად, წელიწადებად და საუკუნეებად.
სხვადასხვა ხალხები სხვადასხვა ეპოქაში სარგებლობდნენ კალენდარული სისტემებით, რომელიც შეესაბამებოდა მათი ცხოვრების პირობებს, რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების დონეს. ასეთ სისტემათა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ძირითადად არსებობს კალენდრის ორი ტიპი: პირველი მათგანი აქცენტირებას ახდენს დედამიწის გარშემო მთვარის შემოვლის პერიოდზე, ხოლო მეორემზის გარშემო დედამიწის შემოვლის პერიოდზე. ამიტომ პირველ მათგანს უწოდებენ მთვარის კალენდარს, ხოლო მეორეს  -- მზის კალენდარს. ამჟამად, ცივილური მსოფლიო სარგებლობს მზის კალენდრით. თანამედროვე მზის კალენდარს საფუძვლად უდევს იულიუს კეისრის დროს რეფორმირებული კალენდარი, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობოდა მის წინამორბედ რომაულ კალენდარს.  
კალენდრის რეფორმა ქრისტეს შობამდე 46 წელს განხორციელდა იულიუს კეისრის ინიციატივით, რომელმაც ახალი სისტემის დასამუშავებლად მოიწვია ალექსანდრიელი მეცნიერი სოზიგენე. კალენდრის საფუძვლად 365 დღიანი წელი დადგინდა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა საშუალო ტროპიკულ წელიწადს.
ერთი ტროპიკული ანუ ზუსტი წელიწადი უდრის დედამიწის ერთ გარემოქცევას მზის გარშემო, იგი წილადი რიცხვია და შეადგენს  365,2422 დღე-ღამეს, ანუ 365 დღე-ღამეს, 5 საათს, 48 წუთს და 46 წამს. .. 365 დღიანი ყოველი წლის ბოლოს დარჩებოდა, ნაშთი,  5 საათი, 48 წუთი და 46 წამი. ამის დასარეგულირებლად დადგინდა, რომ სამი წელი მიმდევრობით იქნებოდა 365 დღიანი, ხოლო მეოთხე  -- 366 დღიანი. თუმცა, ამ კალენდრის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა აჭარბებდა ჭეშმარიტს და ყოველი 128 წლის შემდეგ შეცდომა ერთ დღე-ღამეს უდრიდა. მე-16 საუკუნეში ცდომილებამ ათი დღე-ღამე შეადგინა. ამიტომ პაპმა გრიგოლ XIII- გადაწყვიტა კალენდრის რეფორმა. მან შექმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა რამდენიმე ვარიანტი და მიიღო იტალიელი მათემატიკოსის და ექიმის ლუიჯი ლილოის წინადადება. პაპმა 1582 წლის 5 ოქტომბერი გამოაცხადა 15 ოქტომბრად, რითაც შეასწორა 10 დღის ცდომილება.
მომდევნო საუკუნეებში ცდომილების ხელახალი დაგროვების თავიდან ასაცილებლად შემოღებული იქნა ასეთი წესი: ყოველი საუკუნის ბოლო წელს აკლდება ერთი დღე, არ დააკლდება მხოლოდ იმ საუკუნის ბოლო წელს, რომლის ასეულების რიცხვი იყოფა 4-ზე, ამრიგად, ყოველ ოთხას წელიწადში კალენდარი შესწორდება 3 დღით.  
პაპ გრიგოლის მიერ რეფორმირებულ კალენდარს მისი სახელის მიხედვით ეწოდა გრიგოლისეული კალენდარი, ან მეორენაირად  --  დროთა აღრიცხვა ახალი სტილით -- იულიუსის კალენდრის, .. ძველი სტილისაგან განსხვავებით, მაგრამ არსობრივად ეს არის იულიუსის სისტემის რედაქცია ან უფრო ზუსტად, გაუმჯობესება.
ცნობილია, რომ 325 წელს პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო იულიუსის კალენდარი და შეუფარდა იგი ქრისტეს შობიდან წელთა აღრიცხვას.
აღნიშნულმა კრებამ მიიღო აგრეთვე კანონი აღდგომის დღის გამოანგარიშების შესახებ და დაადგინა, რომ აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის (დღეღამსწორობის) შემდგომი სავსემთვარობის მომდევნო კვირა დღეს.
აღდგომის დღესასწაული ბუნებრივადაა დაკავშირებული ებრაელთა პასექთან. ამ უდიდეს დღესასწაულსპასექსებრაელები აღნიშნავდნენ გაზაფხულის ბუნიობის პირველ სავსემთვარობას, ანუ მთვარის აღვსების დღეს (ესაა ებრაული კალენდრის პირველი თვის, ნისანის 14 რიცხვი). ქრისტე ჯვარს აცვეს პასექის მეორე დღეს. ჯვარცმის დღე დაემთხვა პარასკევს, ხოლო ჯვარცმიდან მე-3 დღეს, ანუ პასექიდან მე-4 დღეს (ეს იყო შვიდეულის პირველი დღეერთშაბათი), ქრისტე აღდგა. ამ დღეს ბერძნულად ეწოდა Uრიაკე, .. კვირა დღე, რაც ბერძნულად ნიშნავს საუფლოს. ამის შემდეგ ყოველი შვიდეულის პირველი დღე, ანუ კვირა დღე, გამოცხადდა უქმედ.
გაზაფხულის ბუნიობა პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ შესწორებული კალენდრის მიხედვით 21 მარტს დგება. მთვარის აღვსების დღე კი მოძრავია თვის რიცხვების მიმართ, ამიტომ პასექიც მოძრავი დღესასწაულია და შესაბამისად, მოძრაობს აღდგომის თარიღიც.
ვინაიდან იულიუსის სისტემა მზისიერ წელიწადს გულისხმობს, მის ორბიტაში მხოლოდ უძრავი დღესასწაულები ექცევა. აღდგომა და მასზე დამოკიდებული დღესასწაულები, ანუ მოძრავი ციკლი, ამ კალენდრის მიღმა დგას. იგი განისაზღვრება გაზაფხულის სავსემთვარობით.
ამრიგად, I მსოფლიო კრების თანახმად, აღდგომის დღესასწაულს მთელი ქრისტიანული სამყარო ერთ დღეს ზეიმობდა. სულ სხვა მდგომარეობა იყო ქრისტეს შობის დღესასწაულის გარშემო.
შობის თარიღი სახარებაში არ არის მითითებული, ამიტომ სხვადასხვა ეკლესია თავდაპირველად სხვადასხვა დროს აღნიშნავდა მას. რომის ეკლესია შობას დღესასწაულობდა 25 დეკემბერს, ბიზანტიის ეკლესიანათლისღებასთან ერთად – 6 იანვარს, ალექსანდრიის ეკლესია 20 მაისს და .. ამის გამო, წმინდა იოანე ოქროპირმა IV საუკუნის 70-იან წლებში დასვა საკითხი, რომელ თარიღს მინიჭებოდა უპირატესობა. მან გამოიკვლია რომის არქივები, სადაც ინახებოდა მოსახლეობის აღწერის დოკუმენტური მასალა, როგორც ცნობილია, ქრისტეს შობის დღეს რომის იმპერატორ ოქტავიუს ავგუსტუსის მიერ გამოცხადებული იყო მოსახლეობის აღწერა, რითაც ირკვევა, რომ ეს ღონისძიება პალესტინაში სწორედ 25 დეკემბერს ჩატარებულა. სწორედ 25 დეკემბერს დღესასწაულობდნენ წარმართები . . მზის დაბადებას, რადგან ეს დღე არის ზამთრის მზებუდობის დასასრული: ამ დღიდან დღე იმატებს, ღამე იკლებს, სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე.
ვერც ერთი დღე ისე ვერ ასახიერებს შობის არსს, როგორც 25 დეკემბერი. ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ქრისტე იწოდება სიმართლის მზედ. მოვიხმოთ შობის ტროპარი: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკულავსა მსახურებდენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაY შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმოჰბრწყინდი მაღლით აღმოსავალთაY, უფალო, დიდება შენდა.
ამრიგად, იოვანე ოქროპირმა გამოიკვლია, რომ ქრისტე 25 დეკემბერს იშვა. მაგრამ ზოგიერთი ეკლესიისთვის ტრადიციის დათმობა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მხოლოდ ორი საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება. თუმცა, ზოგიერთი ეკლესია ქრისტეს შობას დღესაც ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით აღნიშნავს, მაგალითად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს  6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად.
რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში?
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნისთანავე, 1918 წლის 14 აპრილს, გამოქვეყნდა დეკრეტი დროის შესახებ, რის თანახმადაც 18 აპრილი გამოცხადდა პირველ მაისად. .. სამოქალაქო ცხოვრებაში შემოღებული იქნა .. ახალი სტილის კალენდარი, რომელიც აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-. თუმცა ლიტურგიკულ სფეროში რეფორმა ვერ განხორციელდა, ვინაიდან იმხანად აღმოსავლეთის ეკლესიებში დღესასწაულები .. ძველი სტილით აღინიშნებოდა.
რა იყო ამის მიზეზი? როგორც ჩანს, ფანატიკური სიძულვილი ყოველივე დასავლურისადმი. პაპ გრიგოლის რეფორმა დაემთხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში უნიის ანუ რომის ეკლესიასთან გაერთიანების საწინააღმდეგო მოძრაობას, რაც ზოგჯერ უკიდურეს ფორმებს იძენდა. ამ მოძრაობის აქტივისტები არსებით და არაარსებით მხარეებს ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებდნენ. მათ დოგმის რანგში აჰყავდათ სავსებით არადოგმატური პრობლემები, მათ შორისკალენდარი.
 1923 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოაღწია ცნობამ, რომ კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ, რომელშიც მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებიც, გამოიტანა დადგენილება გრიგოლისეული კალენდრის, ანუ .. ახალი სტილის სასარგებლოდ. იმავე წლის პირველ ნოემბერს საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ პატიმრობაში მყოფ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ანუ წმინდა ამბროსი აღმსარებლის და საკათალიკოსო საბჭოს წევრების დასტურით მიიღო დადგენილება უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა ახალი სტილით აღნიშვნის შესახებ. მაგრამ ამას მრევლის ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ეს რეფორმა არ გაიზიარეს .. მეძველსტილე მორწმუნეთა აქტიურმა  ჯგუფებმა, ისინი მღვდლებს ეკლესიის კარებს უკეტავდნენ და არ აძლევდნენ ახალი სტილით დღესასწაულის აღნიშვნის საშუალებას. ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი. ამის გამო, 1925 წლის 14 მარტს საქართველოს ეკლესია კვლავ ძველ სტილს დაუბრუნდა.
1927 წლის 7 თებერვალს კონსტანტინეპოლში გამოქვეყნდა საპატრიარქო ეპისტოლე, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი .. ახალი სტილის სიზუსტეს, რელიგიურ-ლიტურგიკული თვალსაზრისით სანდოობასა და უპირატესობას. აღინიშნა, რომ კალენდრის პრობლემა არ არის დოგმატიკის სფერო, ამიტომ არც ერთ საეკლესიო კრებას არ აუკრძალავს მისი გადამუშავება.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი დროულად გამოეხმაურა ამ დოკუმენტს და სრულიად საქართველოს IV საეკლესიო კრებამ 1927 წელს განაახლა მსჯელობა დროის აღრიცხვის საკითხზე. გადაწყდა, დაკანონებულიყო ახალი სტილი. ასეც მოხდა, მაგრამ კვლავ აზვირთდა საპროტესტო ტალღა, ძველი სტილის მომხრეები განდგომით იმუქრებოდნენ. მათი ფანატიზმის თუ ფანატიკოსობის თამაშის ალაგმვა მაშინ საკათალიკოსო სინოდმა ვერ შეძლო და იძულებული გახდა 1928 წლის 28 სექტემბერს დროებით შეეჩერებინა საეკლესიო კრების დადგენილების მოქმედება, ამავე დროს, მღვდელთმთავრებს, მღვდლებსა და განათლებულ მორწმუნეებს დაავალა, რათა ხალხისთვის განემარტათ ახალი სტილის უპირატესობა.
ამჟამად, მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა ახალი სტილით აღნიშნავს უძრავ დღესასწაულებს. ძველ სტილს შემორჩა მხოლოდ რუსეთის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიები.  თუმცა, როგორც აღინიშნა, საქართველოს IV საეკლესიო კრების დადგენილება ძალაშია, ის მხოლოდ დროებით არის შეჩერებული.

P.S. ინფორმაცია დამუშავებულია ნუგზარ პაპუაშვილის წიგნიდან და ვიკიპედიიდან ამოკრებილი მასალის მიხედვით:
ნუგზარ პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბილისი, 2002, გვ. 77