მთხოვეს სილვას მეთოდის რაც შეიძლება მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა. ჰოდა, ეს გამოვიდა 😊
სილვას მეთოდი
მოკლე მიმოხილვა
წიგნის სრული
ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ბლოგზე:
https://natali-tavisufali.blogspot.com/
რა არის
სილვას მეთოდი?
უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს მეთოდი გვეხმარება ეფექტურად გამოვიყენოთ ბუნებრივი
კონტაქტი უხილავ სამყაროსთან, იმისთვის, რომ ხილული მსოფლიო გავხადოთ უკეთესი.
ამ მეთოდის გასაღები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებაა.
სადაც პრობლემაა, ეს მათოდი
გვეხმარება მის მოგვარებაში;
სადაც ანომალიაა, ის გვეხმარება ნორმალიზაციაში;
სადაც კონფლიქტებია, მისი საშუალებით
ვაღწევთ ჰარმონიას.
ჩვენს პლანეტაზე
უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი: ჰაერი ჭუჭყიანდება, წყალი იწამლება, ნიადაგი იჟღინთება შხამ-ქიმიკატებით. ამის
შედეგად, ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა განადგურდა, ან გაქრობის საშიშროება ემუქრება. წინააღმდეგობად გადაიქცა თვითონ კაცობრიობა, რომელიც მოწოდებული იყო, რომ ეხელმძღვანელა შემოქმედებითი პროცესისთვის
დედამიწაზე. ჩვენ დესტრუქციულ ზემოქმედებას ვახდენთ, არა მარტო პლანეტაზე, არამედ, ჩვენს თავზეც. ვაჭუჭყიანებთ საკუთარ აზროვნებას, დანაშაულების, ძალადობისა და მკვლელობის სურათებით.
როდის დაიწყო ეს? როგორ შევაჩეროთ? მსგავსი შეკითხვები, თითქოს, ეხება უფრო, მთელ საზოგადოებას, ვიდრე კონკრეტულ ადამიანს.
მაგრამ, უაღრესად მნიშვნელოვანია პასუხი, თქვენი ამწუთიერი მდგომარეობისთვის – თქვენი
წარმატების, თქვენი ჯანმრთელობის, თქვენი ბედნიერებისთვის.
ნგრევა დაიწყო, როდესაც ადამიანი გახდა ექსცენტრული,
იგულისხმება არა „უცნაური“, არამედ „ცენტრის გარეთ მყოფი“.
ადამიანის ტვინი შედგება ორი ნახევარსფეროსაგან. მარცხენა
ნახევარსფერო, უფრო, აღიქვამს მატერიალურ სამყაროს, მარჯვენა კი – არამატერიალურს. მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის განსხვავება
ტვინის ტალღების სიხშირეშია.
ჩვენგან მხოლოდ ათი პროცენტი აზროვნებს ბალანსირებულად, იყენებს
ორივე ნახევარსფეროს. დანარჩენი 90% ეყრდნობა მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროს, თითქმის უგულებელყოფს მარჯვენას. ამიტომ, მთელი აზროვნება ადამიანისა, წანაცვლებულია ცენტრიდან – ის ექსცენტრულია.
ექსცენტრული აზროვნება მოკლებულია სულიერ დახმარებას, ცენტრირებული კი, იყენებს
მის დახმარებას.
ადამიანთა
უმრავლესობისთვის, რომლებიც თავიანთი აზროვნებით ექსცენტრულები არიან, ინტუიციის ჩუმი
ხმა გაუგებარი რჩება. როდესაც მათი აზროვნება გახდება ცენტრირებული, ეს „ხმა“ უფრო „მაღალი“ იქნება.
ამგვარად, კაცობრიობა თავისი აზროვნებით, გადახრილი ცენტრიდან, ემუქრება განადგურებით
საკუთარ თავსა და მთელ პლანეტას.
როგორ ეშველება ამას?
ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ დახმარებას
„მეორე მხრიდან“. ეს, იმ ადამიანისთვის მოხდება, უფრო მალე, რომელიც გაააქტიურებს, „მეორე მხარესთან“
დამაკავშირებელ, თავის ტვინის მარჯვენა
ნახევარსფეროს.
რამდენად მეტი ადამიანის გონებაც იქნება
ცენტრირებული, იმდენად შეიცვლება მასობრივი ცნობიერება.
საშუალო ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს ერთიდან ოც ციკლამდე, წამში, სიხშირის დიაპაზონში: ოცი ციკლი მღვიძარე მდგომარეობაში, ერთიდან ოთხამდე ციკლი, ძილში და ძალიან იშვიათად, შუალედურ სიხშირეებზე, დაძინებისას და გაღვიძებისას.
სწორედ, საშუალედო სიხშირეები უზრუნველყოფს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს შეგნებულ
გამოყენებას, ჩვენს სულიერ კავშირს. აზროვნებისთვის იდეალური სიხშირე მდებარეობს სიხშირის
სპექტრის ცენტრში და შეადგენს ათ ციკლს, წამში. სწორედ, ამ სიდიდეს უწოდებენ მეცნიერები ალფა-დონეს, ან ალფა-მდგომარეობას.
ტვინის ტალღების სიხშირის შემცირებით აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფერო. ის ემსახურება ჩვენს
გასვლას შემოქმედებით სამეფოში და მისი მეშვეობით ვიხსნებით „მეორე მხარისათვის“,
სულიერი სამყაროსთვის.
მაგრამ, როგორ შევანელოთ თავის ტვინის ტალღები და გავააქტიუროთ მარჯვენა ნახევარსფერო?
ამას მივაღწევთ
სილვას მეთოდით,
რომელიც სხეულისა და გონების მოდუნების, ანუ
რელაქსაციის საშუალებაა, რის შედეგადაც, ხდება თავის ტვინის ტალღების სიხშირის შემცირება, მარჯვენა
ნახევარსფეროს გააქტიურება, რომელიც მსოფლიო ინტელექტთან (შემოქმედებით წყაროსთან) შეხებისას, თვითონ იწყებს შემოქმედებას.
ალბათ იკითხავთ: „მაგრამ,
როგორ მივაღწიო რელაქსაციას, როგორ მოვიხსნა სხეულის დაძაბულობა?“ პასუხი მარტივია: თქვენს სხეულს მართავს
თქვენი ტვინი, თქვენ კი შეგიძლიათ მართოთ საკუთარი
ტვინი. თუ თქვენ სწორად იყენებთ ტვინს, თქვენ
შესძლებთ მოადუნოთ სხეული.
ჩავატაროთ
პატარა ექსპერიმენტი:
მზად ხართ? მოკუმშეთ მუჭა... უფრო ძლიერად... ახლა, გაუშვით.
ხომ სასიამოვნოა? ეს არის, სწორედ, რელაქსაცია. თქვენ დატკბებით ამ გრძნობით, რელაქსაციაში ვარჯიშების დროს.
შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, სხეულის სხვა ნაწილებისთვის, პირდაპირ ახლა, თუ გსურთ.
დაჭიმეთ კოჭი, ფეხის წვერის ქვემოთ დაწევით, რითაც შექმნით
დაჭიმულობას ფეხში...უფრო ძლიერად... ახლა, გაუშვით.
მოუჭირეთ კბილებს, ყბების დაჭიმვით... უფრო ძლიერად... ახლა, გაუშვით. ხომ საუცხოო შეგრძნებაა!
რას გვაძლევს რელაქსაცია, „მეორე მხარესთან“ კონტაქტისთვის? ყველაფერს.
• სხეულის რელაქსაცია
იწვევს გონების მოდუნებას;
• გონების რელაქსაცია
ამცირებს ტვინის ტალღების
სიხშირეს;
• ტვინის ტალღების
შენელებული სიხშირეები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აძლევს გააქტიურების საშუალებას;
• მარჯვენა ნახევარსფერო
უზრუნველყოფს თქვენს კავშირს არამატერიალურთან, შემოქმედებით სამეფოსთან – „მეორე მხარესთან“.
რელაქსაცია ისევე საჭიროა „მეორე მხრიდან“ დახმარების მისაღებად, როგორც, ტელეფონზე
დასარეკად, ყურმილის აღება და ნომრის აკრეფა.
მაგრამ, არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა მივაღწიოთ, რათა ეფექტურად შევძლოთ ალფა მდგომარეობაში
შესვლა, ანუ ალფაში ჩაძირვა, როგორც ამას ზოგჯერ უწოდებენ.
და ეს არის
სულიერი სიმშვიდე.
რა არის სულიერი სიმშვიდე?
როცა კეთილგანწყობა გაქვთ
ყველასთან და ყველაფერთან, ცხოვრებაში.
და უნდა გვახსოვდეს,
რომ წყლის ასამღვრევად ერთი ქვაც საკმარისია. ანუ
საკმარისია თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გქონდეთ არაკეთილმოსურნეობა და ეს, შესაძლოა,
დაბრკოლებად იქცეს სულიერი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე.
პრობლემათა
უმრავლესობა, ასე, თუ ისე, დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან. ადამიანებთან ურთიერთობა,
შესაძლოა იყოს წყარო, ერთი შეხედვით, გადაულახავი წინააღმდეგობებისა. როგორც ორი ცხენ-ირემი
იბრძვის რქებით, უპირატესობისთვის, ჩვენც, ასევე, მუდმივად, ვერკინებით „რქებით“ სხვა
ადამიანებს. თქვენი ნება, მათი ნების წინააღმდეგაა; თქვენი პრინციპები, მათ პრინციპებს
უპირისპირდება; თქვენი მოქმედების სახე, მათი მოქმედების საწინააღმდეგოა. ობიექტური
მიდგომები, ზეპირი, ან წერილობითი, მხოლოდ აუარესებს საქმეს. გახეთქილება ღრმავდება,
პრობლემა კი რჩება. ფიზიკური სამყარო განხეთქილებისა და განშორების სამეფოა. ეს ძალიან
მიმზიდველია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთვის, რადგან იგი იფურჩქნება დეტალებისა
და წვრილმანების კვლევისას.
სუბიექტური მიდგომები
აუმჯობესებს საქმეს. რასაც ჩვენ ვქმნით სუბიექტურ სამყაროში, ჩვენი წარმოდგენით,
მჟღავნდება ფიზიკურ სამყაროში, როგორც რეალობა.
სუბიექტური ურთიერთობა არის ურთიერთობა სხვა ადამიანთან
წარმოსახვით. ის მიმდინარეობს არაფიზიკური გზით
და გადადის ცნობიერი გონების საზღვარს. კავშირის მარშრუტი დაახლოებით ასეთია: გამგზავნის
ცნობიერი გონება –>
გამგზავნის ზეცნობიერი გონება –> მიმღების ზეცნობიერი გონება –> მიმღების
ცნობიერი გონება.
გახსოვდეთ
ორი წესი:
1.
ურთიერთობა სიყვარულით;
2.
მთავარია, არა ის, ვინ არის მართალი,
არამედ ის, რა არის მართებული.
თქვენი სუბიექტური
საუბარი უნდა იყოს:
1.
მოსიყვარულე. თუკი
თქვენ გრძნობთ ყველაფერს, გარდა სიყვარულისა, თავდაპირველად, ივარჯიშეთ პატიებაში.
2.
ურთიერთსასარგებლო.
შეეცადეთ, რომ თქვენი მუშაობა იყოს სასარგებლო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ, მეორე
ადამიანისთვისაც.
ცუდი ის არის,
რომ ჩვენ მივეჩვიეთ ნაგატიურ აზროვნებას.
პიროვნების
ნეგატიური თვისებები წარმოადგენს რთული პრობლემების წყაროს. ჩვენი სამყარო პოზიტიურია,
და იმისთვის, რომ მასში გვქონდეს წარმატება, ჩვენც უნდა გვქონდეს ცხოვრებასთან პოზიტიური
მიდგომა.
თუ თქვენ
ნეგატიურად აზროვნებთ, გაქვთ დესტრუქციული გრძნობები და მთელი რიგი ცუდი ჩვევებისა,
ამით შორდებით თქვენს წყაროს. ისე, რომ დახმარების მისაღებად, მასთან კონტაქტი ნელდება.
ხოლო თუ აზროვნებთ პოზიტიურად, განიცდით დადებით ემოციებს და გაქვთ კარგი ჩვევები,
მაშინ იმყოფებით წყაროსთან ახლოს, და დახმარება, რომელსაც საჭიროებთ, ადვილად მოდის.
სილვას მეთოდის
დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გადაპროგრამება.
·
ნეგატიური აზრების გამოდევნის და პოზიტიურის
შეყვანის დაპროგრამება;
·
დესტრუქციული გრძნობებისა და ემოციების
გაქრობისა და პოზიტიურით დამუხტვის დაპროგრამება;
·
არასასურველი ჩვევებისგან განთავისუფლებისა
და სასურველი ჩვევების შეძენის დაპროგრამება.
ნეგატიური
ფიქრებიდან პოზიტიურზე გადასვლისთვის, საკმარისია, უბრალოდ, წარმოდგენა. მაგალითად,
ფიქრის ნაცვლად: „როგორ გადავიხადო ეს გადასახადი?“ „დაინახეთ“ თქვენი თავი, ფულით
ხელში, გადახდის პროცესში.
გახსოვდეთ,
მოლოდინი და რწმენა მწვანე შუქია, რომელიც უხსნის გზას თქვენს ტვინს.
***
ახლა, გთხოვთ, დატკბეთ რამდენიმე წუთით დასვენებით, სტრესისგან
განთავისუფლებით. დახუჭავთ თვალებს, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქავთ და გააკეთებთ პასიური სცენის ვიზუალიზაციას. ამით თქვენ
ააქტიურებთ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს. თქვენი კავშირი „მეორე მხარესთან“, შემოქმედებით სამეფოსთან და სიცოცხლის ძალასთან, გაძლიერდება. როდესაც თვალებს გაახელთ თავს
იგრძნობთ უკეთესად, ვიდრე ახლა. შეიგრძნობთ, რომ სხეული შეივსო ახალი ძალებით და ახალგაზრდობით.
აი, აუცილებელი მოქმედებების ჩამონათვალი. ჯერ, წაიკითხეთ:
1. დაჯექით მოხერხებულად;
2. დახუჭეთ თვალები;
3. ღრმად ჩაისუნთქეთ
და ამოისუნთქვისას მოადუნეთ სხეული;
4. წარმოიდგინეთ
მშვიდობიანი სცენა, რომელიც თქვენთვის სილამაზისა და სიმშვიდის იდეალს წარმოადგენს – სანაპირო,
მინდორი, ხე – და წარმოიდგინეთ
თქვენი თავი, იქ, ერთი ან ორი წუთით;.
5. უთხარით საკუთარ
თავს, რომ როდესაც გაახელთ
თვალებს, თავს იგრძნობთ მშვენივრად, მხნედ და უკეთესად ვიდრე უწინ;
6. გაახილეთ თვალები.
გადაიკითხეთ ეს ექვსი ნაბიჯი კიდევ. ხვდებით, რამდენად მარტივი და ბუნებრივია? პირველი სამი, არის ის, რასაც შვრება ადამიანთა უმრავლესობა, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებული. ბოლო სამი – წარმოსახვის ტიპიური ფორმაა.
მზად ხართ? ახლა, კიდევ
ერთხელ გადაიკითხეთ
და გააკეთეთ ეს.
***
ალფაში ღრმად
ჩაძირვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრესული რელაქსაცია:
მოახდინეთ თქვენი ცნობიერების კონცენტრაცია სხეულის
ყოველ ნაწილზე. რიგრიგობით მოადუნეთ და მოუსმინეთ რეაქციას.
დაიწყეთ თავიდან და წადით ფეხების თითებამდე. იმოქმედეთ ნელა
და მოფიქრებულად, თან დარწმუნდით, რომ სხეულის ყველა ნაწილმა მოახდინა რეაქცია, მანამდე,
ვიდრე გადახვიდოდეთ შემდეგზე. პირველად, მოადუნეთ თავის კანი, შემდეგ, შუბლი, თვალები, სახე, ყელი, მხრები, ხელები.
არ გადახვიდეთ ზურგზე, სანამ არ იგრძნობთ, რომ ხელები და მხრები მოდუნდა და იგრძენით
სიამოვნება. შემდეგ, მოდის მკერდი, მუცელი, ზურგის ქვედა ნაწილი, თეძოები, მუხლები, წვივები,
კოჭები, ტერფები და ფეხის თითები.
არ არის აუცილებელი დაიმახსოვროთ მოცემული რიგი, რადგან ეს
არის თავიდან ფეხებისკენ მოძრაობის ბუნებრივი მიმდევრობა. პირველ საღამოს, გადაიკითხეთ ეს ინსტრუქცია და შეასრულეთ რელაქსაციის ყოველი ნაბიჯი, ნელა და მონდომებით.
შემდეგ დღეებში შეგიძლიათ ააჩქაროთ ეს პროცესი. სწრაფად
მოადუნეთ თავის კანი, შუბლი, თვალები და ა.შ. თქვენ მიაღწევთ სხეულის გამოხმაურებას უფრო სწრაფად და
სრულად.
***
იმის გარდა,
რაც მოკლედ განვიხილეთ, სილვას მეთოდში მრავალი ტექნიკაა, რაც საშუალებას გვაძლევს
მოვაგვაროთ რთული პრობლემები, ჯანმრთელობის, ფინანსური თუ ადამიანებთან ურთიერთობისა.
ისინი დაწვრილებით არის აღწერილი წიგნში(იხ. ზემოთ).
აქ მხოლოდ
ჩამოვთვლი მათ:
„ჭიქა წყლის“
ტექნიკა;
„სამი თითის“
ტექნიკა;
ხუთი მტკიცებულების
ტექნიკა;
სულის სარკე;
მართვა სიზმრებით;
მრჩევლების
შექმნა;
ლაბორატორიული
დონე.
წიგნში თანმიმდევრობით
არის აღწერილი, აგრეთვე, ოცდახუთდღიანი პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ, შეძლებთ
ამ მეთოდის ეფექტურ გამოყენებას. აქ მაგალითისთვის მოვიყვან პირველი ხუთი დღის დილის მოქმედების გეგმას:
1. როცა გაიღვიძებთ, წამოჯექით, დაიდეთ ზურგს უკან
ბალიში;
2. დახუჭეთ თვალები, ოდნავ ზემოთ აწევით;
3. დათვალეთ ასიდან ერთამდე;
4. ერთამდე რომ მიხვალთ, იფიქრეთ: „ყოველთვის, როცა ასე ვდუნდები, შევდივარ
ალფა-მდგომარეობაში, სულ უფრო ღრმად და სწრაფად“;
5. დაამთავრეთ ვარჯიში დათვლით ერთიდან
ხუთამდე. გაჩერდით სამზე და იფიქრეთ: „როცა გავახელ თვალებს, მე ვიქნები მხნედ
და თავს ვიგრძნობ მშვენივრად“;
6. ხუთის თქმისას, გაახილეთ თვალები და უთხარით საკუთარ
თავს: „მე სრულიად მხნედ ვარ და თავს ვგრძნობ მშვენივრად“.
***
ადამიანს
ჰყავს ყველაზე დიდი მტერი, რომელსაც ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის სტრესი.
შედით, ყოველდღე,
ალფა მდგომარეობაში, თხუთმეტი წუთით. ეს ვარჯიში მოხსნის სტრესს.
წიგნი სრულდება
შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით:
თქვენ გაქვთ
უხილავი დამხმარე საშუალება, „ეს მხარე“ და „ის მხარე“, ერთად!
No comments:
Post a Comment