ახალმა ლექსებმა ძველი ლექსები
გამახსენა და გადავწყვიტე ბლოგზე დავდო ზოგიერთი.
* * *
ღია სარკმელთან ვდგავარ მოწყენით,
ქუჩას გავყურებ უცნობს,
შეომოპარულა შემოდგომა, შემოპარულა უხმოდ.
ფოთლებს ნიავი აშრიალებს,
ეჩურჩულება თითქოს:
ისევ მოვაო გაზაფხული, რად მოიწყინეთ ვითომ?
ეჰ, მართლაც მოვა გაზაფხული
და აყვავდება ირგვლივ,
კვლავ გაიხარებს ლურჯთვალა ია, მზეც გაანათებს მისთვის,
მაგრამ, რად მინდა გაზაფხული,
ან ლურჯი ია რაღად,
თუ სიყვარული არ დაბრუნდება, ასე უცბად რომ გაქრა.
. .
1972 წ.
მეორე კურსზე ვიყავი, ინგლისურის მასწავლებელმა, დალი ინწკირველმა, ინგლისელი პოეტის ლექსი წაგვიკითხა, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს ავტორი. შინაარსი გვითარგმნა და გვითხრა, თუ შეძლებთ, ქართულად გარითმეთო.
ეს არის იმ ლექსის თავსუფალი თარგმანი.
ვუძღვნი დალი მასწავლებელს.
ს ო ნ ე ტ ი
უკან გიბრუნებ ამ თაიგულს, ლამაზს, ძვირფასო,
გიბრუნებ ვარდებს,
დასაჭკნობად უღმრთოდ განწირულთ,
ეჰ, თაიგული...
ახლა ამას რაღა აზრი აქვს,
რაღა აზრი აქვს ფუჭ ოცნებას, წარსულ სიყვარულს?
ასე მგონია, რომ
სიზმარი იყო ყოველი --
ჰაეროვანი, ვით ღრუბლების ნაზი ოცნება,
მოგონებაღა დამრჩა მხოლოდ, სიყვარული კი
გაქრა უკვალოდ, არასოდეს განმეორდება.
და გახსენებაც იმ დღეების სევდით ამავსებს,
ცრემლი დაშრება, გული სიმწრით დაიფერფლება,
და ეს ვარდები, ნაჩუქარი შენგან, ძვირფასო,
იმ სიყვარულის ცისფერ გზაზე დაეფინება.
უკან გიბრუნებ ამ თაიგულს, ლამაზს, ძვირფასო...
1974 წ.
* * *
კიდურწერილობით
ზარები რეკენ ზარზმას,
ვის ავედრებენ ღმერთს?
იცის ქვეყანამ, იცის,
არ უნდა ამას ფიცი,
დედა- სამშობლოვ -- შენ!
1991 წ.
„მსოფლიო პოლიტიკოსს“
შენი ჯავშანი თითქოს მტკიცედ არის ნაჭედი,
მილიონ გვამზე სისასტიკით გადაგივლია,
შენი „მსოფლიო პოლიტიკა“ არის ნაქები,
ათასი ჯურის სიბიბძურე გამოგივლია.
ქართველი ერის სიძულვილი შავ გულს გიბნელებს,
ბნელი „მსოფლიოც“ მოკავშირედ შენ გაგიხდია,
ეტრფი კაცის კვლას, შურს და ღალატს, თესავ სიბნელეს,
ხალხის სიკეთე ბოროტებით გადაგიხდია.
ქართველი კაცის დაჩოქებას ლამობდა ბევრი,
მაგრამ, დღეს მიწით ავსებია შავ-ბნელი ხახა,
ბევრი ჰყოლია საქართველოს შენებრი მტერი,
მათი სულები შავ ჯოჯოხეთს დანთქმულა ახლა.
სისხლის წვიმები გასაზრდოებს, როგორც ჰეროდეს,
მოყვასთა შორის ღვარძლი უხვად დაგითესია,
ძმათა სასხლისღვრა იყო შენი წინამორბედი,
მოღალატენი მოგყვებოდნენ, როგორც მესიას.
წითურ სახეზე მოგრევია შავი ნაღველი,
ალბათ, ვეღარ ჭრის შენი ალღო, აგრე ნაქები,
მტკიცედ იცოდე: საქართველოს ვერ დააჩოქებ!
ბრაზს ვერ იოკებ? გაგიცუდდა ბნელი ზრახვები!
გულში გიხუტებს `მწიგნობართა~ ბილწი კრებული,
კაიაფას კი ფარისეველთ ხროვა არტყია,
ამ სურათს უხმოდ გადმოჰყურებს მაღლით ცხებული,
ნათელ სახეზე თითქოს რისხვის ნიში ატყვია.
და გადასერავს ცის კიდეებს: MEMENTO MORI!
გაჰკვეთს ნათელი ორლესული მახვილით ხელში
და სანთელივით ჩამოდნება ეგ შენი თორი,
შენს უძღებ სულს კი შეუჯდება უძილო მატლი.
1996 წ.
* * *
ღამეა, წყვდიადი... სიბნელის თარეში . . .
ყოველი დანთქმულა უძირო ღამეში,
სიცივის, შიმშილის, სიკვდილის მხარეში
ღრეობენ, ლაღობენ სიცრუის ფარეშნი.
მაგრამ წამს გარდუვალს
ვით ავნებს წყვდიადი?
უეცრად ჩამოჰკრავს დრო-ჟამი დიადი!
1996 წ.
ჰიმნი თავისუფლებას
თავისუფლება . . .
სულს სწყურია თავისუფლება,
თავისუფლება
-- უსასრულო, დაუსაბამო,
თავისუფლება
-- ნიჭი ღმერთთა და შემოქმედთა,
თავისუფლება
-- თვით სიწმინდის ძირი უძირო.
თავისუფლება
-- მიუწვდომი ჩინებულთათვის,
თავისუფლება
-- ნათლის სვეტი, სვეტი უჩრდილო,
თავისუფლება
-- თვით უსაზღვრო, ზღვარი ურჩთათვის,
თავისუფლება
-- უჩინოთა ჩინი უჩინო.
თავისუფლება
-- გაჭენებულ კენტავრის დარი,
თავისუფლება
-- უნაპირო, უკიდეგანო,
თავისუფლება
-- კამკამა წყლის უხვი ჩანჩქერი,
თავისუფლება
-- უბიწო და თითქოს უბრალო.
თავისუფლება
-- აზრთა ბრძოლა სიმართლისათვის,
თავისუფლება
-- ღირსეულთა ჟამი უჟამო,
თავისუფლება
-- ამაღლებულ სულთა სავანე,
თავისუფლებავ,
შემოგევლოს მთელი სამყარო!
26 იანვარი,
2012 წ.
ბეთანიაში ნათელ-იღო იესუ ქრისტემ იოვანე ნათლისმცემლისგან;
ბეთანიაში აღადგინა ქრისტემ თავისი მეგობარი
ლაზარე.
ბეთანია
ბეთანია --იორდანე, ნათლისღება,
ბეთანია -- განცადება იესუსი
და ლაზარეს საკვირველი აღდგინება.
ბეთანია -- იესუის მეგობრები:
დები -- მართა და მარიამ, ძმა -- ლაზარე...
იქ ჩენილი სასწაული, საკვირველი --
აღდგინება ლაზარესი ძმათ ახარე!
გიხაროდეს, მდიდარი ხარ ბეთანია!
ბეთანია... ბეთანია... ბეთანია...
19.12.14
რჩევები პუტინს
1996 წელს ლექსი მივუძღვენი
„მსოფლიო პოლიტიკოსს“, მიხვდით,
ალბათ, ვისაც ვგულისხმობ.
ასე იწყება:
„შენი ჯავშანი
თითქოს მტკიცედ
არის ნაჭედი,
მილიონ გვამზე სისასტიკით გადაგივლია,
შენი „მსოფლიო
პოლიტიკა“ არის
ნაქები“... და ა.შ.
ჰოდა, წუხელ გამახსენდა ეს ლექსი. მერე
ვიფიქრე, პუტინსაც ხომ ეკუთვნის-მეთქი ჩემგან
ერთი ლექსი და აი, ის, რაც გამოვიდა
-- წინასაახალწლო საჩუქარი:
მახსოვს, პუშკინმა ბონაპარტეს
ლექსი მიუძღვნა,
მე შენ მოგიძღვნი
ამ სტრიქონებს, მივბაძავ
პუშკინს,
უკანსკნელი
იმპერიის იმპერატორო,
„მესამე რომის“ ძლიერებავ,
ო, დიდო პუტინ!
შენი ჯავშანიც, თითქოს
მტკიცედ არის ნაჭედი,
მაგრამ, „მსოფლიო პოლიტიკის“...
რა მოგახსენო?
მავთულხლართების
მხლართავი ხარ, სწორუპოვარი,
ვინძლო, ევროპის სანქციებმა
არ მოგასვენონ!
შენ საბჭოეთის ნამსხვრევები
გარგუნა ბედმა,
თუმცა, ოცნებობ სტალინის
დროს შექმნილ „კავშირზე“.
„ოცნებას არვინ მოუკლავსო“,
ზოგნი ამბობენ,
მაგრამ, მე გირჩევ,
ეგ სიბრიყვე ნუ დაგამშვიდებს!
უკრაინასთან
ომი რუსეთს წელში გადასტეხს
და ეს ბრძოლები
შენთვის არის „ის ვატერლოო“,
შემდეგ კი... შემდეგ
კავკასიას უნდა შეეშვა,
დიახ, სრულიად კავკასია
უნდა დატოვო!
„წმინდა ელენეს“ კუნძულს,
მენდე, არ გაღირსებენ,
საწამლავიც
კი სანატრელი შენ გაგიხდება,
ერთი გზა გრჩება:
მონასტერში უნდა წახვიდე!
ალბათ, კირილიც, მალე, შენ იქ დაგელოდება.
იქ გაიხსენებთ გახუნებულ,
წარსულ დიდებას
და იმ სანუკვარ
სსრკ-ს, რომ შესწვდით
ლამის...
მერე კი... მერე დაიტირებთ „პრავოსლავიეს“,
შენ და კირილმა
საქვეყნოდ რომ მოსჭერით
თავი.
აჰა, გითხარი, სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა,
ახლა, წადი და ხალხს მიხედე,
შენს მშიერ რუსეთს,
თორემ თუ „აღსდგნენ“,
მონასტერიც უკან დაგრჩება,
და შეეყრები ჯოჯოხეთურ
ვაებას, ულევს...
29.12.2014
წ.
No comments:
Post a Comment